ხონში წითელი ნუსხით დაცული წაბლის მორები დააკავეს
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონში, სოფელ გორდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევი სახელწმიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული 7 კუბური მეტრი წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაჰქონდა
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.