რვაფეხების ქალაქი ავსტრალიის სანაპიროზე
ავსტრალიის ჯერვისის ყურის სიღრმეებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს უნიკალური წყალქვეშა ადგილი, რომელიც „ოქტლანტისის“ სახელით გახდა ცნობილი.
ქალაქის ბინადარი „პირქუში“ რვაფეხები (Octopus tetricus) საოცარი სილამაზის ბუნაგებს იშენებენ, ერთმანეთთან მეზობლობენ და ერთმანეთთან გასაოცრად სოციალურ ქცევას ავლენენ.
სიდნეის უნივერსიტეტისა და ალასკის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის მკვლევართა მონაცემებით, აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, თითქოს რვაფეხები მკაცრად მარტო ცხოვრებას არჩევენ.
„ოქტლანტისი“ ბუნებრივად ჩამოყალიბდა: რვაფეხები ნიჟარების, ქვების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით წყალქვეშ პატარა „სახლები“ აგებენ და ქალაქის მსგავს დასახლებებს ქმნიან.
ზღვის ბიოლოგი დევიდ შეელი აღნიშნავს, რომ აქ მხოლოდ შეწყვილებები კი არ ფიქსირდებ, არამედ სიგანლებს გადასცემენ და ტერიტორიული დავებიც აქვთ ერთმანეთთან, რაც მიანიშნებს სოციალური ურთიერთობის იმ დონეზე, რომელიც აქამდე ამ არსებებში არ შეიმჩნეოდა.
ამის მიუხედავად რომ „ოქტლანტისს“ ადამიანის ქალაქს ვერ შევადარებთ, ეს იშვიათი ბუნებრივი „თემი“ ნათლად აჩვენებს თუ როგორ მაღალ ინტელექტს და ქცევით დახვეწილობას ავლენენ ზღვის ეს ქმნილებები.
აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბუნებაში არსებული სოციალური სისტემები გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა.