მწვანე სალათი
მცენარის დახასიათება
სალათა ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან. არსებობს მისი ხუთი სახეობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია ფოთლოვანი, თავიანი, რომეინი (რომაული) და სატაცურისებრთა სალათები.სალათებზე დიდი მოთხოვნა მთელ მსოფლიოში განპირობებულია მისი მაღალი კვებითი ღირებულებით იგი შეიცავს ვიტამინებს (C, B1, B2 PP, K, A) მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს.
მცენარის აგროტექნიკური ღონისძიებებია
სალათა მოყვანა შესაძლებელია როგორც ღია ისე დახურულ გრუნტში, იგი სიცივის მოყვარული მცენარეა, მისი ზრდა მიმდინარეობს 5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს, თუმცა მისი განვითარებისთვის ოპტიმალურია 15-20 გრადუსი.
არსებობს სალათის საადრეო და საგვიანო ჯიშები. საადრეო ჯიშების აღება ხდება ვეგეტაციის 45-65 დღეს, თუმცა მისი მოსავლიანობა დაბალია, ხოლო საგვიანო ჯიშების აღება ხდება აღმოცენებიდან 70-90 დღეში. მათი მოსავლიანობა უფრო მაღალია. ყველაზე პერსპექტიულია ფოთლოვანი და თავიანი სახეობები.
იგი არის სინათლის მოყვარული სალათა ასევე ტენის მოყვარულია, მისი ნაკლებობა იწვევს მცენარის ნაადრევ აყვავილებას. სალათებს აწარმოებენ ჩითილის გამოყვანით, თესლს თესავენ წინასწარ გამზადებულ კასეტებში 0,5 სმ-ის სიღრმეზე. კარგად დატენიანებულ ნიადაგში. ტემპერატურა 18-24 გრადუსი, როდესაც აღმოცენდება ტემპერატურა უნდა შემცირდეს 12 გრადუსამდე. ჩითილებს გადარგავენ 25-30 დღის ასაკში და რგავენ რიგებად რიგთაშორის 35-50 სმ დაშორებით, ხოლო მცენარეთა შორის მანძილი 20-25 სმ. მორწყვისას უნდა ვეცადოთ არ დავასველოთ ფოთლები.
მცენარის გამოკვება ხდება გადარგვიდან 10 დღის შემდეგ, ხოლო მეორე გამოკვება ფოთლების ზრდის ან ფორმირების დროს.
მოსავლის აიღება, როცა ზედა ფოთლები მიიღებს უფრო ღია შეფერილობას, მოსავლის აღება ხდება დილის საათებში, ლაგდება ყუთში არა უმეტეს 3 ფენად, სალათა მალფუჭებადია და მისი შენახვა უნდა მოხდეს 0-3 გრადუს ტემპერატურაზე.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართელო“