დარგებიმებაღეობამემცენარეობაფერმერი ფერმერს

ჩა­ის მწარ­მო­ებ­ე­ლი ძი­რი­თა­დი ქვეყ­ნე­ბი

ჩაი ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს 80 ქვე­ყა­ნა­ში მოჰ­ყავთ, მათ შო­რი­საა: აფ­რი­კის 28, აზ­ი­ის 25, სამ­ხრეთ ამ­ერ­იკ­ის 9, ევ­რო­პის 5 ქვე­ყა­ნა. აზ­ი­ის ქვეყ­ნებ­ზე მო­დის პლან­ტა­ცი­ებ­ის 85 და წარ­მო­ებ­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 80 პრო­ცენ­ტი.

ჩაის დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით (წელიწადში 960 ათ­ას ტო­ნა­ზე მე­ტს) მო­იხ­მა­რს მსოფ­ლი­ო. აქე­დან, და­ახ­­ლო­ებ­ით, _ 45 პრო­ცენ­ტს  ევ­რო­პა, _ 30% აზ­ი­ა, _ 20% ჩრდილოეთ და სამხრეთ ამ­ერ­იკ­ა, ხოლო და­­ნარ­­ჩე­ნს კი სხვა ქვეყ­ნები.

ჩა­ის მწარ­მო­ებ­ე­ლი წამ­ყვა­ნი სახელმწიფოებია: ჩი­ნე­თი, ინ­დო­ე­თი, შრი-ლან­კა, პა­კის­ტა­ნი, კე­ნია, თურ­ქე­თი, იაპ­ონ­ია, ვი­ეტ­ნა­მი, ინ­დო­ნე­ზია და სხვა. გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი ცალკ-ცალ­კე:

ი _ აქ­ა­უ­რი ჩა­ის პრო­დუქ­ცია მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და, ბუ­ნებ­რი­ვია, კარ­გადაც ფა­სობს მსოფ­ლიო ბა­ზარ­­ზე. იგი ჩი­ნე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის პრო­დუქ­ტია. გა­შე­ნე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით მწირ ნი­ად­აგ­ებ­ზე, ჭად­რა­კუ­ლი წე­სით, რომ­ლის მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ხე­ლით სრულ­დე­ბა. მე­ჩა­ი­ე­ობ­ის 22 ოლ­ქში გან­ლა­გე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის ჩა­ის ფაბ­რი­კე­ბი ძი­რი­თა­დად ამზადებენ მწვა­ნე, შავ, წი­თელ და თეთრ ბა­იხ­ა­ო ჩა­ის. შა­ვი ჩაი ძი­რი­თა­დად ექსპორტზე იგ­ზავ­ნე­ბა. თუ 1955 წელს ჩი­ნეთ­ში იყო 300 ათ­ა­სი ჰექ­ტა­რი ჩა­ის პლან­ტა­ცია და აწ­არ­მო­ებ­და 105 ათ­ას ტო­ნა მზა ჩა­ის, 2015 წლი­სათ­ვის აქ ჩა­ის ეკ­ა­ვა 2.255 ათ­ა­სი ჰექ­ტა­რი, ხო­ლო წარ­მო­ებ­ამ 970 ათ­ას ტო­ნას გა­და­აჭ­არ­ბა. Aაქე­დან 355 ათ­ა­სი ტო­ნა უც­ხო­ეთის ბაზრებზე გა­იყ­ი­და.

