საქპატენტის მიერ დარეგისტრირებული ჯიშები
პომიდორი ,,ვარდისფერი ჭოპორტულა” Licopersicum esculentum L
რეგისტრაციის ნომერი: 012;
რეგისტრაციის თარიღი: 2011 07 15
სელექციონერები:
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი,
ალექსანდრე სარალიძე, ნატო კაკაბაძე
ახალი ჯიშის მოკლე აღწერილობა:
ჯიში ,,ვარდისფერი ჭოპორტულა” სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით
არის საშუალო საგვიანო, სიცივის ამტანი და მოსავალს იძლევა ოქტომბრის ბოლომდე.
მცენარე არის ინდეტერმინანტი. ღერო ძლიერ დატოტვილი, საშუალოდ შეფოთლილი.
მუხლთაშორისების სიგრძე 5-8 სმ, შებუსული. ფოთოლი – საშუალოდ დაკბილული,
მწვანე შეფერილობის. ყვავილედი – რთული, 3-5 ყვავილით. ნაყოფი – მრგვალი, გლუვი
ზედაპირით, ვარდისფერი შეფერილობით, პრიალა კანით, 4-5 ბუდით. მწიფე ნაყოფის
საშუალო წონა 140 გრ. 1000 ცალი თესლის წონა – 3,58 გრ. საყრდენზე მცენარის
სიმაღლე 135 სმ, უსაყრდენოდ – 124 სმ. სასაქონლო მოსავლიანობა საყრდენის შემ-
თხვევაში 50 ტ/ჰა. უსაყრდენოდ – 36 ტ/ჰა. აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე
მცენარეს სჭირდება 120 დღე. ბიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით მწიფე ნაყოფში
არის: მშრალი ნივთიერება – 5,48%, საერთო შაქარი – 3,68%, ასკორბინის მჟავა – 26,2%,
საერთო მჟავიანობა – 0,40%.
სიმინდის ჰიბრიდი ,,ლომთაგორა 1”
რეგისტრაციის ნომერი: 005;
რეგისტრაციის თარიღი: 2011 05 16
გვარი და სახეობა: სიმინდი Zea mays L.
სელექციონერები:
შპს აგრო-სამეცნიერო ჯგუფი ,,ლომთაგორა”,
ზურაბ ჯინჯიხაძე, კახა ლაშხი,
ზაურ ჯულუხიძე, თემურ ჯაფარიძე,
ნანა ლაშხი
მცენარის ახალი ჯიშის მოკლე აღწერილობა:
გამოყვანილია ინბრედ ხაზის B 73 LG-ს შეჯვარებით შვილეულ ჰიბრიდთან –
MO17XMO17-510-თან. მარცვლის ტიპი შუალედური, კბილასთან ახლო, მარცვალი
ყვითელი. 1000 მარცვლის მასა – 341 გრ, ტაროზე მარცვლის რიგების რიცხვი – 16.
ტაროს ფორმა – სუსტი კონუსური. ნაქუჩის შეფერილობა – ვარდისფერი. მცენარის
სიმაღლე (ქოჩოჩის ჩათვლით) შეადგენს 277 სმ, ფოთლების რაოდენობა მთავარ
ღეროზე – 17-19, მიწისზედა მუხლების რაოდენობა – 16-17. ერთ მცენარეზე ვითარდება
ერთი ტარო. ღერო და ფესვთა სისტემა გამძლეა ჩაწოლის მიმართ. საგვიანო ვე-
გეტაციისაა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე საჭიროებს 128 დღეს. მარცვლის
მოსავლიანობა შეადგენს 7-10 ტ/ჰა-ზე.
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი რაიონებისთვის, სადაც ჰაერის
აქტიურ ტემეპერატურათა ჯამი არის 3000-4500ºC, და დასავლეთ საქართველოს რაიო-
ნების II, III, X, XIV, XVII აგროკლიმატური ზონებისთვის.
კალმახი ,,მარადიდი”
გვარი და სახეობა: კალმახი სალმო ფარიო Salmo Fario
რეგისტრაციის ნომერი: 01;
რეგისტრაციის თარიღი: 2012 08 03;
სელექციონერები: ახმედ დიასამიძე, იბრაიმ დიდმანიძე, ზურაბ მეგრელიშვილი
ჯიშის მოკლე აღწერილობა:
კალმახის ჯიში ,,მარადიდი” გამოყვანილია კალმახის ჯიშის ,,პალია” (მამრი) და საქართველოს მდინარის კ ალმახის (მდედრი) შეჯვარების და თაობებში გამორჩევის გზით. გამოზრდა წარმოებს აუზის პირობებში, წყლის ტემპერატურაა 25ºC-მდე. კვება წარმოებს ჩვეულებრივი თევზების საკვებით. სამომხმარებლო დონემდე იზრდება საშუალოდ 7-8 თვეში. აუზის პირობებში მრავლდება ხელოვნურად. მდინარეში – თვითგამრავლებით. გამოირჩევა ღია ყავისფერი შეფერილობით, გვერდებზე გააჩნია მოყვითალო და მოწითალო მკაფიოდ გამოხატული წინწკლები, გენური მახასიათებლებით იდენტურია ადგილობრივი მდინარის კალმახისა, ახასიათებს ადგილობრივი პირობების მიმართ შემგუებლობა
წყარო: sakpatenti.org.ge