ცოფის შემთხვევები 96%-ით შემცირდა – უფასო ვაქცინაციას გრძელდება
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას განაგრძობს, რაც ცოფის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
უწყების მონაცემებით, 2013 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები 96%-ით არის შემცირებული.
საშიში ინფექციური დაავადების სრულად აღმოფხვრის მიზნით, ქვეყანაში დაიწყო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა.
საწყის ეტაპზე პროექტი აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ითვალისწინებს ცხოველთა რაოდენობის რეგულირებას, მათი ჯანმრთელობის მონიტორინგს, ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საკუთარი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა – უზრუნველყონ შინაური ცხოველების ვაქცინაცია.