აგრარული განათლებამეფუტკრეობა

ფუტკრის ანატომია და ფიზიოლოგია

ამ ქვეთავში წარმოდგენილი მასალები მკითხველს წარმოდგენას უქმნის ქართულ ფუტკარზე
და მასში შესული პარამეტრები ასახავენ ფუტკრის უნარს, მოიპოვოს ბუნებაში საკვები, შექმნას

ფუტკრის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე _ დედა ფუტკრის განაყოფიერება ხდება ჰაერში ნებისმიერი შემხვედრი მამლის მიერ, ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ რთული, ტექნიკურად ძნელად განსახორციელებელი ღონისძიების (ჯიშის შემადგენელი ფუტკრის ოჯახების სრული იზოლაცია) გარეშე ძალზე ადვილად ხდება სხვადასხვა ჯიშის ფუტკრების აღრევა ერთიმეორეში, რასაც თან სდევს გაურკვეველი, ძალზე არასასურველი წარმოშობის თაობების მიღება და იმ გენოფონდის  დაკარგვის რეალური საფრთხე იქმნება, რომლიც საუკუნეების განმავლობაში შექმნა.
დღეს საფუტკრეების ლეგალიზებული მთაბარობის შედეგად უაღრესად გართულდა უკვე ჩამოყალიბებული ჯიშების დაცვა. ვ. ალპატოვის (1948) ცნობილი ნაშრომის “ფუტკრის ჯიშები” გამოქვეყნების შემდეგ შესრულდა ფართომასშტაბიანი კვლევა ფუტკრის ჯიშების ურ-თიერთგანმასხვავებელი, პრაქტიკულ საქმიანობასთან მჭიდროდ დაკავშირებული მონაცემების დასადგენად. ამგანაკ-ვეთში შესული მასალები გამომდინარეობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევებიდან, რასაც მოჰყვა საკმაოდ მრავალფეროვანი
მეთოდები ფუტკრის ანატომიური (მორფოლოგიური) და ფიზიოლოგიური მაჩვენებლების
დასადგენად.
განაყოფიერებული დედა და მუშა ფუტკრების მასა. ეს მაჩვენებელი განისაზღვრება იმ
ვარაუდით, რომ მუშა ფუტკრები ნამდვილად აღნიშნული დედის შთამომავლები არიან. აქედან გამომდინარე, ასაწონი მუშა ფუტკრების მასის განსაზღვრა ხდება დედა ფუტკრის სკაში ჩასმიდან ან კვერცხდების დაწყებიდან არა უადრეს ერთი თვისა, რომ მოხდეს სკაში ადრინდელი თაობის სრული შეცვლა. ამის შემდეგ თბილ, მზიან ამინდში გახსნილი სკიდან ამოჰყავთ დედა და მუშა ფუტკრები, რიგრიგობით წონიან მათ ტორზიულ სასწორზე, წინასწარ დადგენილი მასის ქაღალდის კოლოფში ჩასმით. აწონის შემდეგ კოლოფის მასათა სხვაობით ადგენენ დედა და მუშა ფუტკრის მასას.

მიღებული მონაცემის მაღალი საიმედოობისათვის შესასწავლი მაჩვენებელი რეგულარულად
უნდა განისაზღვროს წლის ერთი და იმავე დროსა და თვეში, რადგან სხვადასხვა პერიოდში
აღებული, ერთნაირი წარმოშობის ინდივიდების მასა ძალზე განსხვავებულია ფიზიოლოგიური მდგომარეობის ნაირგვარობის გამო.

მუშა ფუტკრის მასა განისაზღვრება თითოეული ოჯახიდან არანაკლებ 30 ინდივიდზე,
რომლებსაც იღებენ ბუდის შუა ჩარჩოებიდან, უშუალოდ თავღია ბარტყის მკვებავი (ძიძა) ფუტკრების ჯგუფიდან. სტანდარტულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის დასადგენად იყენებენ ქართული ფუტკრის კონკრეტული პოპულაციის აღნიშნულ მონაცემებს (მეთოდიკა `ქართული ჯიშის მეთაფლე ფუტკრის სხვადასხვა პოპულაციების, ხაზების, ხაზთაშორისი ნაჯვარების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე”), რასაც შემდგომში გამოიყენებენ პრაქტიკული სასელექციო სამუშაოებისათვის.

