აზერბაიჯანში ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის არაკომერციული მომსახურებით სარგებლობენ
წლეულს იანვარ-აპრილში, აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის დაზღვევის სისტემის ფარგლებში, ფერმერებს ზარალის კომპენსაციის სახით 3,7 მილიონი მანათი (ერთი აზერბაიჯანული მანათი (AZN) დაახლოებით 1.63-1.64 ლარი (GEL) ღირს) გადაუხადეს.
როგორც აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის დაზღვევის ფონდის საბჭოს თავმჯდომარე ფუად სადიგოვმა ბაქოში, აგრობიზნესის განვითარების IV ფორუმზე განაცხადა, _ წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებლები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50-70%-ით გაიზრდება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 10 მილიონ მანათს გადააჭარბა _ აღნიშნა დაზღვევის ფონდის საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა.
მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანში გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის არაკომერციული მოდელი თურქეთის წარმატებული გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბდა და დღეს ფონდის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი ექსპერტთა კლასტერი ცენტრალური ბანკის მიერ ლიცენზირებული 95 სპეციალისტისგან შედგება.