აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის ქართული ჯიშების კლონური სელექცია

„რაუშედოს“ ისტორია 1933 წელს დაიწყო, როდესაც პორდენონეს პროვინციის (ფრიული-ვენეცია) ჯულიას რეგიონის პატარა სოფელში რამდენიმე ოჯახმა შექმნა კოოპერატივი, რომელიც შემდეგ მსოფლიოში მევენახეობის უმსხვილესი გაერთიანება უნდა გამხდარიყო. კოოპერატივის იმ 250 წევრის წყალობით, რომლებიც ამჟამად აგრძელებენ მუშაობას, ისტორია კვლავ გრძელდება. მათი მიზანი მორფოლოგიური, გენეტიკური მახასიათებლებითა და სანიტარული ნორმების დაცვით მსოფლიოს 30-ზე მეტ ღვინის მწარმოებელი ქვეყანისთვის საუკეთესო პროდუქტის მიწოდებაა.

1200 ჰექტარი სანერგისა და 1400 ჰექტარი საძირის მეშვეობით, რომელიც ჯამში 4000-მდე კომბინაციას მოიცავს, „რაუშედოს“80 მილიონამდე ვაზის ნამყენი ნერგის წარმოება შეუძლია.

სანერგის მიწა, შესაბამისი კლიმატი, კოოპერატივის წევრების პროფესიონალიზმი პირველი ხარისხის ნამყენი ნერგების 75%-იანი გამოსავლიანობის საშუალებას იძლევა, თუმცა, ამ მაჩვენებელმა 90%-საც შეიძლება გადააჭარბოს საუკეთესო შემთხვევაში: ასეთი მიღწევები სხვაგან წარმოუდგენელია.

განვლილი 90-წლიანი ისტორიის მანძილზე სანერგე მეურნეობა „რაუშედო“ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ვაზის სანერგე გახდა.

2002 წლიდან სანერგემ დამატებით „UNI EN ISO 9001“ — ხარისხის სისტემა დანერგა. ეს სერთიფიკატი იმ გენეტიკური და სამედიცინო დახმარების პაკეტს ემატება, რასაც იტალიის კანონმდებლობა სთავაზობს ვაზის სანერგეებს.

VCR-ის კლონური სელექცია

სიახლეების ცოდნა ნებისმიერ ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში წინსვლისა და გაფართოების მექანიზმია, სანერგე კი დაარსების დღიდან ახალი ჯიშების გამოცდის, შეჯვარების, გამორჩევისა და განხორციელების ინოვაციური ტექნიკის დახვეწის მიზნით სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობს, რამაც განაპირობა კიდეც 1965 წელს ექსპერიმენტული ცენტრის შექმნა, რომლის მიზანი იტალიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ვაზის ჯიშებზე კლონური სელექციის პროგრამების განხორციელება იყო. 1969 წელს შეირჩა 51 კლონი სერიიდან „Rauscedo“, 90-წლიანი მუშაობის განმავლობაში კი მათ რიცხვს კიდევ ახალი სერია დაემატა სახელწოდებით „VCR“ — გენეტიკურად სუფთა, უმაღლესი სტატუსის მქონე საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშები, რომლებიც წარმატებით მოჰყავთ იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთსა და საქართველოში. ამჟამინდელი მონაცემებით, 400 კლონზე მეტი სერიიდან „ვჩღ“ იტალიის ეროვნულ რეესტრშია შეტანილი და იქ არსებული მონაცემების 30% შეადგენს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, შერჩეული კლონების მიკრომეღვინეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომელიც ყოველწლიურად VCR-ის ექპერიმენტულ მარანში მზადდება, რაც ენოლოგიური პოტენციალის კონტრასტული შეფასებების საშუალებას იძლევა.

ამჟამინდელი კვლევითი საქმიანობა, კლიმატის ცვლილების, გარემოს მდგრადობის გათვალისწინებით, საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალი ჯიშებისა და საძირეების გამოყვანისკენაა მიმართული.

ქართული ჯიშები

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში 8000 წლის წინათ დაიბადა. ვაზისა და ღვინის კულტურა სწორედ ამ ერს ეკუთვნის, რაც ბოლო წლებში მსოფლიო მევენახეობისა და მეღვინეობის წყაროა.

ქართული ღვინოების მაღალ ხარისხს, რომელიც დაყენებულია როგორც ტრადიციული ქვევრის გამოყენებით, ასევე მსოფლიოში ცნობილი სტანდარტული (ევროპული) მეთოდით, უზრუნველყოფს ყურძნის შესანიშნავი თვისებები, რომელიც მიიღება ნამყენი ნერგით გაშენებული ვენახებიდან, მსგავსად იმ ნერგებისა, რომელსაც სანერგე „რაუშედო“ გვთავაზობს.

სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, VCR-მა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში განახორციელა კონკრეტული კლონური სელექციის პროგრამა, რომელიც მიმართული იყო ქვემოთ ჩამოთვლილი ვაზის კლონური გაუმჯობესებისაკენ: საფერავი, რქაწითელი, ალექსანდროული, ხიხვი, მწვანე კახური, მუჯურეთული, ოჯალეში და წულუკიძის თეთრა.

მილანის უნივერსიტეტისა და მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მკვლევრის დ. მაღრაძის თანამშრომლობით, დაახლოებით 10 წლის წინ შემოწმდა მონიშნული ჯიშების საწყისი მასალა. სელექციის პროცესის საწყისი ეტაპი მოიცავდა სანიტარულ კონტროლსა და ელაიზა ტესტს, PCR-ისა და ინდექსირებულ ხე-მცენარეებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდა ვაზის ისეთი ვირუსების შემოწმება, როგორებიცაა: ფოთლების დახვევის გამომწვევი ვირუსი (LR I da II), ფოთლის მარაოსებრი გადაგვარების ვირუსი, არაბული მოზაიკის ვირუსი და ვაზის ვირუსი A (GVA). მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩა ჯანმრთელი კლონები. ვაზის ჯიშებზე დაკვირვებით, მათი აგრონომიული და ენოლოგიური მახასიათებლების შემოწმებით მიკრომეღვინეობის სპეციფიკური პარამეტრების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ყველა ჯიშისა და კლონის სრულყოფილი სურათის შექმნა. კერძოდ, შეირჩა კლონები ისეთი წამყვანი მაჩვენებლების მიხედვით, როგორებიცაა: გემური თვისებები, ბალანსი და კომპლექსური არომატული პროფილი. დამატებითი ინფორმაცია ამ ჯიშების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვევით.

მიზეზი, რატომაც VCR-მა დაიწყო ქართული ჯიშების კლონური სელექცია, იყო მომხმარებელთა დიდი დაინტერესება ქართველთა და კავკასიის სხვა რეგიონის მცხოვრებთა მხრიდან, რომელთაც სურდათ მაღალი აგრონომიული და ენოლოგიური პარამეტრების მქონე ჯანმრთელი კლონები.

„rauSedos“ სელექციური სამუშაოები გრძელდება და უახლოეს მომავალში ზემოთ ჩამოთვლილ ჯიშებს სხვა ქართული ვაზის ჯიშები და მათი კლონები დაემატება.

სტეფანო ბატისტელა, კოოპერატივ რაუშედოს სანერგე მეურნეობა (VCR),

თამარ მაღრაძე, შპს „თამარის ვაზი“,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“