აგროსიახლეები

გასვლითი ტურიზმის დინამიკა საქართველოში (I-III კვ. 2023)

2023 წლის I-III კვარტლებში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებულმა გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტლების მაჩვენებელს 42%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის შესაბამისი მაჩვენებლის 95%-ს შეადგენს.
2023 წლის I-III კვარტლებში ვიზიტორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (44%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა ევროკავშირი (15%), სომხეთი (15%) და რუსეთი (12%). აღსანიშნავია, რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 2023 წლის II კვარტლიდან, რაც უკავშირდება 2023 წლის მაისში რუსეთის გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებისა და ფრენების აღდგენის შესახებ.

გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2023 წლის I-III კვარტლებში 1.5 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2019 წლის I-III კვარტლების მაჩვენებელს 6%-ით ჩამოუვარდება. დანახარჯების განაწილების მიხედვით, მთლიან დანახარჯებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საყიდლების წილი (+10 პპ), კვების წილი (-6 პპ) კი შემცირდა.

სასტუმროს ფასების ინდექსი

2023 წლის დეკემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 7.0%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ წლიური ფასები განსაკუთრებით შემცირდა 3*, 4*, 5* სასტუმროების კატეგორიისთვის (10.0%-ით). ამავდროულად, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, სფი 10.9%-ით შემცირდა.

რეგიონი სასტუმრო 3*, 4*, 5* საოჯახო
  2023 დეკ/

2023 ნოე

2023 დეკ/

2022 დეკ

2023 დეკ/

2023 ნოე

2023 დეკ/

2022 დეკ

2023 დეკ/

2023 ნოე

2023 დეკ/

2022 დეკ

კახეთი 3.7% 3.5% 1.0% 1.8% 5.1% 4.4%
იმერეთი 4.4% 3.1% 4.1% 5.3% 4.7% 1.1%
გურია 6.9% 19.6% 6.9% 19.6%
ქვემო ქართლი
აჭარა 6.8% -6.5% 4.5% -7.1% 14.6% -12.6%
რაჭა 0.9% 10.7% 0.9% 10.7%
შიდა ქართლი 6.6% 11.9% -2.6% 4.7% 9.8% 19.5%
სამეგრელო – ზემო სვანეთი 0.0% 25.8% 1.9% 15.1% -1.4% 35.8%
სამცხე-ჯავახეთი 25.1% 7.5% 25.2% -16.8% 25.1% 27.6%
მცხეთა-მთიანეთი 23.8% -9.1% 35.6% -17.5% -1.4% 21.5%
თბილისი 11.3% -11.5% 11.8% -11.7% 5.7% -8.1%
სულ  ფასების  % ცვლილება 10.9% 7.0% 10.0% 10.0% 7.0% 5.5%

1. სასტუმროების ფასების ინდექსის გაანგარიშება მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით. უმცირესი ერთობლიობის ინდექსი გამოთვლილია Jevons-ის ინდექსით. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი რეგიონისთვის (როგორიცაა შიდა ქართლი და რაჭა), საკმაოდ მცირეა მონაცემთა ბაზაში არსებული სასტუმროების რაოდენობა, შესაბამისად ინდექსი სრულად ვერ ასახავს რეგიონში არსებულ სასტუმროს ფასების ცვლილების ტენდენციას.

წყარო: https://pmcresearch.org/publications_file/1e4165a9052eb45dd.pdf