განაყოფიერებული დედა და მუშა ფუტკრის მასის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო
მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი, მაგალითად:

 

 

 

 

 

 

ტიპი დედა ფუტკარი მუშა ფუტკარი ინდექსი
დედალი 200-ზე ნაკლები 90-ზე ნაკლები 3
საშუალო 200-210 90-95 5
მაღალი 211 და მეტი 96-ზე მეტი 7

დედა ფუტკრის მაქსიმალური კვერცხმდებლობა ისაზღვრება ოჯახის მაქსიმალური განვითარების პერიოდში: მაისის II  ნახევრიდან ივნისის 20 რიცხვამდე. კკვერცხმდებლობა დგინდება დადანბლატის სკის ბუდის ჩარჩოს (45X31 სმ ზომებით) მეშვეობით, რომლის ერთი მხრის ფართო ზედაპირი თეთრი ძაფით ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად დატიხრულია კვადრატებად 5X5 სმ. ზომით. თითოეული კვადრატი იტევს 100 სამუშე ბარტყის უჯრედს. ბუდის ყველა ჩარჩოზე ამ წესით გაიზომება გადაბეჭდილი (ჭუპრობის სტადიაში მყოფი) ბარტყის ფართობი. მიღებული მონაცემი მრავლდება 100-ზე და იყოფა 12-ზე (ჭუპრობის პერიოდის ხანგრძლივობა დღეებში). ასეთნაირად გაიანგარიშება დედა ფუტკრის ფაქტობრივი კვერცხმდებლობა გადაბეჭდილი ბარტყის ფართობის მიხედვით. მონაცემები შეუდარდება ჯიშის სტანდარტულ მაჩვენებელს. დედა ფუტკრის მაქსიმალური კვერცხმდებლობის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი (ცალი დღე-ღამეში):

დედა ფუტკრის დღე-ღამური კვერცხმდებლობა ინდექსი
დაბალი 1200-ზე ნაკლები 3
საშუალო 1200-1400 5
მაღალი 1400 და მეტი 7

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემები პრაქტიკულად უფრო ასახავს ფუტკრის ოჯახის
მიერ ბარტყის გამოზრდის უნარს და არა დედის პოტენციურ შესაძლებლობას.

მუშა ფუტკრის შეფერილობა განსხვავებულია ფუტკრის ჯიშების მიხედვით და განისაზ-
ღვრება ვიზუალურად. გახსნილი სკის ბუდიდან ამოღებული ჩარჩოების დათვალიერებით განსაზღვრავენ მუშა ფუტკრის შეფერილობას. ქართული ფუტკრის მაგალითზე იგი შეიძლება იყოს მთლიანად რუხი, ან მუცლის დორზალურ ნაწილზე, თერგიტების სხვადასხვა რაოდენობაზე, შეიმჩნევა მოყვითალო შეფერილობა (სხვა ჯიშის ფუტკრის ზეგავლენის ნიშანი).

ფერი და ქცევა ის პარამეტრებია, რომელიც
ერთი შეხედვით დგინდება და არსებითად განასხვავებს
ქართულ ფუტკარს სხვებისაგან

ფუტკრის ოჯახის თვინიერება. ეს ნიშანთვისება ძალზე განსხვავდება ჯიშების მიხედვით.
იგი ქართული ფუტკრის ერთ-ერთ საყურადღებო და დადებით თვისებად ითვლება, რაც აადვილებს საფუტკრეში მუშაობას. თვინიერება ისაზღვრება დილით ან უამინდობისას, როცა მოღალე (ნექტრის შემგროვებელი) ფუტკარი მთლიანად სკაშია და მაქსიმალურად
ამჟღავნებს რეაქციას სკის გახსნაზე, მეფუტკრის მკვეთრ მოძრაობაზე. სხვადახვა
ჯიშის ფუტკრის თვინიერებაზე შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ ქვემოთმოტანილი მონაცემების მიხედვით:

