დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

ბიომეცხოველეობა _ უნიკალური რესურსი რასაც ქვეყანა ვერ იყენებს

ბიომეცხოველეობა, რა რესურსი და პოტენციალი აქვს საქართველოს ბიოლოგიურად სუფთა მეცხოველეობის პროდუქციის საწარმოებლად, რომ ჯანსაღი რძით, რძემჟავა პროდუქტებით, ხორცით და ხორცპროდუქტებით უზრუნველყოს ადგილობრივი ბაზრის მოთხონა, შექმნას მაღალხარისხიანი საექსპორტო სასურსათო პროდუქტი, რომელიც ყველაზე პრეტენზიული ბაზრების მიერ დაყენებულ პირობას დააკმაყოფილებს.  

ბიომეცხოველეობის პრობლემებზე და პერსპექტივებზე ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია „საფერავის“ ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ დღეს ჩვენს კითხვებს პასუხობს სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი გიული გოგოლი.

გადაცემის ავტორი და წამყვანია ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.