აგრარული განათლებარუბრიკები

ხშირად დასმული კითხვები

  1. ჩემს ძროხას ჰქონდა ნაადრევი მშობიარობა და მოიგო მკვდარი ხბო. არ ჩატარებია არავითარი მკურნალობა. გავიდა სამი თვე და აღარ მაკდება. რა ზომები უნდა მივიღოთ ამ დროს ან რა უნდა გავითვალისწინოთ შემდგომისათვის?
  2. — აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის წინა მდგომარეობა, რამაც გამოიწვია ნაადრევი მშობიარობა. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ბრუცელოზი, შემდგომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ანტიბიოტიკოთერაპია (პრიმაფული, ოქსიტეტრაციკლინი 200, ცეფტივილი ან პენბექსი) და ვიტამინი ად3ჶ-ს ინექციები.

    2. ზამთრის პერიოდში ხბოების ფაღარათების მიზეზი რა არის და როგორ მოვუხსნათ ამის შედეგად განვითარებული სისუსტე?

— უფრო ხშირ მიზეზებს განეკუთვნება: სიცივე, ჰელმინთები, საკვების მდარე ხარისხი. აუცილებელია სადგომის დათბუნება, დედის ანტიჰელმინთური დამუშავება (ზოგჯერ აუცილებელი ხდება ხბოს დამუშავებაც ფენბექსი 500-ით), სწორი და დროული ანტიბიოტიკოთერაპია (რიბაფლოქსი, პენბექსი, ამოქსიცილინი 15% ლა). ხანგრძლივი ფაღარათის შემთხვევაში (დიდხანს მკურნალობის გარეშე დატოვებისას) ვითარდება პარეზი. აღწერილია ლეტალური შემთხვევებიც ძლიერი სისუსტის დროს. ამიტომ აუცილებელია მკურნალობის შემდგომ (ან პარალელურად) პრეპარატების: კალფოსეტის ან კალსიმინის გამოყენება. სასურველია გაუკეთდეს ვიტამინები (ვიტამინი ად3ჶ ან ბეფორველი). მოზარდს შეურჩევენ კარგი ხარისხის საკვებს ნორმირებული რაოდენობებით.

  1. რა პრეპარატები გამოვიყენო, როცა ცხოველი მოწამლულია?

— აუცილებელია დადგინდეს მოწამვლის ეტიოლოგია.

ვაკეთებთ ატროვილს და კალფოსეტს. ატროვილი წარმოადგენს ატროპინის 1% ხსნარს; ასევე ანტიდოტური მოქმედება აქვთ კალფოსეტს ან კალსიმინს, რომლებიც აგრეთვე გადასხმის შემცვლელ პრეპარატებს წარმოადგენენენ და ხსნიან კალციუმისა და ფოსფორის დეფიციტს.

  1. ჩემმა ძროხამ მოიგო და აქვს ცოტა რძე. რა პრეპარატი გამოვიყენო ამ დროს?

— აუცილებელია ჩატარდეს აგალაქტიის პროფილაქტიკა

ტილოზინა 200 ან ტილოტექსის საინექციო ხსნარებით. პარალელურად ვუკეთებთ კალფოსეტს ან კალსიმინს და კვების რაციონს ვაბალანსებთ მეწველი ფურის საკვები რაციონის მიხედვით.

  1. 5. ჩემს 2 თვის ნაგაზის ლეკვს სიარულის დროს ფეხები უმეტესად მოხრილი დააქვს. ჭიაზე დამუშავებულია და არც გამხდარია. რა უნდა მივცეთ ამ დროს?

— ამ ჯიშის ძაღლების სხეულის წონა უსწრებს ჩონჩხის გაძვალებას, სუსტ ძვლებს კი უჭირთ მეტი მასის ტარება. ამიტომ უნდა ვაძლევდეთ მინერალების ნაკრებს. საუკეთესოა განასუპერვიტის (ვიტამინების მინერალების კომპლექსი) აბები: დღეში ერთი აბი ერთხელ 15-30 დღე

  1. რა უნდა გავითვალისწინოთ ხეხილის ბაღის გაშენებისას?

