აგრარული განათლებააგროსიახლეები

წყლის სწორად გამოყენებას სოფლის მეურნეობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს

წყლის სწორი და ამავდროულად ყაირათიანი გამოყენება მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ნებისმიერი მცენარე ძირითადად წყლისგან შედგება. წყალი აუცილებელია საკვები ნივთიერებების შესათვისებლად და მცენარის  იმ ორგანული შენაერთების მიმოქცევისთვი, რომლებსაც მცენარე თავად აწარმოებს, ამიტომ ამ მეტად საჭირო ნივთიერებებით მცენარის უზრუნველყოფის ხელოვნებაც სწორედ ის არის, რომ მცირე რაოდენობის წყლით უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელბა აქვს ნიადაგს, მის მდგომარეობას, რადგან  ატმოსფერული ნალექები, წელიწადის განმავლობაში, როგორც წესი, არათანაბრადაა განაწილებული, ამიტომ პირველ რიგში უნდა ვეცადოთ ნიადაგს ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნებაში დავეხმაროთ. წორედ ამას ემსახურება ნიადაგის დროული და სწორი გაფხვიერება, მასში ორგანული ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით შეტანა, მულჩირება და ა.შ
“წყურვილის გრძნობა” აქვთ არა მარტო მცენარეებს, არამედ ნიადაგის ორგანიზმებსაც _ წყალი მათთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა, რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი ორგანიზმია ნიადაგში, მით უფრო უკეთესი სტრუქტურისაა იგი, შესაბამისად კარგი სტრუქტურის ნიადაგი  მეტ წვრილ ფორებს შეიცავს,  რისი მეშვეობითაც იგი მეტ წყალს ინახავს.
ნიადაგს შეუძლია წყლის მიღება, დაგროვება და ჭარბი წყლის ქვედა ფენებში გრუნტის წყლებში გაშვება. თიხიანი, მძიმე ნიადაგები ბევრად უკეთ იკავებენ წყალს, ვიდრე ქვიშნარი ნიადაგები.
მორწყვას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ (მას შემდეგ რაც, რაც ყველა დანარჩენი აგრო ღონისძიების შესაძლებლობებს ამოვწურავთ), ვინაიდან, როდესაც მცენარეებს მორწყვას ვაჩვევთ, ისინი ფესვებს ნიადაგში ღრმად აღარ იდგამენ და გვალვისას “ხელოვნურ” მორწყვაზე ხდებიან დამკიდებული, გარდა ამისა ხშირი მორწყვისას ირღვევა ნიადაგის სტრუქტურა, იგი მკვრივდება და გვალვისას სკდება.

წყარო: ბიომეურნეობის საფუძვლები

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“