სოფელ ვაყაში სარწყავი არხები იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაყას ტერიტორიაზე ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან ტაშისკარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული 6 პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.