ა _ ჩა­ის კულ­ტუ­რას, რო­მელ­საც აქ სა­უკ­უნ­ოვ­ა­ნი ის­ტო­რია აქვს, წარ­მოდ­გე­ნი­ლია პა­ტარ-პა­ტა­რა პლან­ტა­ცი­ებ­ის სა­ხით და მის გასაშენებლად უმ­თავ­რე­სად მთის ფერ­დო­ბებს იყ­ენ­ებ­ენ. გა­შე­ნე­ბის წე­სი, ძი­რი­თა­დად, ჭად­რა­კუ­ლია, თუმ­ცა გვხვდე­ბა შპა­ლე­რუ­ლი პლან­ტა­ცი­ებ­იც. იაპ­ონ­უ­რი ჩაი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა, მო­სავ­ლის ას­აღ­ებ­ად უნ­არ­ი­ან­ად იყ­ენ­ებ­ენ ტექ­ნი­კას, გან­სა­კუთ­რე­ბით გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია ხე­ლით საკ­რე­ფი აპ­არ­ატ­ე­ბი. მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­­რე­ბუ­ლი ნედ­ლე­ულ­ის და­ნა­კარ­გე­ბი. ჩა­ის ფოთ­ლის გადამუშავებისთვის მაქ­სი­მა­ლუ­რი დროა მოკ­რე­ფი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი. ამ მიზ­ნით იყ­ენ­ებ­ენ მოძ­რავ გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ და­ნად­გა­რებს, რო­მე­ლიც უშუალოდ პლან­ტა­ცი­ას­თან ახ­ლოს დაიდგას და სა­ჭი­რო­ებ­ის შემთხვევაში მოხდეს მისი გა­და­ად­გილ­დე­ბა. ჩა­ით და­კა­ვე­ბუ­ლი ფარ­თო­ბე­ბი 80 ათ­ას ჰექ­ტარს შე­ად­გენს, ხო­ლო წარ­მო­ე­ბა 160 ათ­ას­ამ­დე ტო­ნა ფო­თოლს აღ­წევს (2015წ), რომ­ლი­და­ნაც მზად­დე­ბა მხო­ლოდ მწვა­ნე ჩაი, რაც საკ­მა­რი­სია ქვეყ­ნის მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­­ფი­ლებ­ლად (ერთ სულ­ზე მო­დის 500 გრა­მი). მარ­თა­ლია ეს ფი­ზი­ოლ­ოგ­ი­ურ ნორ­მა­ზე 3-ჯერ ნაკ­ლე­ბია, მაგ­რამ იაპ­ონ­ელ­ე­ბი დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ხმა­რო­ბენ ყა­ვას, კა­კა­ოს, რო­­მ­­ლე­ბიც უც­ხო­ეთ­იდ­ან შე­­აქვთ.

ი _ ჩა­ის პრო­დუქ­ცი­ის ყვე­ლა­ზე დი­დი მწარმოებელია მსოფ­ლი­ო­ში. მის წი­ლად მო­დის დამ­ზადე­ბული ჩაის წარ­მო­ებ­ის 1/3. ჩა­ის მსოფ­ლიო ბა­ზა­რი და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ძი­რი­თა­დად ინ­დო­ეთ­სა და შრი-ლან­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დღე­ის­ათ­ვის ქვე­ყა­ნა ამ­ზა­დებს და­ახ­ლო­ებ­ით 920 ათ­ას ტო­ნა მზა ჩა­ის, პლან­ტა­ცი­ე­ბი კი 580 ათ­ას ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. პროდუქცია გა­აქვთ სა­ექს­პორ­ტოდ. უმ­თავ­რე­სი მწარ­მო­ებ­ე­ლი რეგიონებია: ას­ა­მი, ბენ­გა­ლია, დუ­არ­სი, ტე­რაი და მდი­ნა­რე ბრახ­მა­პუტ­რის ზე­­და აუ­ზი, სა­დაც აწ­არ­მო­ებ­ენ ჩა­ის 80 პრო­ცენ­ტზე მეტს. სა­უკ­ეთ­ე­სო ხა­რის­ხის ჩა­ის ფო­თო­ლი მო­დის ჰი­მა­ლა­ის სამ­­ხრეთ ქვე­და კალ­თებ­ზე (ნილ­გი­რი, ტრა­ვან­კო­რი). ჩა­ის ბუჩ­ქე­ბის მცხუნ­ვა­რე მზის სხი­ვე­ბი­სა­გან დაც­ვის მიზ­ნით, მათ აშ­ენ­ებ­ენ ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბის რიგ­თა­ში­რი­სებ­ში, ინ­დო­ეთ­ში ჩაის პლან­ტა­ცი­ებს ბა­ღებს უწ­ოდ­ებ­ენ.