—ხეხილოვანი კულტურების გაშენების დროს დიდი ყურადღება ექცევა საბაღე ადგილის შერჩევას, მის ადგილმდებარეობას, გრუნტის წყლის დონეს, ნიადაგის არის რეაქციას, ნაკვეთის მომზადებას, განოყიერებას, ქარსაცავი ზოლების მოწყობას, ჯიშების, დამამტვერიანებლების შერჩევას და უკვე გაშენებულ ბაღში მის გამოკვებას და ინტეგრირებულ დაცვას.

ხეხილის ბაღის გაშენებამდე ზემოთხსენებული ღონისძიებების გათვალისწინებით უკვე შერჩეულ-მომზადებულ ნაკვეთზე, სასურველია სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე.

სარგავი ნერგები უნდა მოთავსდეს მზისგან დაცულ ადგილზე და დაეფაროს სველი ტილო ფესვების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ნერგის შემოწმება და მექანიკურად დაზიანებული ფესვის ბოლოების ზომიერად წაკვეცა. ფესვები ორმოში კარგად უნდა გაიშალოს, მიწა მიეყაროს, ფეხით კარგად დაიტკეპნოს, ნერგი აწევ-დაწევით ფრთხილად შეირხეს და ჯამი გაუკეთდეს.

ნერგი ირგვება იმ ვარაუდით, რომ ნიადაგის დაჯდომის შემდეგ ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 4-5 სმ-ის სიმაღლეზე მაინც განთავსდეს. ამავე დროს დიდი ყურადღება ექცევა მის ვერტიკალურ მდგომარეობას.

ხეხილის ბაღი უნდა გაშენდეს ისეთ ადგილზე, სადაც წყალი არ გუბდება და კარგად იწრიტება. ნამყენის დარგვისას აუცილებლია მორწყვა 1 ნერგზე 25-30 ლ წყლის გათვლით, რომელიც მეორდება დარგვიდან მეორე, მეოთხე და მეშვიდე დღეს.

დარგვის შემდეგ დაუტოტავი ნერგი გადაიჭრება 60-80 სმ სიმაღლეზე, დატოტვილი კი შემდეგ ფორმირდება, რომელსაც აკრავენ სარზე ან მავთულზე კანაფით.

  1. ხეხილის ბაღის M9 და M26 (ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ნაგალა საძირე) საძირეს მახასიათებლები –

— * ხასიათდება სუსტი ზრდით;

* ახასიათებს მსხმოიარობის ადრე დაწყება, მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მეორე წელს;

* სრულ მსხმოიარობას იწყებს ნერგის დარგვიდან მე-4-5 წელს;

* ხეების მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 2,5 მეტრს;

* მაღალმოსავლიანია;

* ერთ ჰექტარზე 1 500-2 000 ნერგის დარგვის საშუალებას იძლევა;

* ხის სიმაღლიდან გამომდინარე ასეთ ბაღში გაადვილებულია ნაყოფების დანორმება, არ ახასიათებს მეწლეობა;

* ფესვთა სისტემის ზედაპირული განვითარების გამო, მოითხოვს სისტემატურ მორწყვას;

* საძირის სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 20-25 წლით;

* საჭიროებს საყრდენ სისტემას;

საძირე M26

* ხასიათდება საშუალო ზრდით, მიდრეკილება აქვს უფრო სუსტი ზრდისკენ;

  1. * მ9 საძირეზე 20%-ით მეტი ზრდა აქვს;

* ახასიათებს მსხმოიარობის ადრე დაწყება, მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს;

* სრულ მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-5 — 6 წელს;

* ხეების მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 3 მეტრს;

* მაღალმოსავლიანია;

* ერთ ჰექტარზე იძლევა 1000-1500 ნერგის დარგვის საშუალებას;

* ფესვთა სისტემის ზედაპირული განვითარების გამო, მოითხოვს სისტემატურ მორწყვას;

* საძირის სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 25-30 წლით;

  1. როგორ მოვიქცე თუ მოგებისას ჩემს ძროხას მომყოლის გამოსვლა დაუგვიანდა?

