ავსტრალიური ნაგაზი

სიმაღლე ქეჩომდე: ხვადი _ 51_58,5 სმ; ძუკნა _46_53,5სმ.

შეფერილობა: მარმარილოსებრი _ ცისფერი, შავი, ჟღალი. ყველა  შეფერილობას, შესაძლოა, სპილენძისფერ _ მოწითალო ფორაჯები  ჰქონდეს.

ჯიშის დახასიათება: ავსტრალიური ნაგაზი საშუალო ზომის სადარაჯო ძაღლია. გამოირჩევა გონიერებითა  და დამოუკიდებლად მუშაობს უნარით. დარაჯობის ინსტინქტი ამ ცხოველებს სისხლში აქვს გამჯდარი, ამიტომ, სასურველია მათი აღზრდა და წვრთნა სწორ კალაპოტში წარიმართოს.

ნაგაზი საჭირო მიმართულებით მოსართავებზე  ქაჩვითა ან გვერდებზე  ნაკბენით მიერეკება პირუტყვს. უცხოების მიმართ თავშეკავებულია, მაგრამ პატრონს თავდავიწყებით ეთვისება. ამ ჯიშის ძაღლების ყოლას არ ვურჩევთ იმათ, ვისაც დინჯი ცხოვრება უყვარს.

თუ  ავსტრალიურ ნაგაზს ბუნებრივი ინსტინქტის _ დარაჯობის _ განხორციელების საშუალება არა აქვს, მაშინ იგი ფიზიკურად უნდა დავტვირთოთ. ძაღლი ძალზე ბევრს უნდა მოძრაობდეს. ჯიშმა კარგად გამოავლინა თავი სამაშველო, სანიტარულ მუშაობასა და გამცილებლობაში.

როცა ნაგაზი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯეროვნად არის დატვირთული, იგი  გაწონასწორებული და მშვიდი საოჯახო ძაღლია.

ჯიშს დასახელება წარმოშობის ადგილის მიხედვით არ მიუღია. ეს ძაღლები ავსტრალიაში აშშ-დან მერინოსების სადარაჯოდ შემოიყვანეს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“