მეცნიერებმა მცენარეებში სტრესის „სუნით“ აღმოსაჩენი სენსორი შექმნეს
ბრიტანეთში Altered Carbon-მა და პარტნიორებმა წარადგინეს ახალი ტექნოლოგია TomatoGuard, რომელსაც მცენარეებში სტრესის „სუნით“ ადრეული ნიშნების აღმოჩენა შეუძლია.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგია გარკვეულწილად ადამიანის ყნოსვის ორგანოების მოქმედებას წააგავს.
ახალი ციფრული სენსორის შემუშავებაში რამდენიმე კომერციული და სამეცნიერო ორგანიზაცია, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების ცენტრი (ATC), მონაწილეობდა.
მოწინავე მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, ფერმერებს სათბურებში მცენარეთა სტრესის ადრეულ გამოვლენაში დაეხმარება. იგი ეფუძნება სპეციფიკურ აქროლად ნივთიერებებს, რომელიც სტრესზე რეაგირებს.
ტექნოლოგია ასევე იყენებს გრაფენზე დაფუძნებულ სენსორულ მატრიცას, რომელსაც დახურულ გარემოში გარკვეული აირისებრი ელემენტების აღმოჩენა შეუძლია. ის დაფუძნებულია ტექნოლოგიაზე, რომელიც მცენარეთა მიერ გამოყოფილ აქროლად ორგანული ნაერთების გამოსავლენად, ახალი ტიპის უნიკალური კომბინაციების დახვეწილ ქიმიურ სენსორებს იყენებს.
ინოვაცია მცენარეების დასაცავად, შესაძლებელს ხდის ეფექტიანი ზომების გატარებას, რაც განაპირობებს პესტიციდების მოხმარების და მოსვლის დანაკარგის მნიშვნელოვან შემცირებას, ტექნოლოგია ასევე საშუალებას მისცემს ფერმერებს სათბურებში უფრო ზუსტად გააკონტროლონ ტემპერატურა, ტენიანობა და ვენტილაციის დონე.
ტექნოლოგიას, სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებშიც, მათ შორის ვერტიკალურ ფერმებში, ფართოდ გამოყენების პოტენციალი აქვს.
სპეციალისტები ამ ტექნოლოგიის სხვა კულტურებზე და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაზე გავრცელებასაც გეგმავენ.
ტექნოლოგიის დანერგვა მნიშვნელოვნად შეამცირებს პესტიციდების დოზების გამოყენებას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს მხოლოდ იმ ტერიტორიების დამუშავებით, რომლებიც საჭიროებენ მცენარეთა დაცვის საშუალებებს და ოპტიმიზაციას გაუწევს მცენარეთა საკვებ ნივთიერებებს, რაც გაზრდის პროდუქციის ხარისხს და მოსავლიანობას.
ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია დაცული ეკოსისტემების ფართო სპექტრში.
ტესტირება უკვე მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, Rothamsted ATS კვლევითი ცენტრის სათბურებში.
შემდგომი ექსპერიმენტები სტოკბრიჯის ტექნოლოგიურ ცენტრში უფრო დიდ სათბურში 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
სიახლე მომზადდა უცხოური პრესის მასალებზე დაყრდნობით.