დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფუტკრეობა

 ადამიანის დანესტვრიდან რამდენიმე ხანში რატომ კვდებიან ფუტკრები?

ფუტკარები ადამიანის ან სხვა ძუძუმწოვრების დანესტვრის შედეგ მალევე კვდებიან. რატომ?
ნესტარისაწერტელი — დედალი სიფრიფანაფრთიანების მჩხვლეტი აპარატის საჩხვლეტი ნაწილია. მჩხვლეტი აპარატი მოთავსებულია ფუტკრის მუცლის ბოლოზე, ეს არის სახეცვლილი კვერცხსადები, რომელსაც დაკარგული აქვს ჩვეული ფუნქცია და ემსახურება თავდაცვასა და თავდასხმას. დანესტვრის დროს მჩხვლეტი აპარატი გარეთ გამოიწევა, ნესტარი შიშვლდება და მტრის ან მსხვერპლის სხეულში ესობა თან ჭრილობაში შეაქვს შხამიანი სითხე, რომელიც გამოიყოფა მუცელში მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან.

როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ის არის რომ ნესტართან და შხამთან ერთად მსხვერპლის სხეულში მწერის შინაგანი ორგანოების ნაწილიც რჩება.

ნესტარი ისეა მოწყობილი, რომ ნესტრის ჩარჭობაში ხელს არ უშლის. ფუტკარს მწერის ქიტინში შეუძლია რამოდენიმეჯერ ჩაუშვას შხამი და ნესტარი თავისუფლად ამოიღოს. 

ადამიანის (ძუძუმწოვრების) დანესტვრისას მუშა ფუტკარი ნესტრის ამოღებას ვერ ახერხებს მასზე არსებული ბასრი კბილანების გამო, რომელიც ნესტრის ამოღებისას ქოლგისებურად იშლება, რის გამოც მთელი საშხამე ბუშტის კუნთები განაგრძობენ შეკუმშვას,  შხამი სხეულში გადადის და ნესტარი შხამის ბუშტიანად წყდება ფუტკრის ორგანიზმს, რის შემდეგ ფუტკარი კვდება. 

ფუტკრის შხამი კლავს არა მარტო მწერებს, არამედ შინაურ ცხოველებს, ფრინველებს, ძაღლებს, განსაკუთრებით ცხენებს, რომლის ოფლის სუნი ფუტკარს ძლიერ აღიზიანებს. ამიტომ საფუტკრეში და მის ახლო ტერიტორიაზე არ არის რეკომენდებული ცხენების ყოლა. ფუტკრის შხამი მომაკვდინებლად არ მოქმედებს გველებზე, კუზე, ზღარბზე, დათვზე, გომბეშოზე, ყანჩაზე.   ფუტკრის შხამით ზარალდებიან ადამიანები. შხამიანი სითხე იწვევს ჭრილობაში მწვავე ტკივილს, ანთებად პროცესებს და შესივებას. მცირე დოზებით შხამი ადამიანისათვის საშიში არ არის. ხშირ დანესტვრას ადამიანის ორგანიზმი ეჩვევა და დანესტვრის ადგილზე შესივებაც აღარ ვლინდება, მაგრამ ტკივილს მეტნაკლებად გრძნობს. 

ნესტარი ნესტარი

 დანესტვრის ადგილიდან ნესტრის ამოღება ორი თითით არაფრით არ შეიძლება, რადგან შხამის ჯირკვლიდან ამ შემთხვევაში შხამი ჩაიწურება კანქვეშ, ამიტომ ისარი  ფრჩხილით ან დანის წვერით უნდა მოვიცილოთ. დანესტრილი ადგილი  კი წყლით უნდა მოვიბანოთ, რადგან შხამის სუნი აღიზიანებს და იზიდავს, საშიშროების სიგნალს აძლევს გარეშე ფუტკრებს, რაც ხშირად შემდეგ თავდასხმაშასაც განაპირობებს. 

ნესტარი მუშა ფუტკრის სერიოზული დამცავი მექანიზმია, დანესტვრა ძლიერ ტკივილს იწვევს და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც იყოს. თუმცა, სიკვდილის ალბათობა ისეთივე დაბალია, როგორც მეხის დაცემის შემთხვევაში – მსოფლიოში ფუტკრის ნაკბენით 1 მილიონზე მხოლოდ 0,03-0,48 ადამიანი იღუპება.

დანესტვრის შემდეგ არც კრაზანები კვდებიან, მაგრამ თაფლის მწარმოებელი ფუტკარი კვდება და საქმე იმაში არ არის, რომ ბუნებამ რაღაც ვერ გაითვალისწინა.

თაფლის მწარმოებელი ფუტკრის დამნესტრი აპარატი სხვა მწერებზეა გათვლილი. მაგალითად, ბზიკის დანესტვრის შემდეგ ფუტკარი მშვიდად ამოიღებს ნესტარს და შეუძლია მეორედ და მესამედაც დანესტროს. ადამიანი ფუტკრის ბუნებრივი მტერი არაა, ამიტომ მისი ნესტარი ადამიანის სამტროდ, დასანესტრად გათვლილი არ გახლავთ.

წყარო „ახალი აგრარული საქართველო“