ბლოგი

ჩინეთის სოფლის მეურნეობა ციფრებში

ჩინეთის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩინეთი სოფლის  მეურნეობის პროდუქტების წარმოებითა და ექსპორტით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუდმივად ლიდერთა შორისაა მსოფლიოში.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტებია: ბრინჯი, ხორბალი, კარტოფილი, პომიდორი, სორგო, არაქისი, ჩაი, ქერი, ბამბა, სიმინდი, ბოსტნეულის ზეთი და სოიოს მარცვლები.

ჩინეთის სამოქალაქო ომში ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამარჯვების შემდეგ ფერმები ლენდლორდებს ჩამოერთვათ და 300 000 მილიონ გლეხს დაურიგდა.

1952 წელს, ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ მთავრობამ გლეხების დაჯგუფება დაიწყო. სამი წლის შემდეგ ჯგუფები მწარმოებელთა კოოპერატივებად გარდაიქმნა, მიწების კოლექტიური მფლობელობის სოციალისტური მიზნების შესაბამისად.

1956 წელს მიწებზე კონტროლი ფორმალურად მთავრობამ აიღო და მიწები მთავრობის მიერ მართულ კოლექტიურ ფერმებად გადააქცია.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის პროდუქცია უმსხვილესია მსოფლიოში, თუმცა ქვეყნის მიწების მხოლოდ 10%-ის კულტივაციაა შესაძლებელი.

კულტივირებული მიწების 75% გამოიყენება სურსათისთვის.

მთავარი კულტურა ბრინჯია, რომელიც კულტივირებული მიწის 25%-ზე მოჰყავთ. ბრინჯის დიდი ნაწილი მდინარე ხუაიხეს სამხრეთით, ჩჟუძიანის დელტაში, იუნანის, გუანჟოუსა და სიჩუანის პროვინციებში მოჰყავთ.

მეორე მთავარი კულტურა ხორბალია, რომელიც ქვეყნის ბევრ რეგიონში მოჰყავთ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკეზე, მდინარეების: ვეისა და ფენის ხეობებში, ჯიანგსუს, ჰუბეისა და სიჩუანის პროვინციებში.

სიმინდი ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილ-აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. ჩვეულებრივი შვრია შიდა მონღოლეთსა და ტიბეტშია გავრცელებული.

თეთრი კარტოფილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოჰყავთ (ჩინეთი უმსვილესი მწარმოებელია მსოფლიოში), ხოლო ტკბილი კარტოფილი ― სამხრეთ ნაწილში.

ტროპიკული ხილი კუნძულ ხაინანზე მოჰყავთ, ხოლო ვაშლი და ატამი ლიაონინისა და შანდუნის პროვინციებში. ციტრუსები სამხრეთ ჩინეთში მოჰყავთ, მეტწილად მდინარე იანძის სამხრეთ ნაწილში. ყველაზე პოპულარული ციტრუსი მანდარინია.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მთავარ პროდუქტებს მიეკუთვნება მწვანე და ჟასმინის ჩაი (პოპულარულია ჩინეთის მოსახლეობას შორის), შავი ჩაი, შაქრის ლერწამი და შაქრის ჭარხალი.

ჩაის პლანტაციები მდინარე იანძის შუა წელში, ფუჯიანისა და ჟეძიანის პროვინციებში მდებარეობს. შაქრის ლერწამი გუანდუნისა და სიჩუანის პროვინციებში, ხოლო შაქრის ჭარხალი ხეილუნძიანის პროვინციასა და შიდა მონღოლეთის ირიგირებულ მიწებზე მოჰყავთ. სამხრეთ ჩინეთში ფართოდაა

წარმოება

ბოლო ათწლეულია ჩინეთი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელია. Lin Erda-ს კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის წყლის მომარაგებისა და კლიმატის ცვლილების გამო წარმოების რაოდენობამ შეიძლება 14-23%-ით დაიკლოს.

2009 წელს ჩინეთმა სოფლის მეურნეობის სექტორის ბიუჯეტი 20%-ით გაზარდა. ქვეყანა მხარს უჭერს ენერგიის ეფექტურობის გაზრდას, განახლებად ტექნოლოგიასა და ინვესტირებას.

მაგალითად, 2020 წელს ჩინეთმა აწარმოა 257.1 მლნ ტონა სიმინდი (მეორე ადგილი მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ), 212.1 მლნ ტონა ბრინჯი (უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში), 131.4 მლნ ტონა ხორბალი (პირველი ადგილი), 108 მლნ ტონა შაქრის ლერწამი (მესამე ადგილი მსოფლიოში, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ), 17.7 მლნ ტონა ბამბა (მესამე ადგილი მსოფლიოში, ინდოეთისა და აშშ-ის შემდეგ), 14.1 მლნ ტონა სოიო (მე-4 ადგილი, აშშ-ის, ბრაზილიისა და არგენტინის შემდეგ), 13.2 მლნ ტონა რაფსი (მეორე ადგილი მსოფლიოში კანადის შემდეგ), 12 მლნ ტონა შაქრის ჭარხალი (მე-8 ადგილი), 11.2 მლნ ტონა ბანანი (მე-2 ადგილი ინდოეთის შემდეგ).

ჩინეთი მსოფლიოში ლიდერია შემდეგი პროდუქტების წარმოებაში _ კარტოფილი _ 90.2 მლნ ტონა; საზამთრო _62.8; პომიდორი _ 61.5; კიტრი _ 61.5; ტკბილი კარტოფილი _ 53; ვაშლი _39.2; ბადრიჯანი _ 34.1; კომბოსტო _33.1; ხახვი _ 24.7; ნიორი _ 22.2; მწვანე ლობიო _ 19.9; მანდარინი _ 19; სტაფილო _ 17.9; არაქისი _17.3; მსხალი _ 16; ყურძენი _ 13.3; ნესვი _ 12.7; გოგრა _ 8.1; ბაღის სატაცური _7.9; ქლიავი _ 6.7 მილიონი ტონა.