აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

პომიდორი – მექსიკური წარმოშობის კულტურაა და ჯიშების მრავალფეროვნება

პომიდორი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბოსტნეული კულტურაა, თუმცა მისი ისტორია მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის რეგიონს უკავშირდება.

დღეს ის უამრავი ფორმის, ზომის, შეფერილობისა და გემოს ჯიშითაა წარმოდგენილი, წვრილი ჩერი პომიდვრით დაწყებული, მსხვილი, ხორციანი და უჩვეულო ფორმის ძველი ადგილობრივი ჯიშებით დამთავრებული.

ესპანურენოვან მექსიკაში პომიდორს ხშირად jitomate-ს უწოდებენ. ეს სიტყვა ნაუატლის ენიდან მომდინარეობს, სადაც მცენარის სახელწოდება xītomatl გვხვდება. პომიდვრის მოშინაურებასა და კულტივირებაში მექსიკის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, რის შემდეგაც კულტურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა და ადგილობრივ პირობებს მოერგო.

საუკუნეების განმავლობაში სელექციამ პომიდვრის მრავალი განსხვავებული ფორმა შექმნა. ზოგი ჯიში განსაკუთრებით წვნიანია, ზოგი — ხორციანი და მკვრივი, ზოგს კი გამორჩეული სიტკბო ან ინტენსიური არომატი ახასიათებს.

პომიდვრის მრავალფეროვანი ჯიშები

სალადეტი— საწებლისა და გადამუშავებისთვის –

Salçalık domates fidesi - 35,00 TLწაგრძელებული ფორმის, ხორციანი ნაყოფი, რომელსაც ხშირად იყენებენ საწებლების, პიურესა და სხვა პომიდვრის პროდუქტების მოსამზადებლად. შედარებით მკვრივი რბილობი მას სამზარეულოში პრაქტიკულ არჩევანად აქცევს.
ჩერი — პატარა, არომატული ნაყოფი –
토마토, 군인, 경찰, 소방관, 오늘따옴, 산지직송, 비타민C, 천연비타민, 슈퍼푸드, 토스테비아방울토마토, 대추방울토마토, 한입토마토, 암예방음식, 토마토의효능, 토마토의영양성분, 다이어트, 변비예방, 눈건
მცირე ზომის პომიდორი, რომელიც ხშირად გამოირჩევა სიტკბოთი და მოსახერხებელია სალათებისთვის, წასახემსებლად და კერძების გასაფორმებლად. ბევრი ჩერი ჯიში მცირე ფართობზეც კარგად მოჰყავთ.
ხარის გულის ტიპი — მსხვილი და ხორციანი
Producto No Encontrado!
მსხვილი, ხშირად გულის ფორმის ნაყოფი, რომელიც ნაჭრებად დასაჭრელად და ახალი სახით მისართმევად განსაკუთრებით მოსახერხებელია. ჯიშის მიხედვით, ნაყოფი შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი ან სხვა შეფერილობის.
მსხლისებრი პომიდორი — რბილობის სიუხვე
Austin's Red Pear Tomato Seeds-TomatoFest Organic
მსხლის ფორმის ნაყოფის მქონე ჯგუფი. ზოგი ჯიში გამოირჩევა მკვრივი რბილობითა და თესლის შედარებით მცირე რაოდენობით, რის გამოც მას როგორც ახალი სახით, ისე გადამუშავებისთვის იყენებენ.
კუმატო — მუქი შეფერილობა და ინტენსიური გემო
Plant de tomate Kakao - Solanum
მუქი ყავისფერი ან მომწვანო-მოყავისფრო შეფერილობის პომიდორი, რომელსაც ხშირად უფრო ინტენსიურ, მომჟავო-მოტკბო გემოს უკავშირებენ. ეს თვისებები ჯიშისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით იცვლება.
ადგილობრივი და ძველი ჯიშები — ფორმებისა და გემოს მრავალფეროვნება
Tomatfrø til dit drivhus
ძველი, ტრადიციული ჯიშები ხშირად გამოირჩევა ნაყოფის არაერთგვაროვანი ფორმით, ფერითა და არომატით. მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობისა და გენეტიკური მრავალფეროვნების დასაცავად.

პომიდორი საკუთარ ეზოში ან აივანზე

პომიდორი საოჯახო ბაღისთვისაც კარგი არჩევანია. მისი მოყვანა შესაძლებელია როგორც ბოსტანში, ისე საკმარისი მოცულობის ქოთნებში. თუმცა კარგი მოსავლის მისაღებად მხოლოდ მზე და წყალი არ კმარა — მნიშვნელოვანია ჯიშის სწორად შერჩევა, ნიადაგის ნაყოფიერება, მორწყვა და მცენარის მოვლა.

მცირე ფართობზე პომიდვრის მოყვანის ძირითადი პირობები:

  • შეარჩიეთ მზიანი ადგილი, სადაც მცენარე დღის განმავლობაში რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ მზის სხივებს მიიღებს;

  • გამოიყენეთ ნაყოფიერი, ჰაერგამტარი ნიადაგი, რომელიც ზედმეტ წყალს არ აკავებს. გადამწვარი კომპოსტი ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ;

  • მორწყეთ რეგულარულად, ფესვის არეში. მოერიდეთ ნიადაგის ხანგრძლივ გამოშრობასა და ჭარბ დატენიანებას;

  • მაღალი და მსხვილნაყოფიანი ჯიშების ნაწილს სჭირდება საყრდენი ან შეკვრა, რათა ღერო და ნაყოფი არ დაზიანდეს;

  • ქოთნისთვის უპირატესობა მიანიჭეთ კომპაქტურ ჯიშებს, ხოლო ბოსტნისთვის შეარჩიეთ ადგილობრივ კლიმატსა და დაავადებების გავრცელების პირობებთან ადაპტირებული ჯიშები.

პომიდვრის მრავალფეროვნება მხოლოდ გარეგნული განსხვავება არ არის — სხვადასხვა ჯიში განსხვავდება გემოთი, რბილობის სტრუქტურით, გამოყენების დანიშნულებითა და მოყვანის თავისებურებებით. საოჯახო მეურნეობაში რამდენიმე განსხვავებული ჯიშის გამოცდა მებოსტნეს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს მისთვის სასურველი გემო და გამოყენების მიმართულება.

მექსიკიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული პომიდორი დღესაც ინარჩუნებს თავის მთავარ ღირსებას, ჯიშების მრავალფეროვნებას, რომელიც როგორც პროფესიონალ მებოსტნეებს, ისე მოყვარულებს საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა