დარგებიმეფრინველეობა

ქათმის კვერცხში არსებული ქიმიური ნივთიერებები ( მაკრო და მიკროელემენტები)

ქათმის კვერცხში 47 სახის მაკრო და მიკროელემენტია, თუ მათ დაუმატებთ ორგანულ  ელემენტებს: ჟანგბადს, წყალბადს, ნახშირბადს, აზოტს, მათი რაოდენობა 50-ზე მეტია.
მიკროელემენტები კვერცხში 7 მგ-ს აჭარბებს, მ.შ. 3,8 მგ. ყვითრშია, 2,8 მგ. ცილაში, 0,4 მგ. ნაჭუჭში.

ნაჭუჭში 95 % ძირითადათ მინერალური ნივთიერებებია, 3,5 – ორგანული ნივთიერებები, 1,5 კი _ წყალი.

ნაჭუჭის სისქე გლუვ ბოლოზე 340 მკმ-ია, მახვილზე – 360 მკმ.( ამიტომაცაა, რომ კვერცხის გატეხვა ბლაგვ ბოლოდან შედარებით იოლია). რაც სქელია ნაჭუჭი, მეტად იტანს  ტრანსპორტირებას, უფრო დიდხანს ინახება. კვერცხში მინერალური ნივთიერებების ძირითადი მარაგი ყვითრშია.

კვერცხი შეიცავს შემდეგ მაკროელემენტებს:

კალციუმი 2,8 მგ;

ფოსფორი 12;

მაგნიუმი 1,5;

ნატრიუმი 5,2;

კალიუმი 2,8;

ქლორი 3,4;

გოგირდი 8,2 მგ.

მიკროელემენტებიდან:

რკინა 6,9;

მარგანეცი 4,7;

თუთია 4,6;

სპილენძი 4,2;

კობალტი 50;

იოდი 6,7; სელენი 28,7;

მოლიბდენი 4,3;

ქრომი 4,0;

ფტორი 0,7 მგ და სხვა.

იმის გათვალისწინებით, რომ კვერცხი შეიცავს ფოსფორს 470 მგ პროცენტს, გოგირდს 220 მგ პროცენტს, რკინას 6 მგ პროცენტს – 1 ცალი კვერცხის მიღება აკმაყოფილებს ადამიანის დღიურ მოთხოვნილებას ფოსფორზე 8- 12 პროცენტით, გოგირდზე 6- 10 პროცენტით, რკინასა და კალიუმზე 2-3 პროცენტით.

ქათმის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმი და ფოსფორი, რომლებიც ხელს უწყობს ,როგორც ნაჭუჭის ფორმირებას, ისე ძვლების შენებასა და სიმტკიცეს, ასევე მონაწილეობენ ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მინერალების რაოდენობას კომბინირებულ საკვებში. საჭიროებისას მათი ოპტიმალური რაოდენობით დამატება აუმჯობესებს  ნაჭუჭის ხარისხს და გროვდება კიდეც კვერცხის ცილასა და ყვითრში. მინერალური ნივთიერებების ნაკლებობისას უარესდება კვერცხის ხარისხი, იკლებს კვერცხმდებლობა, მატულობს სისხლიანი კვერცხის რაოდენობა.

საკვებით მიღებული კალციუმის 60 % გადადის კვერცხში, დანარჩენი 40 % კი მარაგის სახით გროვდება ძვლებში. კალციუმის დონე უნდა ვარეგულიროთ საკვების მიღებით ჭამადობის კონტროლით, კვერცხის ინტენსივობის შესაბამისად. მაღალი (ინტენსიური) კვერცხდების პერიოდში ქათმის ორგანიზმიდან დღე – ღამეში 1,6-2,4 გრამი კალციუმი გამოდის, რაც აუცილებლად უნდა აღდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლოვანი სისტემა ხდება მყიფე, იღუნება, ადვილად ტყდება, ღარიბდება ორგანიზმი.

კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობა საკვებ რაციონში უნდა შევინარჩუნოთ 3,5-4/1-თან, ანუ თუ რაციონში კალციუმი 3-3,5 პროცენტია, ფოსფორი უნდა იყვეს 0,7-0,8 პროცენტი. მრავალფეროვანი კომპონენტებით მომზადებულ კომბინირებულ საკვებში თავისთავად ბალანსდება რკინა, ამიტომ მისი დეფიციტი ორგანიზმში და შესაბამისად კვერცხში იშვიათია. ყურადღებით უნდა ვარეგულიროთ რაციონში საჭმელი მარილის ნორმალური დონე, რომლისადმი ქათამი ძალიან მგრძნობიარეა. თუ საკვებში მარილის შემცველობამ 2 პროცენტს გადააჭარბა, მივიღებთ ქათმის მოწამვლას. თუ საკვებში ნატრიუმი მცირე რაოდენობითაა, კლებულობს კვერცხმდებლობაც და კვერცხის მასაც. ნაჭუჭის სიმაგრეზე მოქმედებს ასევე მარგანეცი და თუთია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი გაბალანსებული კომბინირებული საკვებით ფრინველის კვება, რაც ამაღლებს ფრინველის ჯანმრთელობას, პროდუქტიულობას და კვერცხის კვებით ღირებულებას.

გახსოვდეთ, მინერალური ნივთიერებები კომბინირებულ საკვებს უნდა დაემატოს მისი მომზადებისას, ან მიეცეს სასმელი წყლით საკვების მიცემის პარალელურად. ზოგადათ, სასმელ წყალში არსებული მინერალური ნივთიერებების დონე, პირდაპირ აისახება კვერცხში მინერალური ნივთიერებების რაოდენობაზე.

სასმელი წყალი  ქათამს უნდა მიეწოდოს მუდმივად, საკმარისი რაოდენობით, რომლის ტემპერატურა უნდა იყვეს 18-20 გრადუსი ცელსიუსით. თუ წყლის ტემპერატურა 8 გრადუს ცელსიუსზე ქვევითაა, ხშირია გაციებითი დაავადებები. თუ მაღალია წყლის ტემპერატურა, წყალსაც ცუდათ სვამენ და საკვებსაც ცუდათ ღებულობენ. სასმელი წყლის მიკლება მაშინვე აისახება პროდუქტიულობასა და კვერცხის მასის შემცირებაზე.

ქათამი დღე ღამეში საშუალოდ 200 მლ. წყალს სვამს. მინერალური ნივთიერებების დამატება განსაკუთრებით საჭიროა ზაფხულის ცხელ დღეებში. გარემოში მაღალი ტემპერატურის დროს – კლებულობს ჭამადობა და ვერც მინერალური ნივთიერებების საჭირო რაოდენობას ღებულობს. ასევეა ასაკოვანი ქათამიც, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ მინერალური ნივთიერებების დამატება.

„ყველაფერი ქათმის კვერცხის შესახებ“

კორნელი კუკულავა, 

ზემფირა ოყროშიძე