აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმეთევზეობა

წყალსატევის კატეგორიები კობრის გამოსაზრდელად

წლის განმავლობაში საარსებო პირობების მიხედვით, კობრის მოთხოვნები  ცვალებადია, რასაც საწარმოო პროცესების გათვალისწინებით სათევზე მეურნებობის სპეციალიზირებულ მშენებლობასთან მივყავართ.

სათევზე ტბორები შესანახი პირობების მიხედვით იყოფა _ საზაფხულოდ და საზამთროდ.

საზაფხულო ტბორებს მიეკუთვნება სატოფე, სალიფსიტე, გამოსა­ზრდელი და სანასუქე, რომელთა მიზანი განვითარების სხვადასხვა პერიოდში თევზის გამოზრდაა.

ზამთარში გამოსაყენებელი (გამოსაზამთ­რებელი) ტბორების დანიშნულება მთელი ზამთრის განმავლობაში თევზის შენახვა-შენარჩუნებაა.

სპეციალურ ტბორებს მიეკუთნება სადედე (როგორც საზაფხულო, ისე საზამთრო), საკარანტინე და საიზოლაციო ტბორები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანიშნულებისაა სათაო ტბორი, წყლის იმ მარაგით, სადაც გათვალისწინებული იქნება მთელი მეურნეობის ტექნიკური პროცესების უზრუნველყოფა, ფილტრაცია და აორთქლება.

სატოფე ტბორი ემსახურება თევზის გამრავლებას. იგი წარმოადგენს წყლის მდგრად მარაგს, რომლის ფსკერიც დაფარულია რბილი, მცენარეული საფარით მასზე კობრის ქვირითის მისამაგრებლად. აღნიშნული ტბორი (პატარა 0,1- 0,2 ჰა) მზეზე კარგად უნდა თბებოდეს და ავტომაგისტრალებიდან დაცილებული იყოს, რაც საქართ­ველოს მაგალითზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ჯაპანის თევზის მომშენებელი ქარხნისათვის ავტომაგრისტრალის გაყვანით დიარღვა და სათევზე მეურნეობა დღესაც უარყოფითი შედეგებითაა ცნობილი.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სატოფე ტბორის მოწყობა დაჭაო­ბებული ნიადაგიანი ადგილისათვის არაა რეკომენდირებული, აქვე შევახსენებ მკითხველს, რომ ძლიერ მჟავე რეაქციის მქონე წყალი დამღუპველად მოქმედებს ქვირითზე და ახლადგამოცეკილ მოზარდზე.

სატოფე ტბორებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მოზარდის გამოყვანის ისე თევზის გაზრდა-განვითარების პერიოდისათვის. აღნიშნული ტბორების შემზა­დება სამომავლოდ სეზონისათვის ზაფხულის პერიოდში ხდება, რაც ძირითადად ფსკერის გამოშრობას და წყალშემკრები არხების გაწმენდას მოიცავს. შემდეგი პროცესი ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო კულტურების დათესვას, აღებასა და ფსკერის 8-10 სმ სიღმრეზე მოხვნას. სატოფე ტბორი მასში მწარმოებლების ჩასმამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეივსოს.

სალიფსიტე ტბორი თავისი დანიშნულებით ზრდის ახლად გამოჩეკილ 6-8 დღის ლიფსიტს 25-45 დღის გამნავლობაში, რომელიც აღნიშნული პერიოდის გავლის შემდეგ გადაყავთ გამოსაზრდელ ტბორში.

გამოსაზრდელი ტბორი ემსახურება ზაფხულში თევზის მოზარდის გამო­ზრდას, რომელიც გამოსაზამთრებელ ტბორში მათ გადაყვანამდე პერიოდს მოიცავს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქვირითიდან ახლადგამოჩეკილ მოზარდს სწრაფად ეზრდება მოთხოვნა საკვების მიმართ. ბუნებრივი საკვები ბაზა მცირე მოცულობის ტბორებში ძალზედ დაბალია, ხოლო დიდი მოცულობის წყალსატევები მდიდარია საკვები ბაზით და მასში ლიფსიტის ზრდის ტემპი მაღალია. თევზსაშენ ობიექტებში ძირითადი სასაქონლე პროდუქცია ჩასასმელი თევზის მასალაა. გამოსაზრდელი ტბორების რაოდენობა სათევზე მეურნეობის 85-90%-ს შეადგენს, მათი საშუალო სიღმრე 0,8-1,0 მ-ია მაქსიმალური – 0,5-1,75 მ.

გამოსაზამთრებელი ტბორი ზამთრის პერიოდში თევზის შესანახადაა განკუთ­ვილი, როგორც ამწლიანებისათვის, ისე მწარმოებლებისა და საჯიშე მოზარდი­სათვის. გამოსაზამთრებელი ტბორები აუცილებელია ცალკე გამოიყოს სადედე ჯგუფის თევზებისათვის, რომელიც ახლოს იქნება სათაო ტბორთან და ექნება მყარი ძირეული საფარი. იგი სასურველია ხასიათდებოდეს საზაფხულო ტბორებთან შედარებით მეტი სიღრმით, იმისათვის რომ წყლის გაუყინავი ფენა შეადგენდეს 1 მ-ს. ჭაობიანი ფსკერი, ასეთი ტბორების მოსაწყობად არ გამოდგება, რადგან მასში არსებულ თევზებზე დაკვირვება ძნელია, წყალცვლის რეგულირება, ჰიდროლოგიური რეჟიმის შენარჩუნება და თევზის დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

ჟანგბადის დამაკმაყოფილებელი რეჟიმით უზრუნველყოფისათვის სასურველია ჟანგბადის მიმწოდებელი დანადგარის არსებობა. ასეთი დანადგარის უქნლობის შემთხვევაში გამოსაზამთრებელი ტბორები მუდმივად უნდა მარაგდებოდეს ჩამდინარე წყლით, ხოლო მასში წყლის სრული შეცვლა  10-20 დღე-ღამის განმავლობაში უნდა ხდებოდეს.

ლიფსისტებისათვის არადამაკმაყოფილებელი პირობები ჩვენს მიერ ლიკვიდირებული ქინა აბაშის მუნიციპალიტეტის კობირის სათევზე მეურნეობაში, სადაც წყლის მიმწოდებელი არხი ვერ აკმაყოფილებდა ტბორში მოზარდისათვის საჭირო ჟანგბადის მიწოდებას, რომლის რაოდენობა ჩვენი დაკვირვებით ტბორებში 1 ლიტრზე 2-3 მლ-ლს შეადგენდა. მაშინ როდესაც წყალში ჟანგბადის რაოდენობა 3-5 მლ-ზე ნაკლები ითვლება არადამაკმაყოფილებლად.

სანასუქე ტბორი გამოიყენება სასაქონლო თევზის (2 წლიანები) გამოსაზრ­დელად, რომელიც საქართველოში 5 და მეტი ჰექტრითაა წარმოდგენილი. ხსენებული ტბორის თითოეული ფართი აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10-15 ჰა-ს სახითაა ექსპლუატაციაში. მათი სიღმრე წყალგამშვებთან 2-2,5 მ-ია. წყალგამშვებთან თევზმჭერის მოწყობამ საგრძნობლად გაამართლა, როგორც საწარმოო, ისე ეკონომიკურ მოთხოვნათა თვალსაზსრისით.

სადედე და სარემონტო ტბორები თავისი დანიშნულების მიხედვთ ემსახურე­ბა ისეთი თევზის გამოზრდას, რომლითაც გათვალისწინებულია სარემონტო, მწარმოებელი და სადედე ჯგუფის შევსება. ასეთი ტბორების დანიშნულება, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის პერიოდში თევზის გამოზრდაა.

ხსენებული დანიშნულების ტბორებს უნდა ჰქონდეთ კარგი საკვები ბაზა და განლაგებული იყოს სატოფე ტბორთან ახლოს. მათი წყლით შევსების ვადა 1-2 დღეა.

საზაფხულო და საზამთრო ტბორები, რომლებიც განკუთვნილია სარემონტო და სადედე ჯგუფის გამოაზრ­დე­ლად არ განსხვავდება სხვა დანარჩენი გამოსაზამთ­რებლად არსებული ტბორები­საგან.

საკარანტინე (საიზოლაციო) ტბორები განეკუთვნება დროებითი შენახვისა­თვის საჭირო წყალსატევებს იმ თევზისათვის, რომელიც შემოზიდულია სხვა წყალსა­ტევე­ბიდან. ასეთი ტბორების გამოყენება დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო თევზის შესანახადაც ხდება. საკარანტინე ტბორების ფართი 0,1-0,2 ჰაა, რომლის სიღრმე 0,5 მ-მდეა. მათი მოწყობა ხდება წყლის დინების მიხედვით არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნული ყველა ტბორისაგან იქნება იზოლირებული.

სალექარი და გამათბობელი ტბორები. მათი სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი გამოიყენება ძალზედ ამღვრეული წყლის სალექარად, ხოლო მეორე ცივი წყლის შესათბობად. სალექარ ტბორებში ხდება შეწონადებულ მდგოამრეობაში არსებული ნაწილაკებისაგან წყლის 70%-მდე განთავისუფლება. გამათბობელი ტბორები რომელიც განკუთვნილია წყლის გასათბობად 12-130C-დან – 18-200C-მდე, ხდება ცივი და თბილი წყლის შერევა. გაწმენდილი და გამთბარი წყალი გადადის თევზის გამოსაზაფხულებელ ტბორში.

სასაქონლო თევზის დროებით გასაჩერებლად შემოდგომაზე გამოიყენება 200-500 მ2 ტბორი, რომლის სიღრმე 1,5-2,0 მ-ია. ასეთ ტბორებში მნიშვნელოვანია წყლის მუდმივი გამდინარება თევზის რეალიზაციამდე გაზური რეჟიმის შესანარჩუნებლად.

თ. გავაშელი,

ეკოლოგიური მეცნიერებათა

აკადემიის წევრკორესპონდენტი,

გ. მამაცაშვილი,

ევროპის უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი