როგორ ავარჩიოთ საწველი აპარატი
დღეს საქართველოს ბაზარზე მობილური საწველი აპარატების ასორტიმენტი საკმაოდ გაიზარდა, ამიტომ გთავაზობთ იმ ძირითადი მახასიათებლების განმარტებებს, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება საწველი აპარატის არჩევისას.
საწველი აპარატის შერჩევა რთული პროცესი არ არის, ის ძირითადად, დამოკიდებულია ფერმაში ფურების რაოდენობასა და სადგომში მათ სიმჭიდროვეზე. სადგომში 10-ზე მეტი ფურის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია 2 სისტემიანი საწველი აპარატის გამოყენება (სურათი № 5), ხოლო თუ სადგომი ვიწრო განლაგებისაა ან პირიქით, შედარებით ფართოა (დაუბმელი სისტემის შემთხვევაში როდესაც ფურები სადგომში არიან გაშლილები) მაშინ პრაქტი- კულობის მხრივ უპირატესობა 1 სისტემიან აპარატს ენიჭება (სურათი № 6).
სურათი № 5 ძროხიანი აპარატი სურათი № 6 ძროხიანი აპარატი
ვაკუუმის ავზიანი ან მის გარეშე – ძირითადად, დიდი მოცულობის აპარატებს (40 ლიტრი და ზემოთ) ვაკუუმის ავზი ცალკე აქვს გამოყოფილი (სურათი №7), ხოლო დანარჩენს ვაკუუმის ავზი აპარატის კორპუსში აქვს ჩაშენებული (სურათი № 8). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უმჯობესია ვაკუუმის ავზი, რომელიც ცალკეა გამოყოფილი. კიდევ ერთი უპირატესობა რაც ცალკე გამოყოფილ ვაკუუმის ავზს ახასიათებს არის ის რომ მასზე დატანილია გამჭვირვალე ხუფი, რომლის მეშვეობითაც ადვილად კონტროლდება ვაკუუმის ავზის დაბინძურება და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოწმენდა (სურათი № 9).
სურათი №7 – საწველი აპარატი ვაკუუმის ავზით; №8 – საწველი აპარატი ვაკუუმის ავზის გარეშე; №9 – საწველი აპარატის ვაკუუმის ავზის გამჭვირვალე ხუფი
გენერატორზე მომუშავე აპარატები – მომთაბარე მეცხოველეობისათვის პოპულარულია, ისეთი საწველი აპარატი, რომელიც არ საჭიროებს დენის წყაროს და მუშაობს აპარატზე დამონტაჟებული გენერატორის მეშვეობით (სურათი №10). გენერატორს შეიძლება თან ახლდეს ბენზინის ან დიზელის ძრავი.
სურათი №10 – გენერატორზე მომუშავე საწველი აპარატი
„მშრალი“ და „ზეთოვანი“ აპარატი – ძრავის ტიპზე დამოკიდებულების მი- ხედვით არსებობს „მშრალი“ და „ზეთოვანი“ მობილური საწველი აპარატი. შევეცადეთ თავი მოგვეყარა თითოეული მათგანის უპირატესობებისა და ნაკლოვანებებისათვის.
უპირატესობები |
ნაკლოვანებები |
|
მშრალი ტიპის აპარატი |
• ეკოლოგიურად უსაფრთხო • გამოსაყენებლად მარტივი • შედარებით მსუბუქი • მუშაობს გარემოს ნებისმიერ ტემპერატურაზე • საჭიროებს მხოლოდ რძის სისტემის წმენდას |
• შედარებით ხმაურიანი, ვიდრე ზეთოვანი • მგრძნობიარე ნესტიანი გარემოს მიმართ |
ზეთოვანი ტიპის აპარატი |
• ნაკლებად ხმაურიანი მშრალთან შედარებით • ვაკუუმის სისტემაში არსებული ფირფიტების ექსპლუატაციის შედარებით ხანგრძლივი ვადა |
• დაბალი ტემპერატურის დროს შესაძლო პრობლემა მის გაშვებაზე • წველის დროს საჭირო ზეთის დონის კონტროლი |
ცხრილი – „მშრალი“ და „ზეთოვანი“ აპარატების უპირატესობები და ნაკლოვანებები
ხშირ შემთხვევაში მომხმარებელების მხრიდან უპირატესობა ენიჭება მშრალ აპარატს, მისი გამოყენებისა და ტრანსპორტირების სიმარტივის გამო.
„წველის საუკეთესო პრაქტიკა და მობილური საწველი აპარატის მოხმარება“,
სახელმძღვანელო, ვეტკომპანია „როქი“,
ავტორები: მიხეილ ჭიჭაყუა, დავით ბოსტაშვილი, ლიკა ჭიჭაყუა,
(SQIL) ლაშა ავალიანი,
პროექტი _ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში _ საქართველო“