აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის ნარჩენები _ პლასტიკის ეკოალტერნატივა და ძვირფასი ბიოშესაფუთი ნედლეული

ამერიკელმა მეცნიერებმა ვაზის ნარჩენებისგან შექმნეს ბიოშესაფუთი მასალა, რომელიც შეიძლება პლასტიკის მდგრად ალტერნატივად იქცეს.
სამხრეთ დაკოტას სახელმწიფო უნივერსიტეტში (SDSU, აშშ) ჩატარებულმა  კვლევებმა აჩვენა, რომ ვაზის ყოველწლიური გასხვლის შედეგად დარჩენილი ლერწი შესაძლოა ბიოდეგრადირებადი ფირების წარმოებაში გამოიყენონ. ეს მასალა არა მხოლოდ ჩაანაცვლებს პლასტიკს, არამედ ხელს შეუწყობს პლასტმასის ნარჩენების გლობალური კრიზისის დაძლევას.

ეს ინოვაციური პროექტი იმ გლობალურ ტენდენციასთან თანხვედრაშია, რომლიც ითვალისწინებს აგრარული ნარჩენები სასარგებლო, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებად გარდაიქმნას.

„დღეს მთელ მსოფლიოში მრავალი ტექნოლოგიური სიახლე იქმნება. მაგალითად,  ინდოელი მეცნიერებმა ფორთოხლის ქერქისგან შექმნეს ბიოდეგრადირებადი ფირები; ჩენაიში (ინდოეთი) სპეციალისტები აგრონარჩენებს და სოკოს მიცელიუმს საკომპოსტე მასალების დასამზადებლად; ავსტრალიაში უნივერსიტეტები იკვლევენ PGA-ზე და ხის ბოჭკოებზე დაფუძნებული ბიოპლასტიკით კენკროვანთა შესაფუთ მასალად გამოყენებას; ევროპასა და სხვა რეგიონებში კი ხილ-ბოსტნეულს ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული ფირების შესაქმნელად იყენებენ, რომლებიც პროდუქტის შენახვის ვადას ზრდის.

ამ ჭრილში ვაზის ნარჩენებიდან მიღებული ცელულოზა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც მიგვანიშნებს, როგორ შეიძლება მებაღეობის ნარჩენები გადაქცეს ეკონომიკურ ღირებულებად და ინტეგრირდეს ცირკულრული ბიოეკონომიკის მოდელში,“ _ ამბობს ეკატერინა ზვერევა, უკრაინის ხილ-ბოსტნეულის ასოციაციის განვითარების დირექტორი და აგრომარკეტინგის ექსპერტი.

გლობალური დამოკიდებულება პლასტიკზე, განსაკუთრებით ერთჯერადი შეფუთვის სფეროში, კატასტროფულ ეკოლოგიურ შედეგებამდე მიგვიყვანს.

ტრადიციული პლასტმასა ნავთობზეა დაფუძნებული, მისი დაშლას საუკუნეები სჭირდება და პრაქტიკულად აღარ გადამუშავდება, მისი მხოლოდ 9% ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას. დანარჩენი ნარჩენები ხვდება ნაგავსაყრელებზე და ოკეანეებში, მათ შორის მსოფლიოში ცნობილ „დიდ წყნარი ოკეანის პლასტმასის ნაგვის კუნძულზე“.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მიკრო და ნანოპლასტმასის აღმოჩენა გარემოში და ადამიანის ორგანიზმში, საკვებში, წყალში და ჰაერში, რაც შემდეგ ადამიანების და ცხოველების ორგანიზმში ხვდება, თუმცა მათი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ საკმარისად არ არის შესწავლილი.

ცელულოზა ვაზის ტოტებიდან

კვლევის საფუძველი ცელულოზაა, ბუნებრივი ორგანული პოლიმერი, რომელიც მცენარეთა სტრუქტურულ სიმტკიცეს განაპირობებს. პროფესორმა შრინივას ჯანასვამიმ, სამხრეთ დაკოტას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების მეცნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც სხვადასხვა აგრონარჩენებიდან: ავოკადოს ქერქი, ყავის ნალექი, სიმინდის საბო და ბანანის ქერქი,  მანამდეც იკვლევდა ცელულოზის მოპოვებას და ამ პროდუქტების საფუძველზე შექმნა ბიოფირები, რომლებიც ვიზუალურად და მექანიკურად პლასტმასის შსაფუთ მასალას ჰგავს.

პრორივი მოხდა მაშინ, როდესაც აგრონომიისა და მევენახეობის პროფესორმა, ანა ფენელმა, შესთავაზა ვაზის ტოტების გამოყენება. ვენახების სეზონური გასხვლის შედეგად ყოველწლიურად ტონობით ლერწი გროვდება, რომელიც მდიდარია ცელულოზით და დაბალი ტენიანობით, რაც მას ხელსაყრელ ნედლეულად აქცევს. ჩვეულებრივ, ლერწი ან იწვება ან ქუცმაცდება და კომპოსტად გამოიყენება. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათი ვენახიდან გამოტანა ნიადაგზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

ჯანასვამიმ, თავის ასპირანტებთან: სანდიპ პაუდელთან და სუმი რეგმისთან ერთად, ასევე პერდიუს უნივერსიტეტის მკვლევარ საჯალ ბჰატარაისთან თანამშრომლობით, ვაზის ტოტებიდან (SDSU-ის საცდელი ვენახიდან)  მიიღო ცელულოზა და დაამზადა გამჭვირვალე, მტკიცე ფირი.

ჟურნალ Sustainable Food Technology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მიღებული ბიოფირები მექანიკურად უფრო გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივი პლასტმასის პაკეტები და რაც მთავარია, ნიადაგში სრულად  დასაშლელად მხოლოდ 17 დღე სჭირდება, თანაც ისე რომ ნიადაგში არანაირ მავნე ნივთიერებებს არ ტოვებს, მთლიანად ეკოლოგიურია.

ფირის მაღალი გამჭვირვალობა განსაკუთრებით მისაღებია სასურსათო  პროდუქტების შესაფუთად, ე.ი. მომხმარებელი, გაუხსნელად შეძლებს შეფუთული პროდუქტის ნახვას.

გზამწვანე ბიოეკონომიკისკენ

ვენახები უკვე დღეს შეიძლება გადაიქცეს ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთი მასალის რესურსად, ხოლო ეს ინოვაციური ტექნოლოგია — მნიშვნელოვან ნაბიჯად პლასტიკზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

„ვაზის, როგორც ნაკლებად დაფასებული ნარჩენის, შესაფუთ მასალაში გამოყენება  ერთდროულად ორი პრობლემის მოგვარებას ემსახურება: ეხმარება ნარჩენების მართვის გაიოლებაში მევენახეობის დარგს და გლობალური პლასტიკური დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას,“ _ ამბობს ჯანასვამი.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის ეროვნული ინსტიტუტისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიის ფართომასშტაბიან დანერგვამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს არის ნაბიჯი იმ მისიისკენ, რომელსაც ჯანასვამი ასე აყალიბებს:

შევქმნათ ისეთი პაკეტი, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციურად წააგავს ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკს, მაგრამ ბუნებაში უსაფრთხოდ და სწრაფად იშლება.“