ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, აცხადებს მოხალისეთა მიღებას შემდეგ რეგიონებში:
• სამეგრელოზემო სვანეთი – აბაშა, სენაკი, ხობი, მარტვილი, ჩხოროწყუ, მესტია;
• რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი;
• იმერეთი – ვანი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი, ხონი;
• გურია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;
• კახეთი – ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, გურჯაანი, საგარეჯო;
• შიდა ქართლი – გორი, ქარელი, კასპი, ხაშური;
• მცხეთა-მთიანეთი – დუშეთი, მცხეთა;
• ქვემო ქართლი – მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი;
• აჭარა – ქობულეთი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური;
• სამცხე-ჯავახეთი – ახალქალაქი, ახალციხე.
მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით. რეგისტრაცია შესაძლებელია 9 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdp5OjRuynBy5oYBY4u-GgBl_7txSZIt9jhRPztxzQkGu6d0Q/viewform
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია, პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი: მარიამ სესიტაშვილი (ელ.ფოსტა: Mariami.Sesitashvili@eiec.gov.ge, მობ: 598620024).
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

