ნივრის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია
ნიორის გამოყენებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის შეიცავს ეთერზეთებს და გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება. მისი ბოლქვი შეიცავს: წყალს, აზოტოვან ნივთიერებებს, უჯრედის, ნაცარს, C ვიტამინს.
საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიში – გორული, რომელიც გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის გორის საცდელი სადგურის მიერ გამორჩევით ჯიშ-პოპულაციიდან. გორულის გარეთა ქერქი მოიისფრო შეფერილობისაა, კბილები მსხვილი აქვს, დაახლოებით 7-12 ცალი. თესლბრუნვაში მისთვის კარგი წინამორბედია პარკოსანი კულტურები, კიტრი, ბაღჩეული, საადრეო მარცვლეული.
გარემო პირობები
ნიორის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 18-240C ყინვა გამძლეა, ხახვთან შედარებით მეტად მოითხოვს ნიადაგობრივ კვებას და განათებას, ტენიანობა კი 85-90%. ნიადაგის გასანოყიერებლად საჭიროა საქონლის გადამწვარი ნაკელით ჰა-ზე 50-60 ტონა.
აგროტექნიკური ღონისძიებები
ნაკვეთი იწმინდება ანარჩენებისაგან შემოდგომაზე და იხვნება 25-26 სმ სიღრმეზე. ნიორის მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს დარგვის დრო. შემოდგომაზე დარგული მაღალ მოსავალს იძლევა გაზაფხულთან შედარებით. დარგვამდე ნიადაგი უნდა დაიდისკოს და დაიფარცხოს. მინერალური სასუქების შეტანის შემდეგ (ჰა-ზე საჭიროა: აზოტი 70, კალიუმი 80-90, ფოსფორი 80-90) იჭრება ბაზო-კვლები და ირგვება მწკრიულად ან ზოლებრივად.
მწკრივად რგვის დროს მანძილი 45-სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 4-6 სმ. ზოლებად რგვის დროს ზოლში თავსდება 2-5 მწკრივი, მწკრივთaშორის მანძილი 12-15 სმ, ზოლებს შორის – 50-60 სმ. მწკრივში კბილების დარგვა საჭიროა 6-8 სმ დაშორებით 4-5 სმ სიღრმეზე.
ნიორი მოითხოვს ვეგეტაციის განმავლობაში 3-4 ჯერ თოხნას და გაფხვიერებას, 2-3 ჯერ მორწყვას. რწყვა მოსავლის აღებამდე 25 დღით ადრე უნდა შეწყდეს. ნიორის აღება ხდება ფოთლების შეხმობისთანავე, ბოლქვებზე კი მფარავი აპკისებრი ქერქების გაჩენის თანავე.
მახვილფოთლიანი და ბრტყელფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ კულტურის აღმოცენების შემდგომ გამოიყენება: ფუზილად ფორტე 1,5ლ/ჰა+გოალი; გალაქსი; გალიგანი 0,15-0,25ლ/ჰა;
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ (პერენესპოროზი; ნაცრისფერი სიდამპლე, ჟანგა) გამოიყენება:
მეტალაქსილი+მანკოცები2,5კგ/ჰა (რიდომილ გოლდი; რიდონეტი; ვიქტორი; უნივერსალი),
ან დიმეტომორფი+მანკოცები 2,5 კგ/ჰა(აკრობატი; ლიდერი;ავანგარდი) სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო2-3კგ/ჰა; კონსული 2-2,5კგ/ჰა; კოსაიდი3-4კგ/ჰა; პროტექტ ოაშ 2-5კგ/ჰა; ჩემპიონი 4კგ/ჰა; ),
ან სპილენძის ჰიდროქსიდი+მეთირამი (კაურიტილი 3კგ/ჰა),
ან სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო3,5ლ/ჰა; კუპერმაქსი4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 4-8კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი4-8კგ/ჰა;),
ან სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი2,5კგ/ჰა),
ან მეთირამი (პოლირამი 2,5კგ/ჰა).
მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყნება:
ინსექტიციდები: იმიდაკლოპრიდი 0,1კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)
დიმეთოატი 1,5-2 ლ/ჰა (ბი-58ახალი ,დინგო, საფაგორი, დემეტრა, პოლიგორი, დი-68, ბი-ფოსფინი, ბიიტალი, კორუმაგორი), ან ალფაციპერმეტრინი 0,3 ლ/ჰა (ფასტაკი;ალპაკი; სუპერ ჰექტამეტრინი),
ან ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0,15-0,2 ლ/ჰა (კარატე; ვალსამბა; კუნგ-ფუ;),
ან ლამბდა-ციჰალოტრინი წდგრ 0,4-0,8 კგ/ჰა (კაიზო;),
ან ციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რივომეტრინი; ციპერსანი),
ან დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1 ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა; ),
ან დელტამეტრინი წდგრ 0,05-0,1 კგ/ჰა (დეცის პროფი;),
ან თიაკლოპრიდი 0,2-0,25 ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;),
ან ზეტა-ციპერმეტრინი 0,2-0,3 ლ/ჰა (ფიური) .
ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება:
ტებუფენპირადი 0,3-0,5კგ/ჰა (მასაი; ტალავი),
ან ბრომპროპილატი 1,5-3ლ/ჰა(ნეორონი; ფაქტორი;),
ან სპირიდიკლოფენი 0,4-0,6ლ/ჰა (ენვიდორი),
ან პროპარგიტი 1,5-3 ლ/ჰა (ომაიტისაფმაიტი; ვალსარგიტი; პროპაფექტო; ),
ან ბიფენტრინი 0,3-0,4ლ/ჰა (ტალსტარი; ინსაკარი; პირინექს სუპერი) ნიადაგის მავნებლების წინააღმდეგ საჭიროა ნიადაგში შევიტანოთ მარშალი წდგრ 20-25კგ/ჰა.
მოსავლის აღება
მოსავლის აღება სასურველია მშრალ ამინდში ხელით ფოჩიანად, ფოჩი უნდა იყოს გამხმარი, ცრუ ღერო მორბილებული და მიწისკენ დახრილი. გამხმარი ფოჩები იჭრება ბოლქვიდან 3-5 სმ დაშორებით და თავსდება ფარდულში გასაშრობად. როცა მოსავალი მცირე რაოდენობისაა, უკეთ გაშრობის მიზნით შეიძლება ფოჩების ბოლქვებიანად დაწნა 1-1,5 მეტრის სიგრძის გალებად და ხარიხაზე დაკიდება.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“