ა  (ცე­ილ­ო­ნი) _ ჩა­ის წარ­მო­ებ­ის ინ­ტენ­სი­უ­რი ქვეყანაა, რო­მელ­საც მე­სა­მე ად­გი­ლი უკ­ავ­ია ჩა­ის წარ­მო­ებ­ის მხრივ, რომელიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია, რო­გორც პა­ტარ-პა­ტა­რა, ისე მოზრდილი პლან­ტა­ცი­ებ­ის სა­ხით. არ­ის მსხვი­ლი ჩა­ის მე­ურ­ნე­ობ­ე­ბიც თა­ვი­ან­თი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ებ­ით; აგ­რეთ­ვე მე­ჩა­ი­ე­ობ­ის აგ­რო­სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სე­ბით, რომ­ლე­ბიც აწ­არ­მო­ებ­ენ ნედ­ლე­ულს, ახდე­ნენ მის გადამუშავებას და აფ­ას­ო­ებ­ენ კი­დეც. შრი-ლან­კის ჩაი სა­ექს­პორ­ტოდ და­უფ­ას­ო­ებ­ელ­იც იგ­ზავ­ნე­ბა და მყიდ­ველ ქვეყნებში ად­გილ­ზე აფ­ას­ო­ებ­ენ (ინ­გლის­ში).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვეყ­ნის სა­ექს­პორ­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის 2/3 ჩა­ი­ს პროდუქციაზე მო­დის და წარ­მო­ებ­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 90-95 პრო­ცენ­ტი საზ­ღვარ­გა­რეთ გა­აქვთ. 2008 წელს ჩა­ის პრო­დუქ­ცი­ის რე­ალ­იზ­აც­ი­ით ქვე­ყა­ნა­მ 2 მი­ლი­არდ დო­­ლარ­ზე მე­ტი მიიღო. ფარ­თო­ბი 2008 წლი­სათ­ვის 310 ათ­ას ჰექ­ტარს, ხო­ლო წარ­მო­ე­ბა 293 ათ­ას ტო­ნას შე­ად­გენ­და.

ა _ ჩა­ის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა 1825 წლი­დან და­იწ­ყეს ძი­რი­თა­დად იავ­ა­ზე და სუ­მატ­რა­ზე. გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 50-იან წლებ­ში ქვეყანას მსოფ­ლი­ო­ში ჩა­ის წარ­მო­ებ­ით მე­სა­მე ად­გი­ლი ეკ­ა­ვა. აქ ეს კულ­ტუ­რა გა­შე­ნე­ბუ­ლია პლან­ტა­ცი­ებ­ის სა­ხით. გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე გლე­­ხუ­რი მე­ურ­ნე­ობ­ებ­იც. მა­თი მთლი­ა­ნი ფარ­თო­ბი 230 ათ­ას ჰექ­ტარს აღ­ემ­ატ­ე­ბა. აქვთ ჩა­ის პირ­ვე­ლა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ფაბ­რი­კე­ბი. წე­ლი­წად­ში აწ­არ­მო­ებ­ენ 210 ათ­ას ტო­ნას.

ინ­დო­ნე­ზია ცდი­ლობს თა­ვი­სი ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის გა­მო­იყ­ენ­ოს ყვე­ლა რე­სურ­სი, გა­ზარ­დოს ჩა­ის წარ­მო­ებ­ის მო­ცუ­ლო­ბა, ამ­იტ­ომ პრო­დუქ­ცი­ის დი­დი ნა­წი­ლი (77-80%) საზ­ღვარ­გა­რეთ გა­აქვს. ამ­ით­აა გა­მოწ­ვე­უ­ლი მოხ­მა­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით ექს­პორ­ტის უფ­რო მა­ღა­ლი ხვედ­რი­თი წი­ლი.

ი _  ჩა­ის წარ­მო­ებ­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყანაა, სა­დაც ჩა­ის მცენარის მსხვი­ლი პლან­ტა­ცი­ებ­ისა და მისი ფოთ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა უახ­ლე­სი ტექ­ნო­­­ლო­გიებით წარ­მო­ებს. აგ­ებ­ულ­ია ჩა­ის ფაბ­რი­კე­ბი და ნედ­ლე­უ­ლს ქარ­ხნუ­ლი წე­სით ამუშავებენ. 2015 წელს 85 ათ­ა­სი ჰექ­ტა­რი ჩა­ის პლან­ტა­ცია იყო, საიდანაც მიღებული იქ­ნა 32 ათ­ა­სი ტო­ნა მზა პრო­დუქ­ცია. მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ჩა­ის საერთო რაოდენობიდან პაკისტანის ჩაის ხვედ­რი­თი წი­ლი – 17,5 % – ია.

