ბოსტნეული მომზადება შესანახად

ბოსტნეული შეძლებისდაგვარად  მშრალ ამინდში უნდა ავიღოთ ისე, რომ არ დავჭყლიტოთ  და არ  დავაზიანოთ. ფარდულში გადატანის შემდეგ ნედლეული ზომების მიხედვით უნდა დავახარისხოთ, მოვაცილოთ დაზიანებული ნაყოფი, გავაგრილოთ, გავაშროთ, ინტენსიურად გავანიავოთ და გადავიტანოთ სტაციონარულ საცავში.
_ სტაფილო: ითვლება მწიფედ, როცა ჯიშისთვის დამახასიათებელ ფერს და ზომას მიაღწევს. ირეცხება და შრება ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება 2-3 დღის განმავლობაში. მექანიკურად დაზიანებული ძირხვენები  აუცილებლად უნდა მოვაცილოთ.
_  ბოლოკი: შენახვისას ვაცლით ფოჩებს, ვრეცხავთ და ვაშრობთ 1-2 დღის განმავლობაში. შემდეგ ვალაგებთ ყუთებში და ვინახავთ მაცივარში.
_ ნიორი: მოსავალს ვიღებთ, როცა ფოთლები იწყებს ჭკნობას. ვაჭრით ზედმეტ ნაწილებს და 2-3 დღის განმავლობაში ვაშრობთ ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება, შემდეგ გადაგვაქვს საცავში. დამპალი და ტექნიკურად დაზიანებული ნივრის შესანახ მასაში დატოვება დაუშვებელია .
_ ხახვი: მოსავალს ვიღებთ, როდესაც ფოჩები იწყებს ჭკნობას და ბოლქვები მკვრივდება. ვაცლით დამპალ და მექანიკურად დაზიანებული თავებს, მათი შესანახ ხახვებთან დატოვება დაუშვებელია.

მოსავლის აღების შემდეგ ხახვს  3-4 კვირის განმავლობაში ვათავსებეთ ღია ტიპის ფარდულში, რათა კარგად გამოშრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაიწყებს ლპობას.
_ კარტოფილი: აღების ვადები დამოკიდებულია ჯიშზე და გარემო პირობებზე. იგი მომწიფებულად ითვლება როცა ზედაპირი შეუყვითლდება. მაღალი ტემპერატურის პერიოდში კარტოფილის ნიადაგში დატოვება მიზანშეწონილი არ არის, რადგან გადამწიფდება და შენახვისუნარიანობა დაუქვეითდება. დაავადებული და დაზიანებული კარტოფილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ ნიადაგში.

კარტოფილი ინახება ბნელ საცავში, რომელიც კარგად ნიავდება. ბოლქვების გამწვანების თავიდან ასაცილებლად საცავში წითელი განათებას იყენებენ.
_  ჭარხალი: ნიადაგიდან ამოღების შემდეგ ვაჭრით ფოჩებს 2 სმ-ზე, ვრეცხავთ და ვაწყობთ გასაშრობად. 2-3 დღის შემდეგ გადაგვაქვს საცავში. მექანიკურად დაზიანებული ძირხვენები შესანახ ჭარხალთან არ უნდა დავტოვოთ, აუცილებლად უნდა გადავარჩიოთ და სათავსოდან გავიტანოთ.

ბოსტნეულის ზოგიერთი სახეობის შენახვის ტერმპერატურული რეჟიმი და ხანგრძლივობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: სმს სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“