— თუ მოგებიდან 12 საათზე მეტი დრო არ არის გასული, ამ შემთხვევაში ხდება „ოქსიტოცინის“ გაკეთება 6-12 საათიანი შუალედით, 4-6 მლ ცხოველის წონის მიხედვით ინექცია კუნთში. ამ დროს სასურველია მოხდეს ენდომეტრის პრევენცია-საშვილოსნოში ტაბლეტის ჩადება, რაც ხელს შეუწყობს მომყოლის გამოსვლას და საშვილოსნოს გამორეცხვასაც.

ვიყიდე პატარა ხბო, რომელსაც ჯერ რძით გამოკვება სჭირდება. რა მივცე და როგორი დოზებით?

ხბოს ვკვებავთ სპეციალურად ხბოსთვის დამზადებული ფრანგული წარმოების რძის ფხვნილით ELVOR PREMIUMI 1 კილოგრამი რძის ფხვნილი იხსნება 10 ლიტრ გადადუღებულ თბილ წყალში.შეძენა შეგიძლიათ შპს „როქში“ (მის.: თბილისი, ქეთევან წამებულის №91-ის მოპირდაპირე მხარე. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო — სამგორი. ტელ.: 597 70 45 88; 2 74 63 96).

  1. ჩემს ლეკვს დავუგვიანე აცრების გაკეთება. კვებაც არ აქვს მოწესრიგებულად.უკვე სამი დღეა არ ჭამს, წყალსაც ცოტას სვამს და თვალები აქვს გაწითლებული. რა პრეპარატი უნდა მივცე?

— აცრების ჩატარება აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მკურნალობის შემდეგ. ამ დროს აუცილებლად ვაკეთებთ რომელიმე სამკურნალო შრატს (მაგ: გისკან-5) და ვაძლევთ ანტიბიოტიკს (ამ დროს ეფექტურია „რიბაფლოქსი“). გამოჯანსაღების შემდეგ ცხოველს ვამუშავებთ ჰელმინთებზე და ვუტარებთ პროფილაქტიკურ აცრებს; ყურადღება უნდა მიექცეს კვებასაც.

  1. მოზარდი ცხოველის დამუშავებას ვაპირებ ჭიაზე. რა პრეპარატის მიცემა სჯობს და რა მოულოდნელი გართულებებია გასათვალისწინებელი?

— თუ თქვენი ცხოველი არის 2 თვის და ზემოთ ასაკის და არ დამუშავებულა ჭიაზე 4 თვეზე მეტია, შეგიძლიათ ჭიაზე დაამუშაოთ. როცა ცხოველი ახველებს, აუცილებელია გაუკეთოთ ინექცია ორჯერ და მისცეთ მესამედი ტაბლეტიც, რომელიც დაამუშავებს ღვიძლის და ფაშვის ჭიაზე. აუცილებელია გავითვალისწინოთ ცხოველის ფიზიკური მონაცემები.დასუსტებულ ცხოველს უნდა მივცეთ შედარებით რბილად მოქმედი პრეპარატი.

  1. ჩემს ცხოველს მოწამვლის ნიშნები აქვს. რა პრეპარატები უნდა გაუკეთდეს ამ დროს სასწრაფოდ?

— მოწამვლის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გაუკეთოთ პრეპარატები „ატროვილი“, „კალფოსეტი“ ან „კალსიმინი“. ისინი სწრაფად მოხსნიან მოწამვლის სიმპტომებს, რის შემდგომაც უკვე შესაძლებელი ხდება შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა.

  1. რამდენი ხსენი მივაღებინოთ ახალდაბადებულ ხბოს და რამდენ ხანში?

— ხბოსთვის ხსენის დალევის ოპტიმალური დოზა არის ცოცხალი წონის12-15%.პირველად ხბოს ხსენს აძლევენ 0,5-1,5 საათის განმავლობაში მოგებიდან

  1. ლობიოს რომელი ჯიშებია ცნობილი?

— ცნობილია „ჩიტისკვერცხა“, „მინდვრის წითელი ლობიო“, „ცანავას-3“, „ქონა ლობიო“ და სხვა.

  1. რა ღონისძიებებია საჭირო მაღალი მოსავლის მისაღებად დაროგორ უნდა მოვუაროთ ლობიოს ნათესებს ?

