აგროსიახლეებიმედიასტატიები

   აქლემის საოცარი რძე

გაგისინჯავთ აქლემის რძე? არადა რა გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, იცით?!  ის,განსაკუთრებით პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და სხვაგან. ადგილობრივი მცხოვრებნი აქლემის რძეს ყოველდღე მიირთმევენ, მისგან ამზადებენ კაკაოს, ნაყინს, ყველს და სხვა პროდუქტებს. იგი განსაკუთრებით უყვართ თურქმენებს და დიდი რაოდენობითაც მოიხმარენ, მისგან ბევრ ეროვნულ კერძს ამზადებენ, მათ შორის კუმისს.
აქლემის  რძე ძალიან სასარგებლოა. იგი დიდი რაოდენობით კალცს, ფოსფორს, რკინას და სხვა მრავალ სასარგებლო მიკროელემენტებს, რომელიც განსაკუთრებით მეძუძური დედებისთვის და მათი პატარებისთვის არის სასარგებლო. აქლემის რძეში მნიშვნელოვნად მეტი ლაქტოზა და ამინომჟავებია ვიდრე კაზეინის ცილები, რომელიც აფერხებს ორგანიზმის მიერ რძემჟავას ათვისებას და აქლემის რძეს ორგანიზმისთვის იდეალურ საკვებ პროდუქტად აქცევს. სასარგებლო თვისებები, რითაც ხასიათდება აქლემის რძე, ასევე ხელს უშლის ბევრი ქრონიკული დაავადების გამოვლენას. ამის თვალსაჩინო მაგალითი ალერგიაა.
აქლემის რძე დიდი რაოდენობით მიკროელემენტების შემცველობის გამო, განსაკუთრებით ძროხის რძესთან შედარებით, აქვს მეტად გამოხატული ტკბილი და ოდნავ მომლაშო გემო. ვიდრე აქლემის რძეს გასინჯავთ და რეგულარულ რაციონში ჩართავთ უნდა დააკვირდეთ ორგანიზმის რეაქციას, ისე როგორც ძროხის უმი რძის მიღებისას. ცილებით მდიდარი აქლემის რძეს უნდა შეეგუოს ორგანიზმი, ამიტომ იგი თავიდან მცირე დოზებითჱ უნდა მიირთვათ.

აქლემი ადამიანმა ჩვენს ერამდე დაახლოებით 2000 წლის წინათ მოიშინაურა დღევანდელი არაბეთის ტერიტორიაზე. აქლემები მისი რძის გარდა ძალიან საინტერესო ცხოველები არიან, რადგან მათ უწყლოდ ძალიან დიდხანს შეუძლიათ. საქმე ის არის, რომ კუზში დაგროვილი ცხიმის ფენები, მეტაბოლიზმის პროცესის შედეგად აქლემს სიცხისა თუ უდაბნოში მოგზაურობის დროს წყლით უზრუნველყოფს. აქლემმა კუზში შეიძლება მოიმარაგოს 50 ლიტრი წყლის ექვივალენტური ცხიმი.
უდაბნოში გაზრდილ აქლემს შეუძლია მწველი მზის სხივების ქვეშ შესაძლებელია წონის დიდი მოცულობა დაკარგოს, მაგრამ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ეს მის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს და წყლის მარაგის შევსების შემდეგ მშვიდად გააგრძელოს უდაბნოს ცხელ ქვიშებზე მოგზაურობა. ამ დროს მას შეუძლია ერთ ჯერზე 180 ლიტრი წყალი დალიოს და ერთბაშად აინაზღაუროს  ორგანიზმში წყლის დანაკლისი.
ორიგინალური სახითაა დაცული აქლემის თვალები მზის მწველი სხივებისა და უდაბნოს ქვიშისგან. თვალის გუგები  მოწყობილია ისე და ისეთი გრძელი წამწამებით საიმედოდაა დაცული, რომ მწველი მზის სხივების ან ქვიშის მოხვედრა ფაქტობრივად შეუძლებელია.
აქლემები უპირატესად უდაბნოს ლანდშაფტის მშვენების ეკალ-ბარდებისაგან იკვებება. აქლემის ეკალი, მას ხშირად ასედაც იხსენიებენ, მდიდარია მინერალებით და აქტიური ნივთიერებებით, ხოლო ამ ეკლის ნახარში გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობულ საშუალებად. ამის თაობაზე წერდა უძველესი დროის დიდი აღმოსავლელი მკურნალი და ფილოსოფოსი აბუ ალი იბნ სინა ავიცენა.
ეს კეთილშობილი ცხოველი ადამიანებს უდაბნოში მარტო ტვირთის გადატანაში კი არ ეხმარება და გემრიელ რძეს აძლევს, მას ასევე აქვს ძალიან თბილი და ფაფუკი ბეწვი. აქლემის ბეწვისგან დამზადებული ჩასაცმელი თუ სხვა ნივთი ძალიან მსუბუქი და რბილია. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ აქლემის ბეწვის აბსოლუტურად უვნებელია და მისგან დამზადებული ლეიბები თუ თბილი გადასაფარებლები ჩვილთა საძინებლის გასაწყობად გამოიყენება. ორსულებსა და მათ პირმშოებს აქლემის რძე მთლიანად უზრუნველყოფს აუცილებელი მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“