გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 339 ახალგაზრდა ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. პროგრამა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით იმართება და სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უწყებაში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ამჯერად სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში 339 ვაკანტურ პოზიციაზე 2469 ახალგაზრდა გამოეხმაურა. შერჩეული სტაჟიორები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ:
-
დაცული ტერიტორიების სააგენტო – 27 სტაჟიორი;
-
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი – 15 პოზიცია (თბილისსა და რეგიონებში);
-
სურსათის ეროვნული სააგენტო – 105 სტაჟიორი (სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა);
-
ღვინის ეროვნული სააგენტო – 2 პოზიცია;
-
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი – 4 პოზიცია;
-
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო – 2 პოზიცია;
-
ეროვნული სატყეო სააგენტო – 94 პოზიცია (მეტყევეობა);
-
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო – 7 პოზიცია;
-
გარემოს ეროვნული სააგენტო – 26 პოზიცია (უმეტესად ჰიდრომეტეოროლოგია);
-
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია – 14 პოზიცია (ცენტრალური და რეგიონალური ლაბორატორიები);
-
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – 3 პოზიცია;
-
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო – 5 პოზიცია;
-
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო – 3 პოზიცია (სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტი);
-
შპს „საქართველოს მელიორაცია“ – 8 პოზიცია.
გასულ წელს ანალოგიურ პროგრამაში 69 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთაგან 19 უკვე სამინისტროს სისტემაში მუშაობს.
წლეულს გაფართოებული სტაჟირების პროგრამა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დაიწყოს პროფესიული კარიერა.