— ლობიო სითბოს მოყვარული მცენარეა. მისი ღერო სხვადასხგვარია: კუტი, მხვიარა ან ნახევრად მხვიარა. ლობიო ითესება მწკრივში შეთესვით და წმინდად. ორგანული სასუქი ძირითადი ხვნის დროს უნდა შეიტანონ, ფოსფორიან-კალიუმიანი სასუქი — მზრალად ხვნის დროს. აღმოცენების შემდეგ მალე უნდა ჩატარდეს კულტივაცია. მოსავლის აღება იწყება ივლისის თვიდან.

  1. როგორი დამოკიდებულება აქვს ხახვს ტემპერატურის მიმართ?

— ხახვი სიცივის ამტანი კულტურაა.მას შეუძლია ფოთლის ფაზაში გადაიტანოს —1 —30C, ხოლო ბოლქვის ფაზაში —3 —40C ყინვა.

  1. ეროზიასთან ბრძოლის რა მეთოდები არსებობს?

— ძირთადად ორი ტიპის ეროზია არსებობს — ქარისმიერი და წყლისმიერი.

ქარისმიერი ეროზიის დროს მნიშვნელოვანია ნიადაგის დამუშავება და თესვა ზოლებად, ასევე ნიადაგის დამუშავება ბელტის გადაბრუნების გარეშე.

წყლისმიერი ეროზიის დროს ხვნა-თესვა-კულტივაციას ახდენენ ფერდობების გარდიგარდმო. ამ დროს წყლის შესაკავებლად მიმართავენ ჯებირების მოწყობას, აგრეთვე ხევებსა და ხრამებში ტერასული ჯებირების მოწყობას.

  1. რა მნიშვნელობა აქვს სიდერატებს?

— სიდერატები ანუ მწვანე სასუქები ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებებით და აზოტით. ისინი აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას.

სასიდერატო გამოყენებულ მცენარეებს ორ ჯგუფად ყოფენ. 1. აზოტოფიქსატორი მცენარეები (პარკოსნები) — პარკოსანი მცენარის ფესვებზე ცხოვრობენ კოჟრის ბაქტერიები, რომლებიც ითვისებენ მოლეკულურ აზოტს ჰაერიდან. მათ შეუძლიათ 1ჰა-ზე 50-დან 100კგ-მდე აზოტი დააგროვონ. ამიტომ პარკოსანი მცენარეების შემდეგ მოყვანილი კულტურების მოსავალი ყოველთვის მეტია. 2. ერთწლიანი მცენარეები (არაპარკოსნები), რომლებიც მწვანე მასას ივითარებენ დიდი რაოდენობით. მათ ჩახნავენ ნიადაგში, ბაქტერიების მოქმედებით იშლებიან და ჰუმუსით ამდიდრებენ ნიადაგს.

  1. როდის ითესება სოიო?

— სოიოს თესვის კარგი პერიოდია 10-დან 20 აპრილამდე.

  1. როგორია სოიოს თესვის წესი?

— სოიო შეიძლება დაითესოს ფართო მწკრივებად, ზოლებად და კვადრატულ-ბუდობრივად.

მწკრივებად თესვის დროს მწკრივებს შორის დაშორება 60-70 სმ-ია, მცენარეებს შორის მანძილი 20 სმ. ზოლებად თესვის დროს მცენარეებს შორის მანძილი 45 სმ-მდეა. კვადრატულ-ბუდობრივი თესვის დროს დაშორება 60 ხ 60 ს მან 70ხ 70 სმ.

  1.  მყავს თვენახევრის წიწილები, რა ვეტერინარული პროცედურის ჩატარებაა ამჟამად მათთვის აუცილებელი?

—  ამ ასაკის წიწილი სასურველია უპირველესად დამუშავდეს ჰელმინთებზე: მიეცით ფენბექსი 250 ან 500, შესაბამისად თითო აბი 5 ან 10კგ. ცოცხალ წონაზე. გაიმეორეთ ერთი კვირის შემდეგ. კარგია, თუ წყალში გაუხსნით რომელიმე ვიტამინს (ჩიკტონიკი, ავალპრემიუმი ) 5-6 დღის განმავლობაში. ვიტამინის მიცემიდან 2-3 დღის შემდეგ წიწილებს უტარდებათ ვაქცინაცია ქათმის ჭირის (ნიუკასლის) დაავადებაზე.

