აგროსიახლეები

შუახევის მეურნეობაში მაღალხარისხიანი, უვირუსო ჩითილები წარმატებით გამოჰყავთ

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ,,სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის ფარგლებში შუახევის საჩითილე მეურნეობაში მაღალხარისხიანი და უვირუსო ჩითილების გამოყვანა წარმატებით მიმდინარეობს.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, მოადგილე ირმა აფხაზავა, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე საჩითილე მეურნეობაში მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ.

როგორც აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერების, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ფერმერებისა და მეწარმეების მხრიდან, შუახევის მუნიციპალიტეტის საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილ საჩითილე მასალაზე მოთხოვნა მზარდია.

საჩითილე მასალის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებამ და მაღალი ხარისხის მაჩვენებლებმა ჩითილებზე მოთხოვნილების ზრდა განაპირობა.

მაისის პირველი დეკადიდან ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილი მაღალხარისხიანი ჩითილების შეძენა წარმოების ღირებულების ფასად შეეძლებათ.

წლეულს აგროსერვისცენტრის საჩითილეში ფერმერებისთვის ბოსტნეულ კულტურათა ჩითილების მრავალფეროვანი არჩევანია, კერძოდ: 

იტრი “სარგონი“;

კიტრი პიკული „ელონორა“;

შუშა კიტრი „ევოლუცია“;

ვარდისფერი პომიდორი „მანუსა“;

პომიდორი „ფლეტჩერი“;

პომიდორი „ტორბეი“;

ბადრიჯანი „რაფი“;

ბადრიჯანი “ნილო“;

ცხარე წიწაკა „ჰაბიბი“;

ტკბილი წიწაკა „მერსისა“;

ბროკოლი „აგასი“;

ყვავილოვანი კომბოსტო „კასპერი“;

მწვანე სალათის ფოთოლი „ლანდაუ“;

წითელი სალათის ფოთოლი „კარმესი“;

სალათის ხრაშუნა ფოთოლი „მაქსიმუსი“;

რეჰანი.

აღნიშნული ჩითილები დაირგვება, როგორც სასათბურე მეურნეობაში, ასევე ღია გრუნტში.

მოცემული ჯიშები არის საადრეო და არ საჭიროებს დამამტვერიანებელს.

მინისტრის მოადგილეებმა შუახევის მუნიციპალიტეტში ასეე დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სადედე მეურნეობები.