„ბლაუენშტაინი“ ISO სერტიფიკატის მფლობელი გახდა
პროექტი “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” (USDA Food for Progress SQIL) საქართველოს საქონლის ხორცისა და რძის სექტორის გასაძლიერებლად არაერთ ინიციატივას ახორციელებს.
პროექტის მხარდაჭერით ხორცპროდუქტების ქართულ-შვეიცარიული კომპანია Blauenstein/ბლაუენშტაინი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან (ISO 22000:2018) შესაბამისობის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულება „ბლაუენშტაინის” გუნდის ეფექტური ძალისხმევისა და პროექტის მიერ მაღალკვალიფიციური ტექნიკური დახმარების გაწევის შედეგია.
ISO სერტიფიკატის მიღება „ბლაუენშტაინს“ შესაძლებლობას აძლევს გარანტირებულად აწარმოოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და უვნებელი ხორცპროდუქტები და უზრუნველყოს კომპანიის მდგრადი განვითარება.
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და “Land O`Lakes Venture37”-ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” (USDA Food for Progress SQIL), მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდასა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში.