დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

დანერგე მომავალი _ ბაღების კომპონენტი

პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი);
პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.

პროექტი მიზნად ისახავს:

1) საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
2) ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

ბაღების კომპონენტი

* ბაღების კომპონენტის ფარგლებში შუა და საყრდენი ბოძების მიზნობრიობისა და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის მიზნობრიობის დაფინანსება ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მიმდინარეობს საპროცედურო საკითხების დამუშავება.დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული მიზნობრიობების თანადაფინანსების დაწყების თაობაზე ახლო მომავალში განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე. გისურვებთ წარმატებებს!

ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.

მრავალწლიანი კულტურების ბაღების პოტენციალი და გაშენების შესაძლებლობა განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისად ამ პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლოვანი კულტურების სახეობები, რომელიც შესაძლებელია გაშენდეს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში:

კახეთი: ვაშლი, ჟოლო, მაყვალი, გარგარი, კივი, ატამი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ზეთის ხილი, ხურმა, ბროწეული, კაკალი, ნუში, თხილი,  მსხალი, ალუბალი, კომში, ფსტა(ფისტა), სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის და საფერავის ჯიშებისა), ლეღვი .

შიდა ქართლი: გარგარი, ნუში, შინდი, კაკალი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), თხილი.

ქვემო ქართლი: ვაშლი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი,  ჟოლო, კაკალი, ნუში, ბროწეული, მსხალი, ალუბალი, ხურმა, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), ლეღვი, თხილი, ზეთის ხილი  ( მხოლოდ გადბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), ფსტა(ფისტა)

მცხეთა – მთიანეთი: ნუში, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), თხილი

სამცხე – ჯავახეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა).

იმერეთი: ლურჯი მოცვი, მაყვალი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), ლეღვი,

რაჭა – ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), ლეღვი.

სამეგრელო  ზემო სვანეთი: კაკალი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, მსხალი, ალუბალი, ბალი, ჟოლო, მაყვალი, სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), ლეღვი.

გურია: მაყვალი, ჟოლო, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, სუფრის ყურძენი, კაკალი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), ლეღვი.

აჭარა: კაკალი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), ლეღვი

ბაღების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

ფინანსური დახმარება:

ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში შუა და საყრდენი ბოძების შეძენის ან/და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის მიზნით..

ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში არაუმეტეს 80%, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაშიც, ამავდროულად დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50% (დღგ – ს ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი  დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა 0,5  ჰა-ზე. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ  შუა და საყრდენი ბოძების ღირებულების არაუმეტეს 50%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%.

ტექნიკური დახმარება:

ინტენსიური ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:

ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება;

ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა – IPM;

გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები;

ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში;

 შეზღუდვები:

  1. ბაღების კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების გაშენებით დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსების სიმწირისა და უკუგების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გამო ვერ ახერხებენ ახალი ფართობების ათვისებას.

ბენეფიციარი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს.

  1. ბაღის კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:

ა) ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი;

ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ან მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან/ აფხაზეთის/ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან(იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“)

2.1. ამ მუხლის „ბ“ პუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.

  1. ფსტას (ფისტა), ზეთის ხილისა და საღვინე ვაზის კულტურების, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე.4. სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ერთ ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა შეუზღუდავი რაოდენობით, თუმცა ჯამურად მიღებული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს, ხოლო ჯამურად გაშენებული ბაღის ფართობი 50 ჰექტარს. 5. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ მინიმუმ 0,5 და მაქსიმუმ 50 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება.6. თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა -ზე არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. ლურჯი მოცვის კულტურაზე 0,5 ჰა -ზე დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 7500 ლარს. 7. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250000 ლარს.

  2. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, პირველ რიგში, დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების70%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან – წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – შესასყიდი ნერგების ღირებულების 80%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან – წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.

 წინაპირობა:

  1. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული არანაკლებ 40 სანტიმეტრზე.

  2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე იყოს ჭა ან ჭაბურღილი.“;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თქვენი რეგიონის რეგიონალური სამსახურის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში (დასკვნაში) აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებებირომლის საფუძველზეც ცენტრი წერილობით ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.

  1. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა.
  2. განაცხადით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურის ნერგების ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა:

მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰაზე
ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის 
ბაღების გაშენების მიზნით და თანადაფინანსების ლიმიტები

ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს “დანერგე მომავალის” პროგრამის ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით.

ეტაპები:

მიმართავთ ლაბორატორიას ნიადაგის სინჯების ასაღებად და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ლაბორატორიებს:

  1. ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი “ანასეული

მისამართი: ოზურგეთი, ანასეული, მეცნიერების ქ.#9

ტელ: 790-65-11-15, ელ. ფოსტა: zonaluri@mail.ru

  1. მულტიტესტი  კვების პროდუქტებისნიადაგის წიაღისეულის გამოცდის ქიმიური ლაბორატორია

მისამართი: თბილისი, სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. 13

ტელ: 214 48 48; ელ. ფოსტა: multitest@wanex.net

  1. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთოსაუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240 ტელ: 591 67 68 58 ; 577 11 20 64  ელ. ფოსტა: t.urushadze@agruni.edu.ge

ლაბორატორიის თანამშრომელი იღებს სინჯებს ადგილზე და ახდენს მათ ლაბორატორიულ ანალიზს (ჩასატარებელი აუცილებელი ანალიზების სია)

წარადგენთ მიმართვას (სადაც მითითებულია ბაღში გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალი) და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში” ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (მიმართვის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ)

სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი” ადგენს ლაბორატორიული ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობას და გასცემს ცნობას ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ;

მიმართავთ სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თქვენი რეგიონის რეგიონალურ სამსახურს მიწის ნაკვეთის დამუშავების დასადასტურებლად  (მიმართვის ფორმის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ)

თქვენი რეგიონის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელი განახორციელებს ვიზიტს მიწის ნაკვეთზე, შეამოწმებს მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესაბამისობას კრიტერიუმებთან დადგენილი მეთოდოლოგიის დაცვით (მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმები).

კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გასცემს ცნობას (დასკვნას) მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ;

შეავსებთ განაცხადის სტანდარტულ ფორმას განაცხადის ფორმა

წარმოადგენთ შევსებულ განაცხადს და თანმდევ დოკუმენტაციას სააგენტოში ან თქვენი რეგიონის რეგიონულ სამსახურში (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა)

სააგენტო განიხილავს განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად.

განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში განაცხადი დამტკიცდება.

განაცხადის დამტკიცების შემდგომ ფორმდება ხელშეკრულება თანადაფინანსების გაცემის შესახებ.