წყლის ტუმბო რომელსაც არც ელექტროენერგია სჭირდება და არც საწვავი
ჰიდრავლიკური ტარანის ტუმბოები. ისტორია პირველი ჰიდრავლიკური დარტყმით მომუშავე ტუმბო 1796 წელს, ფრანგმა ჟოზეფ-მიშელ მონგოლფიემ გამოიგონა. 1797 მან მოიპოვა ბრიტანული პატენტი. 1809 წ. გამოგონება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაპატენტდა ხოლო 1834 წ. წარმოებაც დაიწყო.
ჰიდრავლიკური ტუმბო „ირეკსონი“, ძირეულად განსხვავდება დღეისთვის ცნობილ ყველა სახის ტუმბოებისგან. წარმოდგენილ ტუმბოში წყლის ნაწილი გარდაიქმნება ძალად, რომელიც ავტომატურად ტუმბავს წყალს და მომხმარებელს სასურველ სიმაღლეზე სასურველი რაოდენობით (ლიტ/წმ -ში) აწვდის.
წყლის საქაჩი ტუმბო „ირეკსონი“ დღეისთვის ცნობილ ჰიდრავლიკური დარტყმით, დიზელისა და ელექტოენერგიაზე მომუშავე ტუ-მბოებს შორის უმარტივესი, ეკო-ლოგიური, ეკონომიური და ნაკლებად შრომატევადია.
„ირეკსონს“ შეუძლია იმუშაოს დღე და ღამე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მუშა ნაწილებში (სარქველები) არ გამოიყენება არავითარი საცხ-საპოხი მასალა.
ტუმბო მუშაობს ელექტო ენერგიისა და საწვავის (ბენზინი, დიზელი, ნავთი და ა.შ.) გარეშე.
ტუმბოს მუშა ნაწილების გამართული მუშაობისთვის, საცხ-საპოხი ნივთიერებების გამოუყენებლობა, ტუმბოს ანიჭებს უპირატე-სობას ჩაითვალოს ეკოლოგიურად უსაფრთხოდ.
2010 წლიდან დღემდე, დამზადდა და მუშაობს 50მმ, 70მმ, 100მმ, 150მმ, 200მმ, 250მმ და 300მმ დიამეტრის მკვებავი მილის ტუმბოები. დაკვეთის შემთხვევაში შესაძლოა დამზადდეს 400-დან 1000მმ დიამეტრის მკვებავი მილის მქონე ტუმბოები.
„ირეკსონის“ უპირატესობა
♦ არ საჭიროებს ელექტრო ენერგიას ან საწვავს;
♦ ეკოლოგიურად უსაფრთხო;
♦„ირეკსონი” არ საჭიროებს არავითარ საწვავ-საპოხ მასალებს;
♦ ავტონომიური მუშაობის რეჟიმი 24-საათიანი, საჭიროების შემთხვევაში ზამთარ-ზაფხულ;
♦ „ირეკსონის” არც ერთი დეტალი არ განიცდის ცვეთას, გარდა ორი რეზინის ფირფიტისა, რომლის შეცვლა ძალზე მარტივია;
♦ მასში არ არის გამოყენებული ძვირადღირებული ლითონები;
♦ არ საჭიროებს ფილტრებს. მას შეუძლია მიიღოს და გაატაროს ძალზედ მღვრიე წყალი „ირეკსონი” უმარტივესია საექსპლუატაციოდ; საჭიროების შემთხვევაში, მას მოემსახურება ნებისმიერი ადამიანი;
♦ „ირეკსონის” წყლის მიწოდების მანძილი ჰორიზონტალურად რამოდენიმე კმ-ს შეადგენს, გეომეტრიული სიმაღლე კი 250 მეტრამდეა;
♦ „ირეკსონის” წყლის მიწოდების რაოდენობა დღე-ღამეში მერყეობს 1,7 -დან 21500 კუბ.მ.-მდე.
აუცილებელი პირობები
ტუმბო „ირეკსონის“ წარმადობა ძირითადად დამოკიდებულია მკვებავი მილის დიამეტრ D-ზე, დაწნევაზე-h და წყლის აწევის სიმაღლეზე-H (იხ. სქემა).
„ირეკსონი“ შეიძლება დამონტაჟდეს პირდაპირ მდინარეზე, თუ მდინარის ბუნებრივი ქანობი საკმარისია დონეთა სხვაობის h-ის შესაქმნელად სასურველი რაოდნობის წყლის (ლ/წმ-ში) მისაღებად სასურველ სიმაღლეზე, ჰიდრავლიკური ნაგებობათა მოწყობის გარეშე. სხვა შემთხვევაში საჭირო იქნება მოეწყოს ჰიდროტექნიკური ნაგებობათა ნაირსახეობები და კონსტრუქციები როგორებიც არიან: წყალშემტბორავი, წყალსატარი, წყალმიმღები, კონფუზორი და ა.შ.
ტუმბოს დამონტაჟების ადგილის შერჩევა და ამისთვის საჭირო საპროექტო-საძიებო სამუშაოები შედის ტუმბოს ღირებულებაში.
ტუმბოს შესახებ ვრცლად იხილეთ თანდართულ ბმულზე: http://www.regionica.org/Biorational-Technologies.pdf