აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებისტატიები

GPRS ტექნოლოგიები _ სასოფლო-სამეურნეო დანაკარგებთან ბრძოლისა და რისკების მონიტორინგის უნიკალურ შესაძლებლობა

საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციასა და დანაკარგების შემცირების შესამცირებლად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ინერგება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტრანსპორტის კონტროლის სპეციალური სანავიგაციო სისტემები.

სპეციალური ხელსაწყოები დაყენებულია სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადამზიდავ რეფრიჟერატორებზე, ტრაქტორებზე, კომბაინებზე, სათიბებსა და სხვა მექანიზმებზე, რომლებიც სპეციალური გადამწოდების მეშვეობით „ონლაინ რეჟიმში“ აწვდიან ინფორმაციას ოპერატორს ტრანსპორტის ადგილმდებარეობის, ტვირთის მდგომარეობის, ძირითადი მექანიზმების გამართულობისა თუ სხვა პირობების შესახებ.

სისტემას ასევე შეუძლია, გაკონტროლდეს ტრანსპორტის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ვადები, მინდორში სპეციალური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მუშაობის დაწყებისა და დასრულების დრო.

დისპეტჩერს ძირითადი პარამეტრების მონიტორინგის გარდა შეუძლია, გააკონტროლოს ტექნიკის უმიზნოდ გამოყენების, უქმად დგომისა და საწვავის დატაცების ფაქტები.

განსაკუთრებით საინტერესოა JPRS _ მიერთებული ავტონომიურ მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მოთხოვნათა შესაბამისი, მცენარეთა დაცვის სისტემების, ნათესი ფართობის, ბაღის, სათბურის (მოცემული მომენტის მიკროკლიმატის) მონიტორინგის უტყუარი მონაცემების მიღება და აგრონომისთვის პირდაპირ სადგურში მიწოდება.

ასეთი სისტემები დიდი ხანია მუშაობს ევროპაში. ის უკვე ინერგება უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში. იგი მალე ალბათ, ჩვენთანაც შემოვა.

მაგალითად კომპანია „უნიფერმი“ უკრაინაში ფერმერებს (აგრონომებს) სთავაზობს ავსტრიული ფირმის Pessl Instruments უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ  ხელსაწყოებს _ მეტეოროლოგიური სადგურ `iMetos~, რაც აგრონომებს სწორი დასკვნისა და ოპერატიულად რეაგირების საშუალებას აძლევს.

ასეთი მეტეოროლოგიური სადგური სხვადასხვა კულტურების მოსაწევად ყველანაირ კლიმატურ ზონებში გამოიყენება.

თავიდან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ უკრაინელი ფერმერები და აგრონომები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ სისტემების ეფექტიანობას, მაგრამ რეალობა მალე თვალსაჩინო გახდა. ეფექტი იმდენად თვალშისაცემი გამოდგა, რომ ამ სისტემებს დღეს სულ უფრო მეტი მსხვილი ფერმერი ანიჭებს უპირატესობას.

ავტონომიური ინტერნეტ-მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც კონკრეტული ნათესი კულტურების კლიმატური მონაცემების ნაკრებს თუ სხვა მონაცემებს ინტერნეტით სპეციალურ მისამართზე აგზავნის. ასეთი მეტეოროლოგიური სადგურები სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად მართვის, დაგეგმვისა და მოვლის მუდმივი (უწყვეტი _ 24 საათიანი, წელიწადში 365 დღე-ღამიანი) კონტროლის უნიკალურ საშუალებას იძლევა. საიტზე ინფორმაციის განთავსება და მიღება მსოფლიოს მრავალ ენაზეა შესაძლებელი.

ინტერნეტ-მეტეოროლოგიური სადგური იძლევა:

_ მინდვრად ნათესის სასურველი დღის, კვირის, თუ თვის ნებისმიერი მონაკვეთის სრულ კლიმატურ ანალიზს;

_ ამინდის პროგნოზს;

_ ნიადაგის ტენიანობის მდგომარეობას;

_ ითვლის ტენიანობის ბალანსს;

_ ადრესატს უგზავნის SMS – შეტყობინებას მოსალოდნელი ყინვის ან სხვა კლიმატური პირობების ზღვრული (კრიტიკული) მონაცემების შესახებ.

_ ცვრიანობის (ნამის) მოცულობას;

_ გამოიანგარიშებს აორთქლებისა და ტრანსპირაციის კოეფიციენტს;

_ ითვლის ნიადაგის მიერ დაგროვილ ტემპერატურას, რაც აუცილებელია მავნებლებთან საბრძოლველად;

_ მიღებული მონაცემების საფუძველზე იძლევა კარტოფილის, პამიდვრის, ხახვის, ვაშლის, მსხლის, შაქრის ჭარხლისა და სხვა კულტურების ინფექციების გაჩენის შესაძლებლობის ანალიზს.

მოცემული ინტერნეტ-მეტეოროლოგიური სადგურები ცალკეულ მსხვილ თუ საშუალო სიდიდის მეურნეობებში მოსავლის ვეგეტაციისა და ფორმირებაზე დაკვირვების უნიკალურ საშუალებას ქმნის.

ერმერთან ერთად ასეთი სადგურები შეუცვლელ სამსახურს უწევს სადაზღვევო კომპანიებს გვალვის პარამეტრების, ნალექების რაოდენობის, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის, ყინვების დროის და ხანგრძლივობის, მცენარეთა დამტვერვის და ნაყოფის ფორმირებაზე ჰაერის ტენიანობის ზემოქმედების შესახებ ზუსტი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო მეტეოროლოგიური სადგურები ყოველთვის ზუსტ პროგნოზებს ვერ იძლევა, განსაკუთრებით იმ მეურნეობებისა, რომელთაგან მეტეოროლოგიური სადგური 30 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. ამის გამო სადაზღვევო კომპანიებს ზუსტი მონაცემების მიღება და სწორი დასკვნების გაკეთება უჭირთ. ამიტომ მობილური მეტეოროლოგიური სადგურები სადაზღვევო კომპანიებსა და დაზღვეულებს პრობლემური ვითარების შემთხვევაში სწრაფად მოქმედების საშუალებას აძლევს.

ინტერნეტ-მეტეოროლოგიური სადგურის თავისებურებაა ის, რომ მუშაობს აბსოლუტურად ავტონომიურად _ დღისით მზის ენერგიით, ხოლო ღამით _ აკუმულატორით. მონაცემთა გადაცემას უზრუნველყოფს გჵღშ- მოდემით, რომელიც იყენებს GPRS -ინტერნეტს ნებისმიერი მობილური ოპერატორისა.

მეტეოროლოგიური მონაცემების მისაღებად და სანახავად არ სჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა, ან მონაცემების მისაღებად მეტეოროლოგიური სადგურში კომპიუტერით მისვლა. პერსონალური სახელი და პაროლი საიტზე მონაცემებისა და განრიგების, ასე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების ნახვისა და გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ამრიგად ფერმერს დედამიწის ყველა კუთხიდან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის,  დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია გააკონტროლოს თავისი მეურნეობა. მონაცემები ინახება სერვერზე სამი წლის განმავლობაში. ასევე მისი გადმოწერა შესაძლებელია ექსელ ფაილში პერსონალურ კომპიუტერში, ტელეფონში…

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“