რა განსხვავებაა გენმოდიფიცირებულ და ჰიბრიდულ სათესლე მასალას შორის?
გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ჰიბრიდული და გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა ერთი და იგივეა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ თითოეულ მათგანს და არის თუ არა ზიანის მომტანი ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მოდით ვისაუბროთ გენმოდიფიცირებულ სათესლე მასალაზე, იგივე GMO-ზე, რაც გულისხმობს ორგანიზმის გენეტიკური მასალის ცვლილებას. ლაბორატორიაში გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით შესაძლებელია შერჩეული გენი ერთი ორგანიზმიდან გადაიტანონ მეორეში.
სოფლის მეურნეობაში გენმოდიფიცირებული პროდუქტები გამოიყენება ადამიანების ან ცხოველების საკვებად. გენური ინჟინერიით მიღებული სათესლე მასალა გამძლეა გარკვეული მავნებლების, დაავადებების, გარემო პირობების ან ქიმიური ნივთიერებებით დამუშავების მიმართ. გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნის მიზანი ასევე, არის მაღალი კვებითი ღირებულება. დონორი ორგანიზმი შეიძლება იყოს ბაქტერია, სოკო ან მცენარე. გენმოდიფიცირებული სიმინდის შემთხვევაში, რომელი გამძლეა ლეპიდოპტერების მიმართ, გადატანილია ბაქტერიის Bacillus thuringiensis გენი. ეს გენი გამოიმუშვებს ცილას, რომელიც ტოქსიკურია მავნებლის წინააღმდეგ და შემდგომ აღარ საჭიროებს ინსექტიციდის გამოყენებას.
რაც შეეხება ჰიბრიდულ სათესლე მასალას ის იქმნება ერთი და იმავე მცენარის ორი განსხვავებული ჯიშის შეჯვარებით და არ გულისხმობს ლაბორატორიული ჩარევით სხვა აბსოლიტურად განსხვავებული ორგანიზმის გენის გადატანას.
სელექციონერები მუდმივად ცდილობენ ერთი სახეობის მცენარეების შეჯვარებას, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო მახასიათებლებით, უხვმოსავლიანობით, მავნებელ-დაავადებებისადმი და სტრესული გარემო პირობებისადმი გამძლეობით.
ხშირად ჰგონიათ, რომ ყვითელი საზამთრო გენმოდიფიცირებულია, თუმცა ის 5000 წლით უფრო ადრე მოჰყავდათ აფრიკაში, ვიდრე ყველასთვის კარგად ცნობილი წითელი საზამთრო. მის ყვითელ შეფერილობას განაპირობებს ორგანული პიგმენტი ბეტა-კაროტინი, რომელსაც ასევე შეიცავს სტაფილო და გარგარი. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, რომლის ნაკლებობაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას.
ყვითელი საზამთროს თესლები Sugar yellow და Orange king არის ჰიბრიდული ჯიშები და არ არის გენეტიკური ინჟინერიით მიღებული. ისევე, როგორც ბარაქას ასორტიმენტში არსებული სხვა სათესლე მასალა. საქართველოში აკრძალულია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის შემოტანა და რეალიზაცია.
კვლევის თანახმად ჯერ არ არის დადასტურებული არის თუ არა საზიანო გენმოდიფიცირებული პროდუქცია ადამიანი ჯანმრთელობისთვის, თუმცა მსგავსი კითხვები და ეჭვები არ არსებობს ჰიბრიდულ სათესლე მასალაზე.
ბარაქა გისურვებთ უხვ და ბარაქიან მოსავალს!