აგროსიახლეები

ასოციაცია „ელკანა“ გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგის ბიოპროდუქტების მსოფლიო გამოფენაზე _ BioFach 2023

2023 წლის 14-17 თებერვალს ასოციაცია „ელკანამ“ მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგის საგამოფენო ცენტრში გამართულ ბიოპროდუქტების მსოფლიო გამოფენაზე – BioFach 2023.
გამოფენა ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს მსგავს ღონისძიებებს შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლება. მასში მონაწილეობას იღებენ ბიოპროდუქციის წარმოებისა და მომსახურების სფეროში ჩართული კომპანიები.

ლამაზად გაფორმებული და პროდუქციის მრავალფეროვნებით გამორჩეული გამოფენა ჩვეულებრივ ოთხი დღის განმავლობაში გრძელდება და უამრავი დამთვალიერებელი ესწრება.

ბიოპროდუქციის მწარმოებელი კომპანიები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, აქვე იდება ბიზნეს-ხელშეკრულებები, ტარდება სხვადასხვა კონფერენციები, კონკურსები და პრეზენტაციები.— აქ: Nuremberg, გერმანია.

წლეულს „ელკანამ“ გამოფენაზე წევრი ფერმერების მიერ წარმოებული ბიოპროდუქცია: ღვინო, თხილი, თაფლი და ჩაი წარადგინა.

გამოფენას ესწრებოდნენ მეფუტკრეები მცხეთა-მთიანეთიდან – ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ორგანული სოფლის მეურნეობისა და სოფლის ტურიზმის განვითარება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“ ბენეფიციარები.

ფერმერები გაეცნენ გამოფენაზე წარმოდგენილი სიახლეებს და საქმიანი ურთიერთობები დაამყარეს მეფუტკრეობის საკითხებზე მომუშავე კომპანიებთან.

ასოციაცია „ელკანასთან“ ერთად მსოფლიო გამოფენაზე მონაწილეობდნენ პროექტ GRETA-ს ბენეფიციარები, სერტიფიცირების ორგანოს „კავკასსერტისა“ და საერთაშორისო კულტურის სივრცის წარმომადგენლები.