    21. ჩემს პატარა ხბოს უჭირს დედის ცხიმიანი რძის მონელება, შეამცირა საკვები ულუფა. ფაღარათი არ აქვს, მაგრამ კუჭ-ნაწლავის მოქმედება არ აქვს მოწესრიგებული. რა ზომები მივიღო ამ დროს?

—  სასურველია, ცხოველს მოვუწველოთ და მივცეთ ნაკლებცხიმიანი სხვა ძროხის რძე ან გადავიყვანოთ რძის ფხვნილით დამზადებულ რძეზე (საუკეთესოა ელვორ კლასიკი, ელვორ პრემიუმი, ნოვილაკ ბლუ და პრემიუმი, ევროლაკ გრინი). ამავდროულად, მოვახდინოთ საკვების თანდათანობითი შეცვლა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დასარეგულირებლად ჩვილ ხბოებში ეფექტურია ოლიგოფოსი, რომელსაც ათი დღის განმავლობაში ვაძლევთ რძესთან ერთად. თუ ფაღარათიც არის, შეგვიძლია მივცეთ სულტრიმ 480-ის აბები 3 დღის განმავლობაში.

    22. მყავს რამდენიმე სკა ფუტკარი. რა აუცილებელი ღონისძიებებია ჩასატარებელი ამ დროისთვის საფუტკრეში?

—  თუ ჯერ არ გამოგიკვებიათ, გირჩევთ მისცეთ ფუტკარს საკვები: აპიფიდი, აპიფიდი ჰარმონია, აპიფიდი სტიმული. ამ დროისათვის იწყებენ დამუშავებას ვაროატოზზე: ვაროსტოპი, ვაროკომი. (შეძენა შესაძლებელია შპს „როქში“, მის.: თბილისი, ქეთევან წამებულის №91-ის მოპირდაპირე მხარე. (ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო — სამგორი. ტელ.: 597 70 45 88; 2 74 63 96.)

  23. ამ წელს უჩვეულოდ თბილი გაზაფხულია. მყავს ცხვარი და უკვე შეინიშნება გარე პარაზიტები. როგორ მოვიქცე, რას მირჩევთ?

— თუ ცხვარი ჯერ არ დაგიმუშავებიათ ჰელმინთებზე და არ გიხერხდებათ აბაზანის მოწყობა, საუკეთესო არჩევანია პრომექტინით ინექცია. თუ უკვე დამუშავებულია ცხვარი ჰელმინთებზე, ეცადეთ მოაწყოთ აბაზანა. შეარჩიეთ შედარებით თბილი დღე და დაამუშავეთ ცხოველები პრეპარატ ექტოციდოლით. ორივე შემთხვევაში სასურველია სადგომის დამუშავება პარაზიტებზე შესაბამისი კონცენტრაციებით და შეგიძლიათ გამოიყენოთ: ბიტოქსი ან ექტოციდოლი.

     24. რა უნდა გვითვალისწინოთ კასტრაციის დროს?

— აუცილებელია კასტრაციის წინა დღეს გაკეთდეს ტეტანუსის შრატი; გულდასმით უნდა დამუშავდეს ჭრილობა იოდზეფის ხსნარით; სასურველია აგრეთვე ოქსიტეტრაციკლინი 200-ით ერთჯერადი ინექციის გაკეთება. დადებითი ეფექტის დადგომაში დიდი როლი ენიჭება აგრეთვე ჰიგიენური ნორმების დაცვას.

     25. როდის იწყება ვაზზე მყნობა?

— მყნობას მევენახეობაში დიდი ხნის ისტორია აქვს. გამოვყოფთ ორ წესს:

ა) გრუნტში მყნობა, რომელიც სანერგეში და მოსავლიან ვენახებში ტარდება დაფესვიანებულ საძირეზე. მყნობა ტარდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ბ) მაგიდაზე მყნობა, რომელიც ტარდება ვაზის ერთწლიან ნაწილზე. საძირედ გამოიყენება ფილოქსერა გამძლე ამერიკული ლერწი და სანამყენედ ვაზის ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელზედაც ერთი კვირტია მოთავსებული.

აღმოსავლეთ საქართველოში მყნობა მარტის შუა რიცხვებში იწყება, ხოლო დასავლეთ საქართველოში მარტის დასაწყისში.

