აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებირუბრიკები

აგროტექსი _ გსურთ სიცხისგან და სიცივისგან დაიცვათ მოსავალი და მიიღოთ გარანტირებული მოგება, დაგვიკავშირდით!

ბოლო წლებში ზაფხულის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დიდ საფრთხეს უქმნის სასოფლო სამეურნეო კულტურებს, წვავს ნაყოფს და ხშირად მცენარე ხმება კიდეც, რაც, ბუნებრივია, ძალზე უარყოფითად აისახება მოსავლიანობაზე და ფერმერის შემოსავლებზე.

იმისთვის, რომ მცენარემა  მიიღოს საკმარისი სინათლე, სითბო, წყალი, ჰაერი, დაცული იყო მზის სხივების უარყოფითი ზემოქმედების და  დამწვრობისგან, ასევე სათბურში ტემპერატურის დასარეგულირებლად, (რამდენიმე გრადუსით შესამცირებლად), კომპანია „აგროტექსი“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ სპეციალურ ზემტკიცე დამცავ ბადეებს, რომელთა გამოყენება, ზედიზედ რამდენიმე სეზონზეა შესაძლებელი, ისე რომ მთელი წლის განმავლობაში არ ითხოვს მოხსნას და შენახვას.

ასევე ზაფხულის და შემოდგომის სეზონისათვის ღია გრუნტისთვის გთავაზობთ თეთრი ფერის პოლიპროპილენის  17 დან 30 გრ/მ2 სიმკვრივის მასალებს. ეს არის სპეციალური მასალისგან დამზადებული ბადე, რომელიც პირდაპირ ზემოდან ეფარება მცენარეებს (ბოლოები მიწაში მაგრდება რათა გაუძლოს ძლიერ ქარსაც კი) და იცავს მცენარეს და ნაყოფს მზის დამწვრობისგან.

განსაკუთრებით საყურადღებოა ზოლოვანი, ფოლგირებული დამცავი ბადე, რომელიც მაგრდება სათბურის ჭერზე. ზემოთ განთავსებული ფოლგის ნაწილი ირეკლავს მზის სხივებს, რითაც სათბურში ტემპერატურა 10-15 გრადუსით მცირდება, ხოლო არაფოლგირებული ნაწილი ახდენს პირდაპირი მზის სხივის გაფანტვას და იცავს მცენარეს და ნაყოფს მზის სხივებით დამწვრობისგან.

იგივე მასალა გამოიყენება ზამთარშიც, ოღონდ ფოლგით ქვემოთ, რათა სათბურში არ დაიკარგოს სითბო და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა.

ვენი ტექნოლოგიური დამცავი მასალების ნახვა შეგიძლიათ:

თბილისში, წერეთლის გამზირი

დიდუბე პლაზა

პირველი სართული

დაგვიკავშირდით:  599 529 529

www.agroteks.ru