მოცვის მიკობიოტის ინოვაციური კვლევა აჭარაში
აგრარული სექტორის მდგრადი განვითარებისა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების დანერგვის ფარგლებში, 2026-2027 წლებში მასშტაბური კვლევითი ინიციატივა იწყება.
აგრარული ექსტენციის ცენტრი აჭარის რეგიონში ველური მოცვისა (Vaccinium spp.) და ინტროდუცირებული ლურჯი მოცვის სახეობების მიკობიოტის კომპლექსურ შესწავლით უზრუნველყოფს, რაც რეგიონში კულტურის მოვლისა და დაავადებათა მართვის პრაქტიკის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ძირითადი მიმართულებები და მეთოდოლოგია
პროექტი ითვალისწინებს ფართომასშტაბიან სამუშაოებს, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი ეკოსისტემების, ისე კულტურული პლანტაციების ღრმა ანალიზს. დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს:
- ეკოლოგიური ზონების შესწავლას _ ველური მოცვის პოპულაციებისა და ლურჯი მოცვის პლანტაციების მონიტორინგს სხვადასხვა ეკოლოგიურ გარემოში;
- მოლეკულურ სექვენირებას _ სოკოვანი მიკობიოტის იდენტიფიკაციას თანამედროვე ოქსფორდის ნანოპორული სექვენირების ტექნოლოგიის გამოყენებით;
- მრავალფეროვნების შეფასებას _ სასარგებლო (მათ შორის მიკორიზული) და პათოგენური სოკოების სპექტრის დადგენას;
- ლაბორატორიულ ანალიზს _ რეგიონის სხვადასხვა წერტილიდან საველე ნიმუშების სისტემატურ შეგროვებას და მათ სიღრმისეულ კვლევას.
წარმოდგენილი კვლევა ფუნდამენტურ საფუძველს შეუქმნის ადგილობრივი და ინტროდუცირებული კულტურების ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მიღებული მონაცემების დამუშავებით შეიქმნება თანამედროვე სამეცნიერო ბაზა, რომელიც არა მხოლოდ ფერმერთა პრაქტიკულ საქმიანობას დაეხმარება, არამედ უზრუნველყოფს კვლევის შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაზიარებას და ქართული აგრარული მეცნიერების ინტეგრაციას გლობალურ სივრცეში.

