უსაფრთხოება იწყება ფერმიდან: რატომ არის პირუტყვის დროული დამუშავება ტკიპებისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
თქვენი ცხოველის დაცვა თქვენი ჯანმრთელობის დაცვასაც ნიშნავს!
აგარაკზე თუ ფერმაში, ტკიპები ხშირად შეუმჩნევლად აზიანებენ ცხოველს, თუმცა შესაძლოა საშიში დაავადებების გადამტანები იყვნენ. სწორედ ამიტომ, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, განსაკუთრებით მსხვილფეხა პირუტყვის, დროული დამუშავება აუცილებელია.
არ დაელოდოთ ტკიპების გამოჩენას, რადგან რეგულარული დამუშავება და პრევენცია ამცირებს როგორც ცხოველის დაინფიცირების, ისე ადამიანზე დაავადებების გავრცელების რისკს.
ჯანმრთელი ცხოველი = უსაფრთხო გარემოს!
იზრუნეთ ცხოველებზე დროულად და დაიცავით საკუთარი ჯანმრთელობა!