  1. როგორი უნდა იყოს ნამყენი ნერგი?

— საძირისა და სანამყენეს შეერთების ადგილზე სინათლე არ უნდა გადიოდეს.

საძირესა და სანამყენეს კანის შიგნითა ნაწილი ერთი-მეორეს უნდა გაუსწორდეს.

პირველ ხარისხს მიეკუთვნება ნერგი, რომლის საძირე და სანამყენე კარგად არის შეხორცებული, განვითარებული აქვს არანაკლებ ორი ფესვი, 20-25 სმ სიგრძის რქა.

     27. როდის უნდა მოვრწყათ ვენახი?

— ზომიერი ჰავის პირობებში სრულმოსავლიანი ვენახი 4-ჯერ უნდა მოირწყას, პირველად მარტის ბოლოს, მეორედ — ივნისის პირველ ნახევარში, მესამედ — შუა ივლისში და მეოთხედ — აგვისტოს პირველი ნახევრის ბოლოს. მორწყვის შემდეგ ზედაპირზე წყლის შეშრობისას საჭიროა გაფხვიერება-კულტივაცია.

მშრალ ადგილებში სასარგებლოა შემოდგომა-ზამთრის მორწყვაც, რომელიც ტარდება ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე.

     28. ციტრუსის რომელი დაავადებებია ცნობილი?

— ციტრუსოვანთა ბაქტერიული ნეკროზი, ქეცი ანუ მეჭეჭიანობა, ანთრაქნოზი, ფიტოფტორა და სხვა. რა მავნებლები აზიანებს ციტრუსებს? — ვერცხლისფერი ტკიპა, ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა, თუთის ჭიჭინობელა, წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა და სხვა.

  1. 29. რა ბიოლოგიური თავისებურებებით ხასიათდება კიტრი?

— კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა. ხელსაყრელ პირობებში აღმონაცენი 4-5 დღეში მიიღება. გაღვივებისათვის 25-28 გრადუსია საჭირო. კიტრი ასევე წყლის მოყვარულია. სინათლისადმი ზომიერად მომთხოვნია. თუმცა, მისი დეფიციტი იწვევს მცენარის აწოწვას და მოსავლის შემცირებას. მისი მოყვანა ყველანაირ ნიადაგზე შეიძლება. კიტრი უმჯობესია დაითესოს ქარებისაგან დაცულ ადგილას. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმინდი და მზესუმზირა. სიმინდის 2 რიგის დათესვის შემდეგ შეიძლება დაითესოს 5-6 რიგი კიტრი.

    30. როგორ უნდა მოვუაროთ ნიორს?

— გაზაფხულზე აღმოცენებისთანავე ჩატარდება ნიადაგის ორჯერადი გაფხვიერება. სარეველების მოცილება, საჭიროების შემთხვევაში მორწყვა და აზოტოვანი სასუქებით გამოკვება. მორწყვა უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 20 დღით ადრე.

     31 როგორ უნდა მოვიყვანოთ სტაფილო?

— სტაფილო სიცივის ამტანი მცენარეა. მისი თესვა იწყება თებერვლის შუა რიცხვებიდან. ნიადაგს შემოდგომაზე ამუშავებენ, მზრალად ხნავენ, შემდეგ გაზაფხულზე ატარებენ კულტივაციას, დათესვის წინ ფარცხავენ. თესვის წინ ნიადაგი უნდა გასუფთავდეს სარეველებისაგან. თესლის ჩათესვის სიღრმეა 1-3 სმ. სტაფილო აღმოცენდება 2-3 კვირაში. აღმოცენების შემდეგ უნდა ჩატარდეს გამარგვლა და გამეჩხერება. მცენარეთა შორის მანძილი 4-6 სმ უნდა დარჩეს. სასუქების გამოყენება შეიძლება ნიადაგის მდგომარეობის მიხედვით. მცენარე ვეგეტაციის დროს საჭიროებს 5-7-ჯერ მორწყვას. სტაფილოს აზიანებს სხვადასხვა მავნებლები, როგორიცაა: ბუგრები, თრიფსები და სხვა. ასევე გავრცელებული დაავადებაა ალტერნარიოზი, მშრალი სიდამპლე. მეტად ეფექტურია წყალში გახსნილი სასუქებით ფოთლოვანი გამოკვება, რომელიც აუმჯობესებს მოსავლიანობას. ამავე დროს შეიძლება მისი გამოყენება მავნებელ-დაავადების წინააღმდეგ წამლობასთან ერთად.