ვი­ეტ­ნა­მი, ტა­ილ­ან­დი (სი­­მი), მი­ან­ვა (ბირ­მა) ეს­ ქვეყნები სამ­ხრე­თით ეს­აზ­ღვრე­ბი­ან ჩი­ნეთს, დი­დი მე­ზობ­ლის გავ­ლე­ნით ად­რე ფლობდნენ ჩა­ის  ფოთ­ლის კრე­ფი­ს, გადამუშავებისა და გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სებს. ვე­ლუ­რი მცე­ნა­რის ფოთ­ლე­ბი­დან სა­უკ­უნ­ე­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ზა­დებ­დნენ ე. წ. ია­ნა-ჩა­ის (დამ­წნი­ლე­ბულ ჩა­ის) და ფი­ლა ჩა­ის. ჩა­ის კულ­ტუ­რა, ჩა­ის პლან­ტა­ცი­ებ­ის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­შე­ნე­ბა და ფოთ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბის წე­სე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში უფ­რო გვი­ან შეისწავლეს.

ჩა­ის პლან­ტა­ცი­ებ­ის გა­შე­ნე­ბა ვი­ეტ­ნამ­ში ფრან­გმა კა­პი­ტა­ლის­ტებ­მა 1825 წელს და­იწ­ყეს, ბირ­მა­ში კი ინ­გლი­სე­ლებ­­მა – 1819 წელს.

მე­ჩა­ი­ე­ო­ბა თან­და­თა­ნო­ბით გან­ვი­თარ­და წი­ნა აზ­ი­ის ქვეყ­ნებ­შიც – ირ­ან­ში, თურ­ქეთ­ში, აგ­რეთ­ვე, სამ­ხრეთ ამ­ერ­იკ­ის კონ­ტი­ნენ­ტზე და აფ­რი­კა­ში.

სამ­ხრეთ ამ­ერ­იკ­ის ქვეყ­ნებ­ში (ბრა­ზი­ლია, არ­გენ­ტი­ნა, პე­­რუ, ეკ­ვა­დო­რი და სხვა) ჩა­ის კულ­ტუ­რა მე­ო­ცე სა­უკ­უნ­ის და­საწ­ყის­ში გავრ­ცელ­და, მაგ­რამ ბო­ლო დრომ­დე ფე­ხი ფარ­თოდ ვერ მო­იკ­ი­და. მი­ზე­ზი ალ­ბათ ის იყო, რომ აქ ფარ­თო­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყა­ვის წარ­მო­ე­ბა. აშშ-ში ამ­ჟა­მად სამ­რეწ­ვე­ლო ჩა­ის პლან­ტა­ცი­ე­ბი არ არ­ის, თუმ­ცა სა­ამ­ი­სო პი­რო­ბე­ბი იქ, სამ­ხრე­თის შტა­ტებ­ში, სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო კა­რო­ლი­ნა­ში, ჯორ­ჯი­ა­სა და ფლო­რი­და­ში მი­სა­ღებია, მაგ­რამ მუ­შა­ხე­ლის სიძ­ვი­რის გა­მო არ­არ­ენ­ტა­ბე­ლუ­რი იყო და შემდგომი განვითარება ვერ ჰპოვა.

ი _  თურ­ქუ­ლი ჩაი ხა­სი­ათ­დე­ბა კარ­გი სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბით. 2015 წლი­სათ­ვის ჩაის კულტურას 210 ათ­ა­სი ჰექ­ტა­რი ფართობი ეკ­ა­ვა სა­დაც აწარმოებდნენ 210 ათ­ას ტო­ნა მზა ჩა­ის, რაც ერთ სულ­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით წე­­­ლი­წად­ში 600 გრამს შე­ად­გენს. თურ­ქეთს ყო­ველ­წლი­ურ­ად საზ­ღვარ­გა­რე­თი­დან 20-25 ათ­ა­სი ტო­ნა მზა ჩაის პრო­დუქცია. ამი­ტომაც შეიმუშავეს მე­ჩა­ი­ე­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი პროგ­რა­მა, რომლის წყალობით ქვე­ყანაში ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მისი ფართობისა და გადა­­მამუ­შა­ვე­ბე­ლი ფაბრიკების რაოდენობა გაიზარდა. რა­შიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველი მეცნიერების მიერ გამოყვანილი ჩაის ჯიშებისა და ფორმებით პლან­ტა­ციე­ბის გაშენებას

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი