აგროსიახლეები

აგროდაზღვევის პროგრამაში დასაზღევი ფართობის მოცულობა გაიზარდა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის პირობებით  დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ნაკვეთის ოდენობა 5 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე იზრდება.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა,  სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა არის  კვლავ 70%, ხოლო  ვაზზე 50%,  სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის ხელმისაწვდომობაა.

სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში, 2014 წლიდან  2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  გაცემულია 136 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 123 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.5 მლნ. ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 57.7 მლნ. ლარია.  აღსანიშნავია რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 113.8 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის.