ციფრული სივრცითი მონაცემების განახლება ქვეყნის აგროსექტორის ეფექტიანობისთვის
2025 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩატარდა სივრცითი მონაცემების დამუშავებისა და დაზუსტების მიმართულებით.
ისეთი მნიშვნელოვანი რესურსის, როგორიცაა მიწის ფონდი, თანამედროვე ციფრული ფორმატში წარმოდგენა ეფექტიანი დაგეგმვისა და მდგრადი აგროსამრეწველო პოლიტიკის შესამუშავებლად აუცილებელია. სწორედ ამიტომ, განახლებული მონაცემები მომავალში გადაწყვეტილებების უფრო ზუსტად მიღებასა და ინვესტიციების სწორი განაწილების საფუძვლად იქცევა.
2025 წლის 11 თვეში სივრცითი მონაცემები დამუშავდა და დაზუსტდა ქვეყნის მასშტაბით 940 992 ჰექტარ ფართობზე, მათ შორის:
• აჭარის ა/რ – 289 117 ჰა;
• სამცხე-ჯავახეთი – 548 623 ჰა;
• იმერეთი – 42096.04 ჰა;
• გურია – 61156.45 ჰა.
აღნიშნული სამუშაოების მიზანი, მრავალთემატური და დეტალური ციფრული სივრცითი მონაცემების შექმნით, მიწის ფონდის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა, რაც ხელს შეუწყობს:
• აგრარული და ეკონომიკური სექტორების ეფექტიან, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ, მონაცემებზე დაფუძნებულ დაგეგმვას;
• სავარგულების ოპტიმალურ მართვასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების რაციონალურ განთავსებას, ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით;
• აგროსექტორში მიზნობრივი, გრძელვადიანი და უსაფრთხო ინვესტიციების განხორციელებას.
განხორციელებული სამუშაოები მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველოს მიწის ფონდზე არსებული ინფორმაცია ახალ, თანამედროვე სტანდარტებს ესადაგება.
განახლებული და ზუსტი სივრცითი მონაცემები არა მხოლოდ აგროსექტორის განვითარებასა და სწორ დაგეგმვას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის საინვესტიციო მიმზიდველობას და გაამყარებს ქვეყნის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს.

