აგროსიახლეები

კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა დედოფლისწყაროში

კომპანია „რონიმ“ 2022 წელს დედოფლისწყაროში კაკლის გადამმუშავებელი შესაქმნელად 3 მლნ  ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1,200 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. 
გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია  შპს „რონის“ ეწვია და საწარმო დაათვალიერა.

451485227 892175449613013 8170608510666992141 N

საწარმოს  დამფუძნებლის, გურამ ნაკაშიძის განცხადებით, სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში, საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკლის მიღება იქნება.  კომპანია,  ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში, აქტიური მუშაობის პერიოდში, 20 ადგილობრივია დასაქმებული.

შპს „რონი“ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიც არის. კომპანიამ 2017 წელს  17 ჰა-ზე გააშენა კაკლის ბაღი, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება 86,900 ლარის ოდენობით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, კაკლის გადამუშავების  მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  29 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, კახეთის რეგიონში  გაცემულია  12 მლნ ლარზე მეტი სესხი.

გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  126  მლნ ლარით  თანადაფინანსებულია 270  საწარმოს შექმნა, მათ შორის, კახეთში 23  მლნ ლარითაა  თანადაფინანსებული 49  საწარმო.