აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ფოსფორი (P) _ მცენარის სიძლიერისა და ენერგიის წყარო

თანამედროვე მემცენარეობაში მოსავლიანობის გაზრდა და მცენარის ჯანსაღი განვითარება პირდაპირ უკავშირდება ნიადაგის ნაყოფიერებას და საკვები ელემენტების ბალანსს.

აუცილებელ მაკროელემენტებს შორის ფოსფორი (P)  განსაკუთრებულ როლს ასრულებს, რადგან ის მცენარის სასიცოცხლო ენერგიის ძირითადი წყაროა.

რატომ არის ფოსფორი მნიშვნელოვანი?

ფოსფორი მცენარის სასიცოცხლო პროცესების მამოძრავებელი ელემენია, რომელიც:

  • უზრუნველყოფს ფესვების ღრმად და ფართოდ განვითარებას;
  • ზრდის წყლისა და საკვები ნივთიერებების ათვისების უნარს;
  • ხელს უწყობს ადრეულ ყვავილობას და ნაყოფის უკეთეს შეკვრას;
  • აძლიერებს მცენარის ზოგად იმუნიტეტს და სტრესის მიმართ მდგრადობას;
  • პირდაპირ აისახება მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე;
  • ეხმარება მცენარეს მზის ენერგიის ეფექტიანად გარდაქმნაში/ფოტოსინთეზში.

ფოსფორის ათვისება და მოძრაობა მცენარეში

მცენარე ფოსფორს ძირითადად ფესვთა სისტემის მეშვეობით, ნიადაგის ხსნარში არსებული ფოსფატური იონების (Pi)  სახით ითვისებს. შეწოვის შემდეგ ფოსფორი მთელ მცენარეში ნაწილდება, სადაც ის უჯრედების დაყოფაში, ფოტოსინთეზსა და დნმ-ის სინთეზში მონაწილეობს.

ფოსფორის ეფექტიანი ათვისება დამოკიდებულია ფესვების ჯანსაღ მორფოლოგიაზე, სასარგებლო ნიადაგის მიკროორგანიზმებსა და ფესვურ გამონაყოფებზე, რომლებიც ბუნებრივად ათავისუფლებენ ნიადაგში შეკრულ ფოსფორს.

ფოსფორის დეფიციტის ნიშნები

  • მცენარის ზრდის შეფერხება;
  • სუსტი ფესვთა სისტემა;
  • ყვავილობისა და ნაყოფის მომწიფების დაგვიანება;
  • მუქი მწვანე ან იისფერი შეფერილობის ფოთლები;
  • მოსავლის შემცირება.

ფოსფორის წყაროები  _ რომელი სასუქია ყველაზე ეფექტიანი?

ფოსფორის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ნიადაგის მახასიათებლებისა და მცენარის ფაზების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სასუქის სწორი ტიპის შერჩევა:

  • ხასიათდება მაღალი წყალში ხსნადობით და სწრაფი მოქმედებით, იდეალურია დარგვის წინ ან კვების ადრეულ ეტაპზე ფესვთა სისტემის გასაძლიერებლად;
  • შეიცავს ფოსფორთან ერთად კალციუმს და გოგირდს. ნელა მოქმედი სასუქია, რომელიც უზრუნველყოფს კვების ხანგრძლივეფექტს;
  • წყალში სრულად ხსნადი, მაღალი კონცენტრაციის სასუქი რეკომენდებულია ფერტიგაციისთვის (წვეთოვანიმორწყვისას), რადგან სწრაფად ხდება მცენარის მიერ მისი ათვისება;
  • ძვლის ფქვილი და კარგად დამწიფებული კომპოსტი მცენარეს არა მხოლოდ ფოსფორს აწვდის, არამედ ნიადაგის სტრუქტურას და მიკრობულ აქტივობასაც აუმჯობესებს.

რეკომენდაციებ იეფექტიანი გამოყენებისთვის

  1. ნიადაგის მჟავიანობა pH უნდა იყოს 6.0-7.0-ის ფარგლებში.
  2. ფოსფორიანი სასუქები შეიტანეთ ფესვთა ზონასთან ახლოს, რადგან ეს ელემენტი ნიადაგში ნაკლებად მოძრავია.
  3. მოერიდეთ ჭარბ მორწყვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების ჩარეცხვა.

ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ფოსფორი მცენარის სიცოცხლისუნარიანობის ფუნდამენტური ქვაკუთხედია.

მცენარის კვების რაციონში მისი ზუსტი დოზირება და ათვისების ხელშეწყობა გარანტიაა იმისა,რომ მივიღოთ ძლიერი, დაავადებებისა და სტრესის მიმართ გამძლე კულტურები. გახსოვდეთ: ჯანსაღი ფესვები ქმნის ჯანსაღ მცენარეს, ხოლო ჯანსაღი მცენარე _ უხვ მოსავალს.

მოამზადა გიორგი მაისურაძემ