  1.  როგორ გავამრავლოთ კაკალი?

— კაკალი შეიძლება გავამრავლოთ თესლით და ვეგეტაციური წესით. ადრე ძირითადად თესლით ამრავლებდნენ, თუმცა მყნობით გამრავლება უფრო პრაქტიკულია.

  1. როდის უნდა დაიმყნოს კაკალი?

— ოპტიმალური პერიოდია ივნის-ივლისის თვეები.

  1. როგორ უნდა გავაშენოთ კაკლის ბაღები?

— ინტენსიური ბაღების გასაშენებლად უნდა შევარჩიოთ ნოყიერი, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ადგილები. გაშენებამდე უნდა ჩატარდეს ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევა და მის შესაბამისად უნდა შევიტანოთ ორგანული და მინერალური სასუქი, ჩავატაროთ პლანტაჟი 3-4 თვით ადრე. დარგვამდე საჭიროა დადისკვა და დაფარცხვა. ნიადაგის ნაყოფიერების, ჯიშების მიხედვით ვაშენებთ ბაღს. მცენარეები დაირგვება სხვადასხვა კვების არეზე. ძლიერ მოზარდი ჯიშები — 10 ხ 10 კვ-ზე, საშუალო — 8-10მ2 -ზე. ნერგი დარგვისთანავე უნდა მოირწყას და ჭიგოზე აიკრას.

  1. როდის უნდა დავრგათ კაკალი?

— დარგვა შეიძლება შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე.

  1. რომელი მავნებლებია გავრცელებული ხეხილოვან კულტურებში?

— ხეხილს აზიანებს მწერები, ტკიპები, ასევე — მღრღნელებიც. ძირითად მავნებელს წარმოადგენს ვაშლის ნაყოფჭამია. ის მთელ საქართველოშია გავრცელებული. აზიანებს ვაშლს, კომშს, ატამს და სხვა… საქართველოში 2-3 თაობას იძლევა.

მის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ როგორც ქიმიური, აგროტექნოლოგიური ასევე — ბიოლოგიური მეთოდები.

ზაფხულის განმავლობაში საჭიროა ნიადაგის გაფხვიერება, ნაქარი ნაყოფის ეზოდან გატანა და სპეციალური ფერომონის გამოყენება. წამლობა უნდა ჩავატაროთ მაისის ბოლოს, ივნისსა და აგვისტოში.

  1. რა დაავადებებია გავრცელებული თესლოვან ხეხილებში?

— თესლოვან კულტურებში გვხვდება ვაშლისა და მსხლის ქეცი, ვაშლის ნაცარი, ვაშლის ჟანგა და სხვა.

დაავადებებთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია გამძლე ჯიშების შერჩევა, სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება. ქიმიური წამლობა.

  1. როდის ითესება ჭარხალი?

— ჭარხალი ითესება, როდესაც ნიადაგი გათბება 8-10 გრადუსამდე. ის მოჰყავთ თიხნარ და შავმიწა ნიადაგებზე. მისი საუკეთესო წინამორბედებია: კიტრი, კომბოსტო, პომიდორი. მისი დათესვა შეიძლება მეორედ ივნისის ბოლოდან. თესვა შესაძლებელია მწკრივებად ან ზოლებად. საადრეო ჯიშების აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე სჭირდება 60-100 დღემდე, საგვიანოს — 130 დღემდე.

  1. ჩემი ხბო ჩამორჩება წონაში, მიუხედავად იმისა , რომ მესამე თვეა რძით ვკვებავ. თუმცა, დამიგვიანდა ჭიის წამლის მიცემა. რა ვიტამინის ან დამატებითი კვების მიცემა შეიძლება ამ დროს?

