აგროსიახლეები

თევზის და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2024

ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2024 გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ბათუმის სტუმრებიც დაესწრნენ.

ბათუმი ლკალდკფალსკდჯფალს

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში დარგის პოპულარიზაციას, მეთევზეობის და აკვაკულტურის განვითარებას. ამასთანავე ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდას.

ბათუმი 22222222222222222222222

ფესტივალი დატვირთული იყო კულინარიული, თევზის კვებითი ღირებულების, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მასტერკლასებით და სხვა საინტერესო თემატიკით. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: ფერმერული მეურნეობები, ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში მონაწილე ფიზიკური პირები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა.

ბათუმი 3333333333333333333333333333333333

ფესტივალის მხარდამჭერებია აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი. ღონისძიების ორგანიზატორი ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯი“.