აგროსიახლეები

თეძამის სატუმბ სადგურზე  ახალი ტუმბო დამონტაჟდა  

ახალი ტუმბოაგრეგატი  თეძამის სატუმბ სადგურზე  ახალი ტუმბო დამონტაჟდა, რომელიც 650 ჰექტარ სავარგულს სარწყავი წყლით უყზრუნველყოფს.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე თეძამის სატუმბ სადგურზე  დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატი, რის შედეგადაც, სარწყავი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება 4 სოფლის  _ ქვახვრელის, დოესის, თელიანისა და ხოვლეს მოსახლეობას, ხოლო საერთო ჯამში  წყალუზრუნველყოფილი იქნება 650 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

შესრულებული სამუშაოები თეძამის სატუმბი სადგურის საიმედო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი სეზონის განმავლობაში წყლის შეუფერხებელ მიწოდებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სტაბილურ მორწყვასა და რეგიონში აგროსექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.