— მარტო რძით კვება შედეგს არ მოგვცემს, დამატებით სჭირდება ბალახი (ფაშვის განსავითარებლად). ასევე, აუცილებელია წყალი, ანუ უნდა მოხდეს კვების რაციონის დარეგულირება. თუ მონელების პროცესებიც მეტნაკლებად მოსაგვარებელია, წყალთან ერთად მიეცით 10 დღე „ოლიგოფოსი“. ამ დროისათვის უკვე უნდა მოხდეს ჰელმინთოზური დამუშავება და შემდეგ ვაკეთებთ ვიტამინ ად3ჶ-ს კუნთში ორჯერადად. პარალელურად, როცა ხბო იქნება უკვე 3 თვის და მეტი ხნის, დამატებით შეიძლება „რუმიფოსის“ მიცემა საკვებთან ან სასმელ წყალთან ერთად.

  1. ყოველი მოგების შემდეგ ჩემს ძროხას უმწვავდება მასტიტი. თუ არის ქართულ ბაზარზე რამე ახალი საშუალება, რათა დავიცვა მასტიტისაგან?

— დიახ, არის ახალი პრეპარატი, რომელიც ახალი სიტყვაა მასტიტის პროფილაქტიკაში. პრეპარატს ეწოდება „მასდისინ ჰერბაფილმი“. მოწველის შემდეგ ცურთითების მოთავსება „მასდისინ ჰერბაფილმში“ დაიცავს საქონელს მიკრობებისა და მასტიტისაგან. მცენარეული შემადგენლობის პრეპარატი წარმოქმნის თხელ დამცავ ფენას, რომელიც მოწველიდან მოწველამდე იცავს სარძევე ჯირკვლის კანს, აძლევს მას თავისუფლად სუნთქვის საშუალებას და არბილებს ცურთითებს. პრეპარატი უკვე გაყიდვაშია და შეგიძლიათ შეიძინოთ „როქის“ ვეტაფთიაქში (თბილისი, ქეთევან წამებულის #91-ის მოპირდაპირე მხარე. მეტრო — სამგორი) ან მოიკითხეთ ვეტაფთიაქებში.

  1. მყავს სამი თვის გოჭი. რა აუცილებელი ვაქცინებია გასაკეთებელი ამ პერიოდში დაავადებებისგან დასაცავად? ვცხოვრობ საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში.

— აუცილებელია, თქვენი ცხოველი დაამუშაოთ ჰელმინთებზე. შემდეგ ვაქცინაცია: ღორის კლასიკურ ჭირზე, წითელ ქარზე, პასტერელოზსა და აუესკზე.

  1. რა აუცილებელი ღონისძიებები უნდა ჩავუტარო ძროხას მოგების შემდეგ, რათა მოვასწრო შემდგომ დამაკებამდე, რაც არასასურველია მაკეობისას რომ გაუკეთდეს?

სასურველია, პირველ რიგში ძროხის მიკროელემენტებით უზრუნველყოფა როგორც მოგებამდე ორი კვირით ადრე, ასევე — მოგების შემდეგ.

აუცილებელი ანტიჰელმინთური დამუშავება, შესაძლებელია მოგებიდან 15 დღის შემდეგ. ამასთან ვუკეთებთ სტრატეგიულ ვაქცინებს: ბრუცელიოზის, ემკარისა და პასტერელოზის, ჯილეხისა და ნოდურალური დერმატიტისგან დასაცავად.

  1. მყავს ფერადი ქათამი და ვზრდი დიდი რაოდენობით ნახერხის ქვეშსაფენზე 15 დღეა; ამ დილით შევამჩნიე ლორწოიანი ალუბლისფერი განავალი. მანამდეც ვამჩნევდი, რომ ქათამი მოწყენილი იყო და არ ჭამდა. რითი ვუმკურნალო და თუ შეიძლება ამ დაავადებისგან დაცვა?

— თქვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები მიანიშნებს, რომ ქათამი კოკციდიოზითაა დაავადებული. საჭიროა მისცეთ „ბიოკოკცი“ „ენროფლოქსთან“ ერთად 2 დღე, შემდეგ კი „მულტივიტის“ მიცემა 5 დღის განმავლობაში. გვესაჭიროება ბ ჯგუფის ვიტამინები და კ ვიტამინი. აუცილებელია ნახერხის ქვეშსაფენის კონტროლი: არ უნდა დასველდეს და ხშირად უნდა გამოიცვალოს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“