ბევრი ბოსტნეული, რასაც ყველდღიურად მივირთმევთ, კომპანია „რაიკ ცვაანის“ წარმოებული თესლით არის მოწეული
2022 წლის 8 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, სადაც ჰოლანდიური კომპანიის „რაიკ ცვაანი“ (Rijk Zwaan) ჭრილში ბოსტნეული კულტურების მნიშვნელობაზე მოხსენება წარმოადგინა კომპანია „რაიკ ცვაანის“ რეგიონულმა წარმომადგენელმა ბიძინა იმნაძე.
როგორც ბატონმა ბიძინა იმნაძემ განაცხადა „რაიკ ცვაანმა“ გარკვეულ როლს უკვე თამაშობს ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, დიდი ალბათობით ზოგიერთი ბოსტნეული, რომელსაც ჩვენ ყველდღიურად მივირთმევთ, Rijk Zwaan-ს ასორტიმენტიდანა, განსაკუთრებით კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ისპანახისა და სალათის ფოთლის შემთხვევაში, რადგან ეს ის კულტურებია, რომლებშიც Rijk Zwaan-ს გლობალური ბაზრის დიდი წილი უჭირავს და უპირობო ლიდერია.
ბოსტნეულის მოხმარება ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის განუყოფელი ნაწილია. ევროპის ქვეყნებში ბოსტნეულის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად 300 კილოგრამსაც კი აღწევს. მაგალითად: მეზობელ თურქეთში ეს რიცხვი 230 კილოგრამია, უკრაინაში _ 171კგ. ; რუსეთში _ 103 კგ, საქართველოში კი ეს მონაცემი 2020 წელს 57 კილოგრამს შეადგენდა, რაც დღეში მხოლოდ 155 გრამია (საშუალო ნორმა – 240 გრ) და 2013 წელთან შედარებით, სამწუხაროდ, ეს ციფრი დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული.
კომპანია Rijk Zwaan მუდმივად ავითარებს ბოსტნეულის სახეობებს და განსხვავებული გარემოებების და საჭიროებების ფართო სპექტრის გათვალისწინებით სათესლე მასალას აწვდისგლობალურ ბაზარს. ახალი სახეობების და ჯიშების სელექციისას, კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს მიწოდების მთელ ჯაჭვს.
_ ბაზრის მოთხოვნები მუდმივად იცვლება _ აღნიშნავს ბატონი ბიძინა _ შედეგად, ფერმერებს ვთავაზობთ ბოსტნეულის ჯიშებისა და მათი მოყვანის აგროტექნოლოგიების ფართო სპექტრს, რომლებიც სხვადასხვა ინოვაციურ მიდგომებს მოიცავს.
ახალი ჯიშების როგორც შემუშავებისას, ასევე კომერციული გავრცელებისას, კონკრეტულ საწარმოო რეგიონთან ან სამომხმარებლო ბაზართან ოპტიმალური კავშირის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ვავითარებთ გაუმჯობესებული სარგებლის მქონე სახეობებს ან თვისებებს, ბოსტნეულის მთლიანი ჯაჭვისთვის, უზარმაზარი გენეტიკური მრავალფეროვნების გამოყენებით, რომელსაც გვთავაზობს ბუნება.
ვაჯვარებთ დედისა და მამის მშობლის ხაზებს და ვარჩევთ საუკეთესო ფორმებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასურველი თვისებების მქონე მცენარეებს, ვცდილობთ მივაღწიოთ თვისებების საუკეთესო შესაძლო კომბინაციას. საშუალოდ სელექციისთვის, ვიდრე ახალი ჯიში კომერციულად მზად იქნება გასავრცელებლად 6-დან 16 წლამდე სჭირდება.
მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩვენს მუშობას უფრო მეტად კონცენტრირებულს და ეფექტიანს ხდის. მაგალითად, ვატარებთ ბიოქიმიურ კვლევას იმ ნივთიერებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს გემოზე, ფერსა და სტრუქტურაზე, ხოლო, გენეტიკური მარკერების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ამ მახასიათებლების მაღალი სიზუსტით შერჩევა.
ჯიშების (სახეობების, ნაირსახეობების) თვისებები, რეალურად მხოლოდ პრაქტიკაში ფასდება, ამიტომ სხვადასხვა სანერგე ობიექტებში, განსხვავებულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში, მსოფლიოს მრავალ წერტილში ვატარებთ სელექციურ ცდებს.
ინტენსიურად ვთანამშრომლობთ კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან (Wageningen University & Research) და R&D-ის კამპანიის ფარგლებში ე.წ „Keygene“ ჩვენს ზოგიერთ კონკურენტთან ერთად, კერძოდ, ჩვენი ბიო თესლის პარტნიორია “Enza“, „Takii“, „Vilmorin“ და სხვ.
კომპანიის წლიური ინვესტიცია კვლევასა და განვითარებაზე უდრის წლიური ბრუნვის, დაახლოებით, 30%-ს, რაც 160 მილიონ ევროს შეადგენს და ფირმის კოლექტივის 40% ჩართულია კვლევებსა და ცდებში.
აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ფერმერებს ვაწვდით უხვმოსავლიან პომიდორის, სალათების, წიწაკის და სხვა ბოსტნეული კულტურების ნერგებს, ვუწევთ კონსულტაციას, ვეხმარებით ცოდნის ამაღლებაში _ ამბობს კომპანია Rijk Zwaan-ის რეგიონული წარმომადგენელი ბიძინა იმნაძე.