ტიპი ქცევა ინდექსი
მშვიდი გამოცოცდებიან საფრენიდან მაგრამ არ ფრენენ 1
მოუსვენარი გამოცოცდებიან, თავს არ ესხმიან 2
აგრესიული მასობრივად გამოდიან და თავს ესხმიან 3

მუშა ფუტკრის ხორთუმის სიგრძეს უკავშირებენ ფუტკრის უნარს, სრულად ამოიღოს
თაფლოვანი მცენარის ყვავილის გვირგვინის მილაკიდან ნექტრის დაგროვებული მარაგი, რაც
ამასთან ერთად უზრუნველყოფს ფუტკრის სხეულის მჭიდრო კონტაქტს სამტვრე პარკებთან.
აქედან გადმოყრილი მტვრისმარცვლები მას გადააქვს სხვა მცენარის ბუტკოზე.

განსხვავებული ჯიშის მცენარეზე მტვრის გადატანას (ჯვარედინი დამტვერვა) თან სდევს მასპინძელი მცენარის თესლის რაოდენობისა და ხარისხის მკვეთრი ზრდა აქედან გამომდინარე შედეგებით.
აღნიშნულის გამო გრძელხორთუმიანმა ქართულმა ფუტკარმა საერთაშორისო აღიარება
ჰპოვა სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად. ხორთუმის სიგრძე განისაზღრება ენის  აბოლოებიდან
ნიკაპის ფუძემდე 0,1 მმ-ის სიზუსტით.

გახსოვდეთ, ხორთუმის სიგრძე ის მაჩვენებელია,
რითაც ქართული ფუტკარი ცნობილი გახდა
მსოფლიოში, ამიტომ ის სასელექციო მუშაობის
ერთერთ ძირითად განაზომს წარმოადგენს!

პროცესის მიმდინარეობა: გახსნილი ბუდის შუაგულიდან იღებენ ჩარჩოს მასზე მსხდომი
მუშა ფუტკრებით, მათ ჩაცოცხავენ ჯაგრისით სპეციალურ ხის გალიაში, რომლის ერთი გვერდი
მავთულბადითაა დაფარული, ხოლო მეორე იხურება თუნუქის ასაწევი ფურცლით, რომელიც
გალიის ნარიმანდში მოძრაობს. გგალიას მასში მყოფი ფუტკრით სწრაფად ჩაუშვებენ 75-850-მდე
გაცხელებულ წყალში, რამდენიმე წამის შემდეგ ამოიღებენ და ჩახარშული ფუტკარი გადააქვთ
დოლბანდის ტომსიკაში, რომელშიც ფუტკართან ერთად უბრალო (არაქიმიური) ფანქრით ქაღალდის ნაჭერზე დაწერილი საფუტკრის დასახელება და ოჯახის ნომერი იდება. ნიმუშს დააკონსერვებენ 700-იანი ეთილის სპირტით. ნიმუშიდან აღებულ მუშა ფუტკარს ხორთუმს აცილებენ ანატომიური პინცეტით, მას დებენ სასაგნე მინაზე, რომელსაც წინასწარ გლიცერინს დააწვეთებენ, ხორთუმს ასწორებენ, დააფარებენ საფარ მინას და MBC მარკის მიკროსკოპში გაზომავენ ოკულარის მიკრომეტრის ერთეულებით, 20-ჯერადი გადიდებით. ანათვალს
ამრავლებენ 0,05-ზე და იღებენ ხორთუმის სიგრძეს მმ-ებში. თითოეული ნიმუშიდან ზომავენ  40-50 ხორთუმს, რომლის საშუალო მაჩვენებელს ბიომეტრიულად გაიანგარიშებენ.
ქართული მუშა ფუტკრის ხორთუმის სიგრძის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლითაა წარმოდგენილი, მმ.

