როგორ გვეხმარება საკვებ ნივთიერებებსა და ნიადაგს შორის ურთიერთქმედების ცოდნა GAP-ის (სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა) გამოყენებაში
ნიადაგის ანალიზის გაკეთება მისი მაკრო და მიკროელემენტების სარგებლიანობის დასადგენად აუცილებელია. ნიადაგში არსებული მიკროელემენტები აფერხებს მცნარეთა შორის ანტაგონიზმს, ხელს უწყობს მცენარის კვებასა და ნიადაგს შორის სინერგიას.
მაკროელემენტებს (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი) მცენარე დიდი რაოდენობით შთანთქავს. მიკროელემენტებს (ბორი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, რკინა…) მცენარე მცირე რაოდენობით ითვისებს, მაგრამ ისინიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებების კარგად ათვისებისთვის ძალიან სასარგებლოა ვიცოდეთ ნიადაგის გეოლოგიური წარმოშობა.
მინდვრის შპატისა და ქარსისგან წარმოქმნილ თიხნარ ნიადაგებში მაღალია კალიუმის შემცველობა, თუმცა, მას მცენარე ვერ ითვისებს, რადგან ის ამ მინერალების ქიმიურ ბადეშია გახვეული და ნიადაგის ტენში ძნელად იხსნება. ორგანული ნივთიერებებით ღარიბ თიხნარ ნიადაგებში კალიუმის შეთვისება ასევე შემცირებულია, ამიტომ კალციუმის დამატების გზით კალიუმი შეიძლება ნაწილობრივ გათავისუფლდეს მინერალების ქიმიური ბადისგან და მცენარემ მისი ათვისება შეძლოს.
საკვებ ნივთიერებებში გვხვდება სინერგიზმისა და ანტაგონიზმის შემთხვევები, რაც ასევე გასათვალისწინებელია. მაგალითად, N-ის ოპტიმალური მიწოდება უზრუნველყოფს ნიადაგის მიერ K-ის, P-ის, Mgის, Fe-ის, Mn-ის, Zn-ის ოპტიმალურ შთანთქმას.
N-ის გადაჭარბებული რაოდენობა ამცირებს P-ის, K-ის, Fe-ისა და მიკრონუტრიენტების (Ca, Mg, Zn, Cu) შთანთქმას.
Ca-ისა და Zn-ის ოპტიმალური დონე აუმჯობესებს P-ისა და K-ის ათვისებას, ხოლო Ca-ის ჭარბი რაოდენობით მიწოდება ამცირებს Fe-ის შთანთქმას.
Cuისა და B-ის ოპტიმალური დონე აუმჯობესებს N-ის შთანთქმას.
Mb-ის ოპტიმალური დონე აუმჯობესებს N-ისა და P-ის ათვისებას.
S-ის ოპტიმალური დონე ზრდის Mn-ისა და Zn-ის შთანთქმას.
Mn-ის ოპტიმალური დონე ზრდის Cu-ის შთანთქმას.
P-ის გადაჭარბებული რაოდენობით მიწოდება ამცირებს Fe-ის, Mn-ის, Zn-ისა და Cu-ის შთანთქმას.
K-ის გადაჭარბებული რაოდენობა ამცირებს Mgისა და Ca-ის შთანთქმას. გადაჭარბებული Fe ამცირებს Zn-ის შთანთქმას.
გადაჭარბებული Zn ამცირებს Mn-ის შთანთქმას.
ფოსფორი მჟავიან ნიადაგში რკინისა და ალუმინის ჰიდროქსიდებისგან წარმოქმნის უხსნად კომპლექსებს (Fe-ის და Al ფოსფატები), ხოლო კირქვით მდიდარ ტუტოვან ნიადაგებში რეაგირებს კალციუმთან და წარმოქმნის დიკალციუმისა და ტრიკალციუმის ფოსფატს (რეგრესი). ორივე შემთხვევაში მცენარე ფოსფორს ვეღარ ითვისებს, რადგან მისი დაახლოებით 70 პროცენტი ნიადაგის ტენში არ ისხნება.
ფერმერებს სასურვლი შედეგის მისაღწევად, უხვი მოსავლის მისაღებად, ამ გარემოებების ცოდნა აუცილებლად სჭირდებათ, რაშიც მათ GAP-ი (სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა) დანერგვა კარგ სამსახურს გაუწევს.