მაყვალი
მაყვალი მაღალი ღირებულების მქონე ბუჩქოვანი კენკროვანი კულტურაა, რომელიც წარმატებით ხარობს საქართველოს მრავალფეროვან აგროკლიმატურ პირობებში.
ჯიშების შერჩევა
ღეროს ზრდის მიხედვით განასხვავებენ მაყვლის სამ ფორმას: სწორმდგომი, ნახევარგამართულ ღეროიანი და ხვიარა. მაყვალს ბევრი კვირტი აქვს ფესვებზე და ადვილად ივითარებს პირველი წლის ყლორტებს ფესვიდან, ასევე ვარჯზე არსებული კვირტებიდან. მსხმოიარობის მახასიათებლების მიხედვით განასხვავებენ ორ ტიპის მაყვალს: მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე და პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე ტიპის მაყვლის ტოტები იზრდება პირველი წლის განმავლობაში, გვიან შემოდგომაზე ფოთლები სცვივა და ზამთარში გადადის მოსვენების მდგომარეობაში. ახალი ვეგეტატიური ზრდა ეწყება მეორე წლის გაზაფხულზე, ყვავილობს მაისსა და ივნისის დასაწყისში, მოსავლის აღება ხორციელდება ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვების ჩათვლით. ამ ტიპის მაყვალი მოსავალს არ იძლევა დარგვის პირველ წელს. მოსავლიანობის პერიოდი, დაახლოვებით, 4 კვირაა.
პირველი წლის ტოტებზე მსხმიარე ტიპის მაყვალი ნაყოფს ისხამს მიმდინარე წლის ტოტების ზედა ნაწილში აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით.
ნაკვეთის შერჩევა
მაყვლის გასაშენებლად უნდა შეირჩეს კარგად განათებული ადგილი. დრენაჟის კარგი სისტემის მქონე, ბუნებრივად ნაყოფიერ, მაღალი ორგანული ნიუვთიერებით მდიდარ ნიადაგზე, სადაც PH -ის მაჩვენებელი მერყეობს 6,0-7,0 – ს შორის. მაყვალი უნდა დაირგას სწორ ან ოდნავ დაქანებულ მიწის ნაკვეთზე. ახალი ნერგები უნდა დაირგას რაც შეიძლება შორს ველური მაყვლისა და ჟოლოსაგან.
მაყვლის პლანტაციის გასაშენებლად ნაკვეთი უნდა შეირჩეს ერთი წლით ადრე, მოიხნას ან დამუშავდეს შემოდგომაზე, მომავალ გაზაფხულზე მაყვლის დასარგავად, გაიწმინდოს წინაწლის კულტურის დარჩენილი ნებისმიერი ნარჩენისგ
დარგვის სქემა
მაყვლის დარგვის სქემა და რიგებს შორის მანძილი განსხვავებულია ნერგის ტიპის, ფორმირების მეთოდების და სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის გაბარიტებიდან გამომდინარე. მაყვლის ნერგებს შორის მანძილი რიგებში 0,9-1,2 მეტრი უნდა იყოს.ნახევრად ამართული მაყვლის ჯიშების შორის მანძილი რიგში უნდა იყოს 1,2-1,8 მეტრი. ხვიარა მაყვლის ნარგავებს შორის საჭიროა 2,4 ,მეტრი მანძილის შენარჩუნება.
საყრდენი სისტემა
მაყვლის ყველა სახეობისთვის საჭიროა საყრდენი სისტემა. საყრდენი სისტემა უნდა მოეწყოს ნერგის დარგვისას ან დარგვიდან მოკლე ხანში. საყრდენი სისტემა შედგება 2 მეტრი სიმაღლის ან ხის ან ლითონის საყრდენი ბოძებისაგან, რომელიც განთავსებულია ყოველ 4-5 მეტრში. ბოძი ჩასმულია ნიადაგში დაახლოვებით 30 სმ სიღრმეზე, ხოლო მიწისზედა სიმაღლე დაახლოვებით 1,7 მეტრია, მას ევლება ორი იარუსიანი საყრდენი მავთულები. ქვედა მავთული უნდა მიემაგროს ნიადაგის დონიდან 75 სმ-ზე. ზედა საყრდენი მავთული ნიადაგის დონიდან 135 სმ-ზე უნდა იყოს.
მაყვლის მოვლის აგროტექნიკა
მცენარის კვება მნიშვნელოვანია მაყვლის ზრდის, მოსავლიანობისა და ნაყოფის ხარისხისთვის. ამაზე თავის მხრივ გავლენას ახდენს ნიადაგის სტრუქტურა, PH – ის დონე და ორგანული ნივთიერებების პროტენცული შემცველობა. დარგვამდე საჭიროა ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა დადგინდეს ყველა მიკრო და მაკრო საკვები ნივთიერება და ნიადაგის PH. მაყვლის განოყიერება შესაძლებელია ერთი ან მეტი მეთოდით, მათ შორის ნაკელი, გრანულირებული სასუქი, თხევადი სასუქი წვეთოვანი სარწყავი სისტემით და მიკროელემენტების ფოთლებზე შეფრქვევა.
მაყვლის ზრდისთვის და ოპტიმალური მოსავლის მისაღებად საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყალი. წყლის მოთხოვნილება განსხვავებულია ამინდის, მცენარეთა დარგვის სიხსირის და სიძლიერის მიხედვით. თუმცა მაქსიმალური ტენიანობის მაჩვენებელად ითვლება დღეში 0,5- დან 0,8 სმ – მდე.
დიდი მნისვნელობა აქვს მავნებლებთან და სარეველებთან ბრძოლას. მაყვლის ძირითადი მავნებლებია, ტკიპები, ნემატოდები, მწერები და დაავადებები. აუცილებელია მავნებელ დაავადებების ადრეული იდენტიფიკაცია და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების გატარება, ასევე სარეველებთან დროული ბრძოლა. დარგვამდე სარეველებთან ბრძოლა გაცილებთ იოლია, ვიდრე მაყვლის ნერგების ჩამოყალიბების შემდეგ. ჟოლო და ველური მაყვალი სრულად უნდა აღმოიფხვრას ნაკვეთიდან
წყარო: ფერმერთა გზამკვლევი
დევიდ პიჩა