ანწლი _ კარგი მკურნალი და ხასხასა ნატურალური საღებავი
ანწლის (Sambucus) 40 სახეობაა ცნობილი, ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებულია შავი ანწლი (Sambucus nigeza). იგი მრავალწლიანი მცენარეა. იზრდება 0,5-1,5 მეტრი სიმაღლის. გავრცელებულია საქართველოს ტყეებსა და მთებში. აქვს იისფერი, მოშავო ნაყოფი. მის ღეროს და ფოთოლს ახასიათებს სპეციფიკური მძაფრი სუნი, რაც ნაყოფში ნაკლებად შეიგრძნობა.
ანწლს სამედიცინო თვალსაზრისით თირკმლისა და ღვიძლის, ნერვის (განსაკუთრებით სახის ნერვის) და სხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
მწიფე ნაყოფი შეიცავს ანტოციანს (რბილობი და კანი), რის შემადგენლობაშიც შედის ანტოციანი, სამბუციანი, რომელიც ჰიდროლიზის დროს იშლება აგლუკონ ციანიდად, რამნოზად და გლუკოზად. ბალახოვნი ანწლი ყვავილობს მაის-ივნისში, ხოლო ნაყოფი აგვისტო-ნოემბერში მწიფდება.
კავკასიაში ანწლი ქსოვილების შესაღებად, ღვინისა და ნამცხვრების არომატისთვის, სამკურნალო არაყი მისაღებად და სხვა დანიშნულებით იყენებენ. ამავე დროს მას აქვს სამკურნალო თვისებებიც.
ანწლის ნაყოფს იყენებენ პროდუქტების შესაღებად, როგორც უვნებელ საკვებ დანამატს. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში ანწლის ნატურალური საღებავის მისაღებად.
შესწავლილია მისი ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლები, მღებავი ნივთიერების შემადგენლობა.
მღებავი ნივთიერების გარდა, ანწლი შეიცავს ამინომჟავებს, შაქარს, მთრიმლავ და პექტინოვან ნივთიერებებს, ასევე ვიტამინ C. აღმოჩნდა რომ ამინომჟავებიდან ის შეიცავს ვალინს და ალანინს, ცისტინს, სეინს, პროლინს, ტრიფტოფანს, გლუტამინსა და ასპარაგანის მჟავებს. ანწლში შაქრის რაოდენობა 7% აჭარბებს, მთრიმლავი ნივთიერებისა 0,51%, ჰექტინოვანი ნივთიერება 0,53%, ვიტამინი C 50 მგ.
ანწლის ნატურალური საღებავის მისაღებად იყენებენ ანწლის მწიფე ნაყოფის დაწმენდილ წვენს 10 დღე აყოვნებენ.
ასეთი სახით მიღებული საღებავი გამოყენება, როგორც საკონდიტრო, ისე უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში, აღნიშნული საღებავით დამზადებული საკვები პროდუქტები მაღალ შეფასებას იმსახურებს. ის წითელი ფერისაა, გარეგნულად მიმზიდველი და რაც მთავარია, გემრიელია.
ანწლისგან მიღებული საღებავი გაამდიდრებს პროდუქტს ბიოქიმიური ნივთიერებით, იგი ნატურალური და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. საღებავს იყენებენ უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების დასამზადებლად.
ასე რომ, ანწლი სასარგებლო საკვები პროდუქტია.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“