აგროსიახლეები

რეგისტრაცია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში #londonwinefair2024 მონაწილეობის მისაღებად

2024 წლის 20-22 მაისს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, ადგილობრივ ბაზარზე ღვინისა და სპირტიანი სასმელების ყველაზე მასშტაბური გამოფენა #londonwinefair2024 გაიმართება.
თუ გსურთ გამოფენაზე თქვენი პროდუქციის წარდგენა, გაეცანით დეტალურ ინფორმაციას და გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://wine.gov.ge/Ge/InternationalExhibitions/4 .  გამოფენაზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყება 12 თებერვალს 12:00-ზე და დასრულდება 15 თებერვალს 18:00-ზე.
#ღვინისეროვნულისააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს.
გამოფენას 40 წლიანი ისტორია აქვს და ყოველწლიურად აერთიანებს 10 000-ზე მეტ ღვინის პროფესიონალს, ბაიერს, იმპორტიორს, HoReCa სექტორის წარმომადგენელს და ღვინის მწარმოებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
#LondonWineFair წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის კუთხით.