ხორთუმის სიდიდე ზომა ინდექსი
მოკლე 6-7მმ-ზე ნაკლები 3
საშუალო 6,71-7,05 5
გრძელი 7,06 და მეტი 7

მუშა ფუტკრის წინა ფრთის სიგრძე უკავშირდება ფუტკრის უნარს, ეფექტიანად იფრინოს
საკვების მოსაპოვებლად. ქართული ფუტკრის თავისებურება იმაშია, რომ წინა ფრთის სიგრძით ის ეტოლება მასზე უფრო მსხვილტანად ფუტკრებს (9,6 მმ), ხოლო სხეულის მასით მათზე უფრო მსუბუქია 18-19%-ით, რითაც შეიძლება აიხსნას ქართული ფუტკრის უფრო მაღალი აქტივობა სანექტრე ღალის მოპოვების პროცესში. ეს უკანასკნელი ჯიშთა შედარებითი გამოცდის დროს ერთ ოჯახზემთელი აქტიური სეზონის განმავლობაში 17 კგ თაფლს შეადგენდა.

მუშა ფუტკრის წინა ფრთის სიგრძე განისაზღვრება მანძილით მკერდზე მისი მიმაგრების
ადგილიდან (ძარღვების დასაწყისიდან) მის დაბოლოებამდე. ეს მანძილი სურათზე შავი პუნქტირითაა აღნიშნული.  ფრთის სიგრძე მიკროსკოპში ნაწილ-ნაწილ იზომება, ფრთის ვიწრო ბოლოდან დისკოიდურ უჯრედამდე (ჳ ნაწილი), რომელიც სურათზე აღნიშნულია:

ფუტკრის ფრთა
ფუტკრის წინა ფრთის სიგრძის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლითაა
წარმოდგენილი, მმ:

ფრთის სიდიდე ზომა ინდექსი
მოკლე 9,4 მმ-ზე ნაკლები 3
საშუალო 9,41-9,60 5
გრძელი 79,61-ზე მეტი 7

მუშა ფუტკრის საცვილე სარკის სიგანე ახასიათებს ფუტკრის მიერ ცვილის გამოყოფის უნარს.
მის ქვეშ განლაგებულია ჯირკვლოვანი ქსოვილი (ცვილის გამომყოფი უჯრედები). გამოყოფილი
ცვილი გაივლის ქიტინოვან საფარველს, საცვილე სარკეზე იგი მაგრდება და წარმოქმნის ცვილის
ფირფიტებს, რომელსაც ფუტკარი შემდეგ ფიჭის შენებისათვის იყენებს. რაც უფრო დიდია საცვილე სარკის ზედაპირი, მით მეტი ცვილის გამომყოფი უჯრედებია მის ქვეშ მოთავსებული. საცვილე სარკის სიგანე აიღება ფუტკრის მუცლის პირველ სტერნიტზე (ქვედა ქიტინოვანი ნახევარრგოლი).
განაზომის ასაღებად საპრეპარაციო ნემსით მოაცილებენ მუშა ფუტკრის მუცლის ჳ სტერნიტს,
გადააქვთ სასაგნე მინაზე და შემდეგ მის სიგანეს ზომავენ მიკროსკოპით.
საცვილე სარკის სიგანის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი, მმ:

სტერნიტი სიდიდე ზომა ინდექსი
ვიწრო 2,4-ზე ნაკლები 1
საშუალო 2,46-2,49 3
განიერი 2,50-ზე მეტი 5

მუშა ფუტკრის ხახის ჯირკვლის ინვერტაზას აქტივობა.
(ხახის ჯირკვლები, უკანა ნაწლავი)
ხახის (სანერწყვე) ჯირკვლიდან გამოყოფილ ნერწყვში არსებული ფერმენტი ინვერტაზა
ახდენს ნექტრის საქაროზის დაშლას მარტივ შაქრებად (ფრუქტოზა, გლუკოზა), რაც თაფლის
წარმოქმნის აუცილებელი შემადგენელი სამუშაოა. ჯირკვლის ფუნქციონირება მით უფრო მაღალია, რაც მეტი ნექტრის გადამუშავება უხდება ფუტკარს. ამასთან ინვერტაზას აქტივობაც ახასიათებს ფუტკრის ამ უნარს, ამდენად იგი გამოყენებულია ფუტკრის ოჯახის სათაფლე პროდუქციის პროგნოზირებისათვის (ჟერიობკინი, 1965), როგორც ფუტკრის სასელექციო მაჩვენებელი.

ტიპი ზომა ინდექსი
დაბალი 4 -ზე ნაკლები 1
საშუალო 5-7 2
მაღალი 7-ზე მეტი 3

ხახის ჯირკვლის ინვერტაზას აქტივობას განსაზღვრავენ ჯირკვლის (1) ჰომოგენიზატიდან
გამოყოფილი ექსტრაქტის ზემოქმედებით საქაროზის 50%-იან ხსნარზე (t=360C, ხანგრძლივობა
– 1 სთ) და სარეაქციო არეში ბერტრანის მეთოდით მარტივი შაქრების გაანალიზებით. ხახის ჯირკვლის ინვერტაზას აქტივობის ხარისხი გამოსახულია შემდეგი საშუალო მაჩვენებლებით, მგ გლუკოზა 1 ფუტკარზე:

ტიპი ზომა ინდექსი
დედალი 40-ზე ნაკლები 1
საშუალო 41-60 3
მაღალი 61 და მეტი 5

მუშა ფუტკრის უკანა ნაწლავის კატალაზას აქტივობა ახასიათებს მუშა ფუტკრის მდგრადობას
ხანგრძლივი, მკაცრი ზამთრის პირობებში. ზამთრობის დროს უკანა ნაწლავში დაგროვილი
მოუნელებელი საკვების მასა (ფეკალი) უარყოფითად მოქმედებს ფუტკრის ორგანიზმზე. მავნე
ნივთიერებათა გასანეიტრალებლად ნაწლავის კედელში წარმოიქმნება ფერმენტი კატალაზა, რაც
საბოლოოდ უკავშირდება ფუტკრის ზამთარგამძლეობას. კატალაზას აქტივობა ცვალებადობს
როგორც ფუტკრის ჯიშების, ისე ჯიშის შიგნით ცალკეული პოპულაციებისა და ოჯახების მიხედვით. ქართულ ფუტკარში იგი გამოიყენება ჩრდილოეთის ქვეყნებში გასაგზავნი სანაშენე პროდუქციის (განაყოფიერებული დედა ფუტკრები და ნაყრები) ზამთარგამძლეობის გაუმჯობესებისთვის.

ფუტკრის უკანა (რექტალური) ნაწლავის კატალაზას აქტივობა განისაზღვრება ნაწლავის
კედლის წყლიანი გამონაწვლილით წყალბადის ზეჟანგზე ზემოქმედების შედეგად. ამ უკანასკნელის დაშლით გამოიყოფა ჟანგბადი, რომლის რაოდენოსტერნიტის ბას (მოცულობა) ადგენენ რეაქციის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ.

უკანა ნაწლავის კატალაზას აქტივობის ხარისხი გამოსახულია შემდეგი საშუალო მაჩვენებლებით, მლ O2 10 ფუტკარზე:

ჯიშის სტანდარტულ მაჩვენებლებთან ჩატარებული კვლევის მონაცემების შედარებით
შესაძლებელი ხდება მათი გამოყენება ფუტკრის პრაქტიკული სელექციის პროცესში.

საკონტროლო კითხვები

1.ფუტკრის ასაწონად გამოყენებული მოწყობილობა და მასის ერთეულები

2.როგორი უნდა იყოს ტიპიური ქართული ფუტკრის შეფერილობა და არსებული გადახრები

ამ მაჩვენებელში?

3.რითი და რა პირობებში განისაზღვრება ფუტკრის თვინიერება?

4.რითი განსხვავდება ქართული ფუტკრის მასა, ფერი და ფრთები სხვა ჯიშებთან (ჩრდილოურ,

სამხრეთულ) შედარებით?

5.როგორ იზომება ფუტკრის ხორთუმი და რას უკავშირდება იგი?

6.რა კავშირი აქვს ფრთის სიგრძეს ფუტკრის პროდუქტიულობასთან?

7.რას უკავშირდება ფუტკრის ორგანიზმში არსებული ფერმენტების _ ინვერტაზასა და კატალაზას აქტივობა?