აგროსიახლეები

ბრძოლა უკანონო ტყის ჭრის წინააღმდეგ: ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიში

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, აგვისტოს თვეში, ტყის ფონდში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს.
სააგენტოს მონაცემებით, ამ ფაქტებიდან 46 ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება. ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 158 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი შემთხვევა გურიის (13), კახეთის (10) და სამცხე-ჯავახეთის (7) სატყეო სამსახურების ტერიტორიაზე დაფიქსირდა. შემთხვევები გამოვლინდა ასევე ქვემო ქართლში (7), შიდა ქართლში (5), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (2), მცხეთა-მთიანეთში (1) და იმერეთში (1).

გარდა ამისა, აგვისტოს თვეში გამოვლინდა სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 შემთხვევა, საიდანაც 5 შიდა ქართლის ტყეებზე მოდის. დანარჩენი ფაქტები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაფიქსირდა.

სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტია გამოვლენილი, ხოლო ამოღებული რესურსის მოცულობამ 1093 კუბური მეტრი შეადგინა. ამავე პერიოდში, გამოვლენილია ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი.